„მორალი და სიწმინდე ვერასდროს იქნება განსაზღვრული გარედან“… | Jolo.ge


„მორალი და სიწმინდე ვერასდროს იქნება განსაზღვრული გარედან“…

„მორალი და სიწმინდე ვერასდროს იქნება განსაზღვრული გარედან“…

1. თავისუფლება ნიშნავს რომ ის რასაც ფიქრობ, გრძნობ და აკეთებ განპირობებული არ არის გარე ფაქტორებით. თავისუფალი ნიშნავს რომ სხვანაირად ვერ იფიქრებ, იგრძნობ და გააკეთებ თუ არა ისე, როგორც ეს შენი არსებიდან, ჩარევის გარეშე მოდის. თავისუფალი ადამიანი ვერ იტყვის «რაც მინდა იმას ვაკეთებ». თავისუფალი ამბობს — «თუ მინდა უკვე აღარ ვარ თავისუფალი». მხოლოდ ის ადამიანია თავისუფალი ვინც მინდას, და ვიცის გაცდება. როგორც მამარდაშვილი ამბობდა: «ვიცი, გარდა იმისა რაც ვიცი».

2. მორალი და სიწმინდე კი ვერასდროს ვერ იქნება განსაზღვრული გარედან. მორალურმა და წმინდა ადამიანმა უნდა ჰკითხოს თავის თავს — რა ვიცი რომ ის, რასაც ვთვლი წმინდად, მართლა წმინდაა? და თუ პასუხია, სისხლი, ტრადიციები, წმინდა წერილი, მაშინ ახალი კითხვა უნდა დაიბადოს — რა ვიცი რომ ის წერილი წმინდაა? საბოლოოდ, ადამიანმა საკუთარ თავში, ინტიმურად, ყოველგვარი ავტორიტეტის გარეშე უნდა იპოვოს საკუთარი, უნიკალური გააზრებული და განცდილი, ცოცხალი მორალი და სიწმინდე.

3. ის ვინც მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას აღიქვავს, აუცილებლად გადაეყრება იმას ვისაც მხოლოდ გარე მორალი აქვს და პირიქით. ასეც უნდა მოხდეს, იმისთვის რომ ერთხელ, ორივემ, მიაგნოს მართლა ნამდვილს და ცოცხალს — თავისუფალი ნებით მოპოვებულ, შინაგან, ჩვენგან დამოუკიდებელ მორალს — ანუ სინდისს. ცოცხალი ვეძებოთ და მკვდრებს მკვრები მიხედავენ. ცოცხალი კი იქაა სადაც ჩვენი მტერია 

ანდრო დგებუაძე

 

 

ნანახია:(254)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რაც კი ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი ან მიზეზები აქვს…

ადამიანების ბედისწერა მიზეზშედეგობრიობის კანონზეა დამოკიდებული, რაც იმას გულისხმობს, რომ რაც კი ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი ან მიზეზები აქვს.  მიზეზშედეგობრიობის პრინციპით


გადაწყვეტილებები ბედნიერებისა და მეტი თავდაჯერებულობისთვის…

ბედნიერებისთვის ადამიანს ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია, თუმცა მთავარი ბედნიერება ისაა, როდესაც გჯერა საკუთარი თავის და არ თვლი, რომ ვინმეზე ნაკლები


5 ნაბიჯი სასურველი ცხოვრებისთვის

ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს მიაღწიოს ცხოვრებაში რამეს, ზოგს მეტი სურს, ზოგს — ნაკლები, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც თავად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*