„მოტვაცია მერე მოდის, შენი მოქმედებების შედეგს რომ დაინახავ“ | Jolo.ge


„მოტვაცია მერე მოდის, შენი მოქმედებების შედეგს რომ დაინახავ“

„მოტვაცია მერე მოდის, შენი მოქმედებების შედეგს რომ დაინახავ“

მეოცნებე კაცი

ერთი კაცი წარმატებულ ბიზნესზე ოცნებობდა და ახლობლებსაც უყვებოდა თავისი იდეების უნიკალურობაზე.
„ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ მოქმედებას როდის აპირებო?„-ჰკითხა მეგობარმა.
„აი, ცოტა მოტივაცია მაკლია და ველოდები, წყურვილამდე როდის მომინდება ამ საქმის კეთებაო„ — უპასუხა მეოცნებე კაცმა.
„ესე იგი, მოტივაცია რომ არ აგიმაღლდეს, არ იმოქმდებო?„ კვლავ ჰკითხა მეგობარმა.
„რა ვიცი, სხვა ათასი პრობლემა მაქვს და ამ საქმეზე რომ გადავერთო, შინაგანი ძალა არ მყოფნისო“ — თავი იმართლა მეოცნებე კაცმა.
„მოდი, ერთ რამეს შეგეკითხები: შენ რომ სახედარი გყავდეს საბალახოდ მიგყავდეს და შიმშილის გამო შუა გზაზე გაგიჩერდეს, ბალახს მიუტან, თუ ბალახთან მიიყვან სახედარსაო?„- ჰკითხა მეგობარმა.
„ბალახთან მივიყვან იძულებითო„ — უპასუხა კაცმა.
„მართლი ხარ, ჰოდა, რომ მიიყვან და ბალახს რომ დაინახავს, მაშინ გაუჩნდება სიარულისა და ჭამის მოტივაცია სახედარს. ხომ ასეა?
„ასეა„
„ჰოდა, ასე, სახედარივით უნდა აიძულო თავი აკეთოს საქმე, ხოლო თვითდისციპლინა უნდა იყოს ის წკეპლა, რომელსაც გადაარტყავ საკუთარ თავს სიზარმაცისა და დღემეხვალიობის შემთხვევაში.
„აბა, მოტივაცია?„- დაიბნა კაცი.
„მოტვაცია მერე მოდის, შენი მოქმედებების შედეგს რომ დაინახავ“ — დასძინა მეგობარმა.

შეგონება:
საქმის დასაწყისში მოტივაცია ილუზიაა. თვითდისციპლინით მოქმედების უწყვეტობას მოსდევს შედეგი, ხოლო შემდეგ — შედეგი შობს მოტივაციას.

ბესიკ კაიშაური

ნანახია:(469)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მე ვერ მივიღე ვერაფერი რაც კი ღმერთს ვსთხოვე, მაგრამ მან მომცა ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.“

„ღმერთს ვსთხოვე დაესაჯა ჩემი მტერი. მან მიპასუხა: „ არა. ის უნდა გახდეს შენი მეგობარი“. ღმერთს ვსთხოვე მოეცა მოთმინება, მაგრამ ღმერთმა


შესაძლებლობების სწორად დანახვა

მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთმა ფეხსაცმლის მწარმოებელმა ფირმამ გასაღების ბაზრის შესასწავლად თავისი წარმომადგენელი გაგზავნა აფრიკაში.  რამდენიმე კვირის შემდეგ მან სათაო ოფისში


წარმატების გზა — ოპრა უინფრი

მისი სახელი დღეს თითქმის მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა ალბათ ძალიან ცოტამ იცის ის რთული გზა, რომელიც მან გაიარა. დაიბადა დაბალი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*