მოვლენების მატერიალიზაცია მიმდინარეობს კვანტურ დონეზე | Jolo.ge


მოვლენების მატერიალიზაცია მიმდინარეობს კვანტურ დონეზე

მოვლენების მატერიალიზაცია მიმდინარეობს კვანტურ დონეზე

დოქტორ ჯო დისპენზა გახდა ერთერთი, ვინც მეცნიერული თვალსაზრისით პირველადგამოიკვლია – ტვინის ზეგავლენა რეალურ მოვლენებზე. თეორიამ, „კავშირი მატერიასა დაგონებას შორის“ — მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მთავარი აღმოჩენა მდგომარეობს იმაში,რომ გონება პრაქტიკულად, ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს ფიზიკურ გრძნობებს, სულიერისგან.უხეშად, რომ ვთქვათ, თავში არსებული ნაცრისფერი უჯრედები, ერთმანეთისგან ვერ ანსხვევებსმატერიალურს, წარმოსახვისგან ანუ აზრებისგან.

დოქტორმა, ნეიროფიზიოლოგიის და ტვინის შესაძლებლობების გამოკვლევები, ტრაგიკული შემთხვევის გამო დაიწყო.  მას შემდეგ რაც მანქანამ დაარტყა ჯო დისპენზას შესთავაზეს დაზიანებული ხერხემლის მალების იმპლანტებით ჩანაცვლება, რომელიც მიიყვანდა გამუდმებულ ტკივილამდე. ექიმები თვლიდნენ, რომ მხოლოდ ასე თუ შეძლებდა ფეხზე წამოდგომას და გავლას. მაგრამ ჯო დისპენზამ მიიღო გამოწვევა და გადაწყვიტა აზრების დახმარებით აღედგინა ჯანმრთელობა. ცხრა თვიანი თერაპიის შედეგად, მან სიარული შეძლო. სწორედ, ამან უბიძგა გამოეკვლია გონების შესაძლებლობები.

პირველი ნაბიჯი ამ გზაზე გახდა, იმ ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა, რომლებმაც სპონტანური რემისია გაიარეს.  ექიმების დასკვნით, მათ ჰქონდათ უმძიმესი დიაგნოზი და მოხდა ამ დაავავდებებისგან „სპონტანური“ და დაუჯერებელი გამოჯანმრთელება, ტრადიციული მადიცინის ჩარევის გარეშე. გამოკითხვების შედეგად დისპენზამ გაარკვია, რომ ეს ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ აზრები პირველწყაროა მატერიასთან მიმართებაში და შეუძლიათ განკურნონ ნებისმიერი დაავადება.

ნეირონული ქსელი

12345დისპენზას თეორია ამტკიცებს, ყოველთვის როდესაც ადამიანი გადის ცხოვრებისეულ გამოცდილებას, თავის ტვინში აქტიურდება დიდი რაოდენობის ნეირონები. რომელიც, თავის მხრივ მოქმედებს ფიზიკურ მდგომარეობაზე. სწორედ, გონების ფენომენალურ ძალას გააჩნდეს კონცენტრაციის უნარი, შეუძლია შექმნას ე.წ. ნეირონებს შორის სინოპტიკური კავშირები, განმეორებადი სიტუაციით.

გარემოებები, მოვლენები, გრძნობები ქმნიან მყარ ნეირონულ კავშირებს – რომლებსაც უწოდებენ ნეირონულ ქსელს. თითოეული ქსელი, თავის მხრივ, წარმოადგენს  გარკვეულ მოგონებას, რომელზე დაფუძნებითაც ორგანიზმი ახდენს მსგავს ობიექტებზე და სიტუაციებზე რეაგირებას.

დისპენზას აზრით, წარსული ტვინის ნეირო ქსელებშია ჩაწერილი. ჯამში, ამ ჩანაწერით ხდება სამყაროს აღმის ფორმირება, მათ შორის კონკრეტული ობიექტების. ამიტომ მხოლოდ გვეჩვენება, რომ ჩვენი რეაქცია არის სპონტანური, სინამდვილეში უმრავლესობა მათგანი ჩაპროგრამებულია მყარი ნეირონული კავშირებით. თითოეული ობიექტი, სიტუაცია, მოვლენა ააქტიურებს ამა თუ იმ ნეირონულ ქსელს, რომელიც თავის მხრიდან იწვევეს ორგანიზმში გარკვეულ ქიმიურ რეაქციას. ეს, ქიმიური რექცია კი გვაიძულებს ვიმოქმედოთ ან შევიგრძნოთ, გავიქცეთ ან გავშეშდეთ, გაგვიხარდეს ან გვეწყინოს, აღვფრთოვანდეთ  ან ავღშფოთდეთ და ჩავარდეთ აპათიაში…

ემოციონალური რეაქცია, სხვა არაფერი თუ არა ქიმიური რეაქცია, რომელსაც იწვევს ჩამოყალიბებული ნეირონული ქსელები და რომელიც ემყარება წარსულის გამოცდილებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 99% რეალობას აღვიქვამთ არა ისეთს როგორიც ის არის სინამდვილეში, არამედ, როგორც ინტერპრეტირებულია1234 წარსულის გამოცდილების და მზა შეხედულებების შედეგად.

ნეირო ფიზიოლოგიის ძირითადი წესი ჟღერს ასე: ის ნეირონები რომლებიც გამოიყენება კონკრეტულ სიტუაციაში, ერთიანდება და ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირი განმეორების და გამოცდილების გამყარების შედეგად, ჩნდება ნეირო ქსელი. თუ კი გამოცდილება დიდი ხნის მანძილზე გამოუყენებელია, მაშინ ნეირო ქსელი იშლება და კიდევ, რეგულარულად, ერთი და იგივე „ღილაკზე ხელის დაჭერით“ ინერგება ახალი ჩვევა. ასე ხდება, ავტომატური რეაქციების და პირობითი რეფლექსების ფორმირება. თქვენ ჯერ კიდევ ვერ მოასწარით ფიქრის გააზრება, ორგანიზმი გარკვეულწილად, უკვე ზემოქმედებს.

ყურადღების ძალა

123456უბრალოდ დაფიქრდით, ადამიანის ხასიათი, ჩვევები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ, ნეირონული ქსელის ნაკრებს, რომლებიც შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოვადუნოთ ან გავაუქმოთსინამდვილის გააზრებული აღქმით.

როდესაც ხდება ყურადღების, გააზრებული და შერჩევითი მიმართვა სასურველიკენ, იბმება ახალი ნეირონული ქსელები. ადრე, მეცნიერები თვლიდნენ რომ ტვინი სტატიკურია, მაგრამ ბოლო დროის ნეორიფიზიოლოგების გამოკვლევებმა აჩვენა – ყველა, უმცირესი გამოცდილებაც კი ტვინში წარმოშობს ათასობით და მილიონობით ნეირონულ ცვლილებებს, რომელიც ასახვას ჰპოვებს მთლიან ორგანიზმზე.

თავის წიგნში ჯო დისპენეზა სვამს ლოგიკურ კითხვას: თუ ჩვენ, აზრებით ხშირად გამოვიწვევთ ორგანიზმში ნეგატიურ შეგრძნებებს, საბოლოო ჯამში იქცევა თუ არა ის, ნორმად?

ადამიანში გონებრივი შესაძლებლობების გამოსავლენად, დისპენზამ, ჩაატარა შემდეგი ექსპერიმენტი:

1234567ადამიანების რაოდენობა დაყო ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში მყოფთ დაევალათ ზამბარიან ღილაკზე, ერთი და იგივე თითის დაჭერა. მეორე ჯგუფს დაევალა მხოლოდ და მხოლოდ გონებაში წარმოედგინათ, რომ ერთი და იგივე თითს აჭერდნენ ღილაკს. შედეგად, პირველ ჯგუფში მონაწილეთა თითზე, კუნთი გამაგრდა 30%, მეორე 22%. ზიფიკურ მაჩვენებლებზე ასეთი გავლენა, ნეირონული ქსელის მუშაობის შედეგს წარმოადგენს. ამიტომ დისპენზამ დაასკვნა: ტვინისთვის არანაირი განსხვავება არ არსებობს მატერიალურ და წარმოსახვით სიტუაციებს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ მოვახდენთ ნეგატიურ აზრებზე კონცენტრაციას, ჩვენი გონება აღიქვამს მას როგორ რეალურს და იწყება შესაბამისი ცვლილებები ორგანიზმში. მაგალითად: ავადმყოფობა, შიში, აგრესია…

სად არის ხაფანგი?

ჯო დისპენზას, კიდევ ერთი გამოკვლევა ეხება – ემოციებს.
ემოციური ქცევის გაუცნობიერებელი პატტერნები, აყალიბებს მყარ ნეირონულ ქსელს ანუ მიდრეკილებას, ამა თუ იმ ფორმაზე ემოციურ რეაგირებას.  თავის მხრივ, ამას გაჰყავს ადამიანი განმეორებად შეცდომებზე. იმის გამო, რომ ადამიანი ვერ აცნობიერებს მათი წარმოქმნის მიზეზს, ებმება, ერთსა და იგივე ხაფანგში! მიზეზი კი მარტივია — თითოეული ემოცია “შეიგრძნობა” სხეულში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ნაკრების გადასროლის შედეგად და ორგანიზმი, ასე ვთქვათ, “დამოკიდებული” ხდება ამ ქიმიური 8faa9f061f0544d90a808a53db1e0f13შენაერთზე. მისგან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოხდება “დამოკიდებულების“ გააზრება – როგორც ფიზიკური დამოკიდებულების.

მთავარია, მხოლოდ გააზრებულიმიდგომა.

პირადად ჩემთვის, ჯო დისპენზ დიდ ავტორიტეტს წარმოადგენს . ვთვლი, რომ ის თანამედროვეობის უდიდესი მეცნიერია. ბიოქიმიკოსი, ნეიროფიზიოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, სამი შვილის მამა და ურთიერთობებში ძალიან უშუალო ადამიანი. ლექციებს კითხულობს იუმორით და ნეოროფიზიოლოგიაზე საუბრობს ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე. მეცნიერეთაგან, ერთ-ერთი ენთუზიასტია და ვინც აცნობს დაინტერესებულ ადამიანებს თავის 20-წლიან მეცნიერულ გამოცდილებას.

ის აქტიურად იყენებს კვანტური ფიზიკის უკანასნელ მიღწევებს და საუბრობს იმ მოახლოებლ დროზე, როდესაც ადამიანებისთვის არ არის საკმარისი უბრალოდ, რაღაცის გაგება, არამედ მოვიდა დრო, თითოეული გახდეს მზად, მიღებული ინფორმაცია/ცოდნა გამოიყენოს და დანერგოს პრაქტიკაში.

“რა საჭიროა ელოდო განსაკუთრებულ მომენტს ან თუნდაც,  ახალი წლის დადგომას, რომ კორდინალურად უკეთესობისკენ შეცვალო ცხოვრება და აზრები? უბრალოდ დაიწყეთ ამის კეთება პირდაპირ ახლავე: შეწყვიტეთ ყოველდღიური ნეგატიური1მომენტების შეგროვება, განთავისფლდით მათგან. მაგალითად, დილით უთხარით თავს:

“დღეს ვიცხოვრებ ისე,  რომ არავის განვიკითხავ”  

“მე დღეს არაფერზე არ ვიწუწუნებ “,

 “მე დღეს, არ ვიქნები გაღიაზიანებული”…

დღის მანძილზე გაკეთეთ რაღაცეები სხვანაიარი თანმიმდევრობით, მაგალითად, თუ ჯერ იბანთ და მერე იხეხავთ კბილებს, გააკეთეთ პირიქით ან აიღეთ და აპატიეთ ვიღაცას. უბრალოდ ისე, უმიზეზოდ. დაანგრიეთ ჩვეული კონსტრუქცია!!! თქვენ იგრძნობთ თავს უჩვეულოდ და ეს ახალი შეგრძნებები ნამდვილად მოგეწონებათ. არაფერს ვამბობ, ორგანიზმში და ცნობიერში წარმოაქმნილ გლობალურ პროცესებზე და ცვლილებებზე! დაიწყეთ, მიეჩვიეთ საკუთარ თავზე ფიქრს და გამართეთ დიალოგი თვთთან როგორც, საუკეთესო მეგობართან.

აზროვნების შეცვლა მიგიყვანთ, ფიზიკურ სხეულში ღრმა ცვლიებებთან. დაფიქრდით , გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს და უპასუხეთ კითხვებს:

  • “ვინ ვარ?
  • რატომ ვარ ცუდად?
  • რატომ ვცხოვრობ ისე, როგორც არ მინდა ვიცხოვრო?
  • რა უნდა შევცვალო საკუთარ თავში?
  • რა არის ის, რაც ხელს მიშლის?
  • რისგან მინდა განთავისუფლება?” და ა.შ.

თუ კი კითხვებზე მძაფრად რეაგირებთ, გაჩერდით და მიიღეთ გადაწყვეტილება: ახლებურად შეხედოთ ან არ გააკეთო რაღაცა ძველებურად! ეს იმას ნიშნავს, რომ გადიხართ “გაცობიერების” პროცესს. ეს შინაგანი ევოლუციაა. ამ დროს ანახორციელებთ ნახტომს. შესაბამისად, იწყება ცვლილებები და ახალ პიროვნებას სჭირდება ახალი სხეული.

ასე ხდება მოულოდნელი განკურნება: ახალი გაცნობიერებებით, დავადება ვერ გაჩერდება ძველ სხეულში, რადგან იცვლება ორგანიზმის მთელი ბიოქიმია (იცვლება აზრები, იცვლება ორგანიზმში მიმდინარე, მთელი რიგი ქიმიური ელემენტების პროცესი და იქმნება ისეთი შინაგანი გარემო, რომელიც ტოქსიკური ხდება დაავადებისთვის) და ადამიანი ჯანმრთელდება.

დამოკიდებულებები (ადიკცია რაღაცის მიმართ: დაწყებული ვიდეოთამაშებიდან დამთავრებული გამაღიზიანებლებით) ძალიან მარტივად შეიძლება იქნას დადგენილი: ადამიანი თავს ვერ ანებებს, როდესაც ამის სურვილი აქვს. როცა, ვერ წყდება კომპიუტერს, ყოველ 5 წუთში შედის და ამოწმებს სოც. გვერს ან მაგალითად,  კაგად ესმის, გაღიზიანება ხელს უშლის ურთიერთობებში, მაგრამ ვერა და ვერ ერევა თავს — ეს დამოკიდებულებაა, არა მარტო მენტალურ დონეზე, არამედ ფიზიკურ, ასევე ბიოქიმიურ (ამ დროს, ორგანიზმი ითხოვს ჰორმონებს, რომელსაც გადაჰყავს მოცემულ შეგრძნებებზე).

brainმეცნიერულად დამტკიცებულია, ქიმიური ელემენტების მოქმედების პერიოდი გრძელდება 30 წამიდან 2 წუთამდე და თუ ადამიანი განიცდის, ამ თუ იმ მდგომარეობას მეტი დროით, იცოდეთ, ყველა დანარჩენი დრო ხელოვნურად არის გაჩერებული აზრებით. ამ დროს ხდება, ნეიროქსელის ციკლური აგზნება, პროვოცირება და არასასურველი ჰორმონების ხელახალი გადასროლა, რომელიც იწვევს ნეგტიურ ემოციებს ანუ  ამ მდგომარეობაში ყოფნას, თვითონ უწყობს ხელს!

უმეტეს შემთხვევაში, თქვენ ნებაყოფიობით ირჩევთ გრძნობას, განცდას. ასეთი სიტუაციებისთვის საუკეთესო ვარიანტია — ყურადღების გადართვა სხვა რამეზე: ბუნებაზე, სპორტზე, კომედიის ყურებაზე, რაზეც გინდა ოღონდაც შეძელით გადართვა. მკვეთრი ყურადღების გადაფოკუსირება, საშუალებას იძლევა მოასუსტოთ და “ჩააქროთ” იმ ჰორმონების მოქმედება, რომელიც პასუხს აგებს ნეგატიურ მდგომარეობაზე.

და რაც მეტად განავითარებთ ამ თვისებას, მით მეტად შეძლებთ რეაქციების მართვას, რაც ჯაჭვურ გამოიწვევს უდიდეს ცვლილებებს როგორც გარე სამყაროს აღქმაში, ასევე შინაგანში. მოცემულ პროცესს ეწოდება ევოლუცია.

თქვენი ახალი აზრები მიგიყვანთ ახალ არჩევანთან, ახალი არჩევანი ახალ ქცევებთან, ახალი ქმედებები ახალ გამოცდილებასთან, ახალი გამოცდილება ახალ ემოციებთან ამას დაემატება გარე სამყაროდან მიღებული ახალი ინფორმაციები, რომლებიც ერთობლივად დაიწყებს თქვენი გენის ეპიგენეტიკურ (ანუ მეორად) ცვლილებას. მოგვიანებით, ეს ახალი ემოციები, თავის მხრიდან გამოიწვევენ ახალ აზრებს და ასე განავითარებთ თვითპატივისცემას, საკუთარ ძალებში რწმენას და ა.შ. სწორედ, ამ სახით არის შესაძლებელი პიროვნების და შესაბამისად ცხოვრების სრულყოფა.

დეპრესია — დამოკიდებულების მკაფიო მაგალითია. ნებისმიერი დამოკიდებულების მდგომარეობა ლაპარაკობს ბიოქიმიურ დისბალანსზე ორგანიზმში, ასევე მუშაობის პროცესის, „ცნობიერი-სხეული“ კავშირის დისბალანსზე.

ადამიანების ყველაზე დიდი შეცდომა 1276861269_246740723ef8მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მათში არსებული ემოციების და ქცევის ასოცირება/გაიგივებას ახდენენ საკუთარ პიროვნებასთან. ჩვენ ზუსტად ასე ვლაპარაკობთ:

“მე ვარ ნერვიული”,

” მე ვარ უნებისყოფო”,

“მე ვარ ცუდად/ავად”,

“მე უბედური ვარ” და ა.შ.

თქვენ თვლით, რომ თუ გარკვეულ ემოციებთან მოახდენთ იდენფიცირდებას, უკეთესად წარმოაჩენთ თქვენს პერსონას. ამიტომ ქვეცნობიერეად გამუდმებით ცდილობთ გაიმეოროთ რეაგირების ძველი სქემა ან მდგომარეობა (მაგალითად, ფიზიკური ტკივილი ან დეპრესია), თითქოს ყოველ ჯერზე ამტკიცებთ, რომ თქვენ ხართ ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ძალიან იტანჯებით!

ეს დიდი შეცდომაა!!!  ნებისმიერი არასასურველი მდგომარეობა, ემოცია… ა.შ. თუ კი იქნება თქვენი ნება შესაძლებელია მოიცილოთ, რადგან

თითოეული ადამიანის შესაძლებლოებები  შემოსაზღვრულია მხოლოდ მისი ფანტაზიის უნარით.

და როდესაც გადაწყვიტავთ ცხოვრების შეცვლას,  მკაფიოდ წარმოიდგინეთ რაც გინდათ, მაგრამ გონებაში არ გაწეროთ როგორ მიაღწევთ ამას ანუ  ნუ გექნებათ “მკაცრად გაწერლი გეგმა” , შესაძლებლობების  საუკეთეო “არჩევანი”, სრულებით შესაძლებელია აღმოჩნდეს მოულოდნელი.

საკმარისია შინაგანად მოდუნდეთ და შეეცადო გულით გაიხაროთ იმ ამბით, რომელიც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. იცით რატომ? რადგან კვანტურ რეალობაში ეს უკვე მოხდა, ისე როგორც წარმოიდგინეთ, მკაფიოდ და თან, ამ დროს, მთელი გულით გაიხარეთ.

სწორედ, კვანტურ დონეზე იწყებს მოვლენები მატერიალური რეალობად ჩასახვას.

მოდით, დაიწყეთ მოქმედებები და შექმენით სასურველი „იქ“. თქვენ მხოლოდ იმის გჯერათ მხოლოდ ის გახარებთ რისი შეხებაც და დანახვა შეუძლიათ, რაც უკვე რეალიზებულია. თქვენ არ იცით, როგორ ხდება რეალობის შექმნა, როგორ საჭიროებს ის თქვენს თავში რწმენას, თუმცა, ამ დროს, ვერც კი ხვდებით, ყოველდღიურად როგორ ხართ მომავლის შენებით დაკავებული, მხოლოდ ძირითადად ნეგატიურად. ამის დასადასტურებლად, საკმარისია გაიხსენოთ, რამდენად ხშირად ამართლებს თქვენი მოლოდინები, ცუდზე? ეს ცუდი მოვლენა, ფორმირებულია თქვენს მიერ  და უკონტროლოდ…

მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევანს გააკეთებთ აზრების და ემოციების კონტროლზე, დაიწყება საოცრებები თქვენს ცხოვრებაში.

დამიჯერეთ, შემიძლია ასობით ულამაზესი და შთამბეჭდავი ისტორიები და მაგალითები მოგიყვეთ.

იცოდეთ, როდესაც ვიღაცა იცინის და გეუბნებათ,buddha-weekly-0flower-of-mind-_l_32735708

_„რაღაც ძალიან კარგი მოხდება“ 

თქვენ კი ეკითხებით:

_”საიდან იცი?”,

ის კი მშვიდად პასუხობს:

“უბრალოდ ვიცი…”

ეს მკაფიო მაგალითია, მოვლენის რეალიზაციის კონტროლის… დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ერთხელ მაინც განუცდია, ეს განსაკუთრებული მდგომარეობა.”

აი, ასეთ რთულ საკითხებზე, ასე მარტივად საუბრობს ჩემთვის და უამრავი მისი მიმდევარისთვის პატივსაცემი ჯო დისპენზა. ყველას გირჩევთ ამ ავტორის გაცნობას.

“ჩვენი უმთავრესი ჩვევა უნდა გახდეს, იყო ის ვინც ხარ”.

და კიდევ დისპენზა გვირჩევს:

არსოდეს არ შეწყვიტოთ სწავლა. ყველაზე კარგად ინფორმაციას ისრუტავთ როდესაც ხართ გაკვირვებული. შეეცადეთ, ყოველ დღე გაიგოთ რაღაც ახალი, ეს — განავითარებს და გაავარჯიშებს თქვენს ტვინს. ამ დროს, ქმნით ახალ ნეირონულ კავშირებს, რომელიც თავის მხრივ შეცვლის და განავითარებს აზროვნების უნარს. ყველაფრი ეს კი დაგეხმარებათ, საკუთარი ბედნიერების და სრულფასოვანი რეალობის მოდელირებაში.

მადლობა, რომ ამ ხნის მანძილზე დარჩით ჩემთან. ❤

 

მასალები შეაგროვა და თემაზე იმუშავა

პერსონალურმა ქოუჩმა 

თამარ კვარაცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(2042)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მზეო ამოდი“ — იყო ერთი უცნაური კაცი… (იგავი)

ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა! გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს: – მზეო ამოდი! მზეო ამოდი! და


ჯადოსნური ჯოხი — მიეცი სწორი ბრძანება შენს ქვეცნობიერს

ბავშმა ჯადოსნური ჯოხი იპოვა. ზედ დიდი ასოებით ეწერა: „მითხარი ერთი რამ რაც გინდა და აგისრულებო!„ „კოპლებიანი ბურთი მინდაო„ — ინატრა


არ არსებობს წარუმატებლობა; არსებობს მხოლოდ უკუკავშირი

1. რუკა არ არის ტერიტორია. სამყარო, რომელსაც აღვიქვამთ, არ არის ობიექტურად არსებული სამყარო. 2. ადამიანი ყოველთვის აკეთებს არჩევანს საუკეთესოზე. 3.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*