მოხუცი და აბეზარი ბავშვები | Jolo.ge


მოხუცი და აბეზარი ბავშვები

მოხუცი და აბეზარი ბავშვები

ერთ კაცს ძალაინ აწუხებდა ის აურზაური და ხმაური, რომელსაც ქმნიდნენ მისი სახლის წინ  სათამაშოდ შეკრებილი უბნის ბავშვები. მათთან არ ჭრიდა არც დარიგება, არც მუქარა, რომელსაც ამ კაცის მეზობლები მიმართავდნენ.

ერთხელ, როცა ბავშვები უკვე სახლში აპირებდნენ, წასვლას, ეს კაცი გავიდა მათთან, მისცა თითეულს 1 დოლარი და უთხრა:

– გმადლობთ! თქვენ ძალიან კარგად  იმხიარულეთ და მეც გამართეთ. ძალიან გთხოვთ, ხვალაც მოდით და ისევ მოგცემთ ფულს.

მეორე დღეს ბავშვები მოვიდნენ და კვლავ იგივე განმეორდა. საღამოს კაცმა მათ ისევ ჩამოურიგა თითო დოლარი და თხოვა მომდევნო დღეს კვლავ მოსულიყვნენ.

ასე გაგრძელდა 3 დღე.

მეოთხე დღეს  კაცმა ბავშვებს მხოლოდ 50 ცენტი ჩამოურიგა და უთხრა:

– მაპატიეთ, ფინანსური პრობლემები მაქვს და თითო დოლარს ვერ გადაგიხდით, მაგრამ თქვენ ხვალ მოდით და მე მაინც გამოვნახავ რაღაც სახსრებს.

კიდევ ორი დღის მერე მან უკვე მხოლოდ 20–20  ცენტი მისცა ბავშვებს და თან უთხრა რომ ხვალისთვის მხოლოდ 5–5 ცენტის მიცემა შეეძლო, მაგრამ თხოვა მაინც მოსულიყვნენ.

–მეტი საქმე არა გვაქვს 5 ცენტად მთელი დღე თქვენს ფანჯრებთან ვიხტუნაოთ და ვიყვიროთ კლოუნებივით!

უპასუხეს ბავშვებმა, დემონსტრაციულად დატოვეს იქაურობა  და  შემდეგ არასდროს არ გამოჩენილან.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

https://mebonia.com/

ნანახია:(122)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«შემთხვევითი შეხვედრა, ყველაზე დიდი არაშემთხვევითობაა სამყაროში»

”როდესაც ადამიანს ტალახს ესვრით, გახსოვდეთ-შეიძლება ტალახმა ვერ მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, თქვენს ხელებზე კი დარჩება ის.” ”ადამიანს არაფერი ისე არ ამჟღავნებს,


დაიწყე დღე შეკითხვით: «რაში გავხდი უკეთესი გუშინ და რაში მსურს გავხდე დღეს?

»მთავარია შეკრა ძლიერი გუნდი და შემდეგ ერთი დღე შეცვლის ყველაფერს!» ჯორდან ბელფორტი »ასეულები ისმენენ — ერთეულებს ესმით.» »შეიძლება სხვისი ბრალი


თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ვინმეს სძულხართ, არ უყვარხართ, არ გაფასებენ

…ერთხელ როცა მოსკოვში ვსწავლობდი და იქ მოგეხსენებათ საბუთების მომგროველბლობა და ინსტანციებში ბარება მთავარი საქმიანობაა ყოველი მოქალაქისათვის, მომიწია ფსიქიატრის კონსულტაციის გავლა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<