«მოვრჩი ყავის სმას და ვეძახი მიმტანს ანგარიშითქო, თან ჩანთა გავხსენი, უცებ ვხედავ რომ ფული აღარ დამრჩა»_ ირინა სარიშვილის კურიოზი კაფეში | Jolo.ge


«მოვრჩი ყავის სმას და ვეძახი მიმტანს ანგარიშითქო, თან ჩანთა გავხსენი, უცებ ვხედავ რომ ფული აღარ დამრჩა»_ ირინა სარიშვილის კურიოზი კაფეში

ირინა სარიშვილი: გამოვედი დღეს სალონიდან, ცოტა ვერ ვიყავი ხასიათზე და გადავწყვიტე ფეხით გამევლო. ვბოდიალობ ასე უაზროდ, თან ცოტა გულდამძიმებული ათასი პრობლემით და ფიქრით და უცებ გადავწყვიტე ჩემი ძველი დევიზის, რომელიც უკვე თქვენც იცით – «შედი კაფეში მარტო» – განხორციელება. 🙂 . შევედი, მოვკალათდი, ყავა შევუკვეთე და ვზივარ ასე კმაყოფილი თან ვგრძნობ რომ ნელ–ნელა ხასიათზე მოვდივარ. იქ მიმტანს გამოველაპარაკე, ხალხიც ცოტა იყო და რაც მთავარია არავინ ისეთი, გვეშველებარამეო–ს რო მკითხავდა.

მოკლედ მოვრჩი ყავის სმას, ბოლო სიგარეტიც ჩავკალი და ვეძახი მიმტანს ანგარიშითქო თან ჩანთა გავხსენი და უცებ ვხედავ რომ ფული აღარ დამრჩა (ამაზე მოთქმას ნუ დაიწყებთ – ჩანთაში არ მედო თორემ სახლში მქონდა :D ) . მოდის მიმტანი და სანამ მე ვეტყოდი ჩემი სიკვდილი ფული დამრჩენია და ცოტა ხანში მოგიტანთთქო, თვითონ მეუბნება, ყავაზე დაპატიჟებული ხართ ჩვენი ადმინისტრაციისგანო :D. ამიტყდა სიცილი და რა თქმა უნდა მაინც ვუთხარი რაც დამემართა 🙂 .

ასე მხიარულად გამოვედი კაფედან, მოვბოდიალდი სახლში დავბერდიდამოვლაპატრონობამჭირდებას ფიქრით და ეხლა ამას რატომ გწერთ იცით?
ამდენი «ფრენდი» და გამომწერისგან ვისაც რაიმე სახის შეხება გაქვთ კაფესთან, ბართან ან რაიმე ამდაგვართან, იცოდეთ და სხვებიც გადააფრთხილეთ სასწრაფოდ: მარტოს როცა დამინახავს ვინმე შესულს კაფეში ან ბარში, არ მოერიდოს და სანამ შეკვეთას მივცემ, აუცილებლად მკითხოს ფული ჩანთაში მიდევს თუ არა :D .

ნანახია:(1047)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ირინა სარიშვილი

Related Articles

სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით…

– როგორ აგიხსნა… – თქვა ბოლოს იანგულიმ. – მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ან ბოსტანშია, ან


ომიდან ღირსეულ პარტნიორობამდე

პეპლის ეფექტის მიხედვით სულ პატარა თითქოს უმნიშვნელო დეტალსაც კი, იქნება ეს ჩვენი არჩევანი თუ წარმოთქმული სიტყვა, შეუძლია სრულიად შეცვალოს მთელი


«უზარმაზარი მადლობა, რომ დაიბადე დე და თანაც მე რომ ამარჩიე დედად»_ ნათია ფანჯიკიძე ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

«ზოგადად არამიშავს რა, ქალი ვარ, დიდი არაფერი, მაგრამ თავმდაბლობის გარეშე, ორი საოცრება მეც მაქვს ამქვეყნად ჩადენილი, — ორ უკარგეს ტიპს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*