მოქმედების ძალა, ანუ — ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ | Jolo.ge


მოქმედების ძალა, ანუ — ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

მოქმედების ძალა, ანუ — ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

«მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ.

პირველ რიგში, შთაბეჭდილების მოსახდენად,  ვიზრუნე საკუთარ გარეგნობაზე და საკმაოდ ეფექტურ ფორმაში მყოფი წარვსდექი ადამიანების წინაშე, მაგრამ ისინი არ გამომყვნენ.

მე დავეწაფე წიგნებს და გავხდი ძალიან განათლებული და ჭკვიანი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ადამიანები ჭკვიანებს არ მიყვებიან.

მე გავხდი მდიდარი და სახელგანთქმული, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

მაშინ მე დავეუფლე ორატორულ ხელოვნებას. თითოეული ჩემი გამოსვლა იყო ერთგვარი ხელოვნების ნიმუში. მე ცეცხლს ვანთებდი აუდიტორიის წინაშე და აღტაცებაში მომყავდა მსმენელები, მაგრამ ისინი მაინც არ მომყვებოდნენ.

ბოლოს და ბოლოს მე მომბეზრდა ეს ყველაფერი, ჩავიქნიე ხელი და წავედი ჩემს საქმეებზე… და ხალხი გამომყვა! იმიტომ, რომ ადამიანები ყოველთვის მიყვებიან იმას, ვინც მიდის!»

დიახ, რომ გამოგყვნენ – უნდა წახვიდე.  რომ მიიღო სასურველი შედეგი – უნდა იმოქმედო. მოძრაობა – აი საფუძველი სამყაროს არსებობისა. უფალმა არა უბრალოდ შექმნა სამყარო, არამედ მოიყვანა ის მუდმივ მოძრაობაში, და ყველაფერი რაც არ მოძრაობს, კვდება.

წარმოუდგენელია, რომ დედამიწამ, პლანეტებმა შეწყვიტონ მოძრაობა, რომ მზის სისტემა, გალაქტიკა, სამყარო გაჩერდეს. ასევე წარმოუდგნელია გაჩერდეს ადამიანი პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარების თვალსაზრისით.

შეჩერდით რამოდენიმე წამით, დახუჭეთ თვალი და შეეცადეთ არაფერზე არ იფიქროთ. შეიძლება რაღაც მომენტში მოგეჩვენოთ რომ გამოგივიდათ (მე თვითონ გამომიცდია)  მაგრამ გარწმუნებთ – ეს შეუძლებელია.

ჩვენი გონება, აზრები მუდმივად მოძრაობაშია და სამწუხაროდ, ხშირად ეს მოძრაობა უკონტროლოა.  როცა ჩვენ ერთ დღეს ვფიქრობთ, ვთქვათ – ახალ სახლზე, მეორე დღეს –ავტომანქანაზე, ხან გვინდა სამსახურში დაწინაურება, ხან კი საერთოდ მისი მიტოვება და „რაიმე“ ბიზნესის დაწყება, ხშირად კი საერთოდ არ ვიცით რა გვინდა – ჩვენი აზრები უმისამართოდ მიმოიფანტებიან სამყაროში და უსარგებლოდ იხარჯება ის ენერგიაც, რომელსაც ყოველდღე გავცემთ.

მაგრამ თუ ჩვენ  ვუზრუნველყოფთ განუწყვეტელი, მიზანდასახული ქმედებების განხორციელებით ჩვენი  აზრებისთვის სასურველი შინაარსის, ფორმისა და მიმართულების მიცემას,  მაშინ თანდათანობით კონცენტრირდება ნაკადი გარკვეული ენერგიისა, რომელიც მათი მიმართულებით მიედინება და როდესაც ეს ენერგია ხდება საკმაოდ ძლიერი, მაშინ ეს აზრი, იდეა მატერიალიზდება და ჩვენ ვღებულობთ შესაბამის შედეგს.

ამიტომ, როცა გაგვიჩნდება რაიმეს კეთების სურვილი, საჭიროა დაუყოვნებლივ დავიწყოთ ქმედებები მისი რეალიზების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალისთვის გადადებული – დაკარგულია, განუხორციელებელია, რაც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ ჩვენ მის გაკეთებას ყოველთვის შევძლებთ.

მაგალითად, როცა მე სიგარეტის მოწევა დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო მისი მიტოვება. ასეც ვამბობდი, „რა პრობლემაა, როცა მინდა მაშინ მივატოვებ.“ და როდესაც გადავწყვეტდი თავის დანებებას, მაგრამ მეორე დღეს ისევ სიგარეტს მოვუკიდებდი, ჩემს თავს ვარწმუნებდი: „უბრალოდ ჯერ არ მინდა მიტოვება, თორემ რა პრობლემაა.“ და ასე გრძელდებოდა 15 წლის განმავლობაში სანამ ერთ დღეს კატეგორიულად არ განვაცხადე: „მორჩა, მე მინდა ვიყო ჯანმრთელი, მე მინდა ცხოვრება სიგარეტის გარეშე“ – და იქვე, იმწამსვე არ გადავაგდე ახალმოკიდებული სიგარეტი და საბოლოოდ არ მოვიშორე ის ჩემი ცხოვრებიდან.

ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა წინ წავიდეთ და განვითარდეთ, უნდა დავისახოთ მიზანი, მოვახდინოთ ჩვენი აზრების მთლიანად მასზე კონცენტრირება, დავიწყოთ დაუყოვნებლივი ქმედება და ვიმოძრაოთ გამუდმებით მისი მიმართულებით.

რადგან,  თუ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, მაშინაც ვიცვლებით, ოღონდ საპირისპიროდ, ვინაიდან,  თუ მოქმედება – მოძრაობაა წინასწარ განსაზღვრული, სასურველი მიმართულებით, უმოქმედობაც  მოძრაობაა, ოღონდ გაურკვეველი მიმართულებით და თითქმის ყოველთვის მივყავართ სრულიად საპირისპირო შედეგამდე, იმისგან განსხვავებით, რომელიც გვსურდა რომ მიგვეღო.

იყავით მუდმივად მოძრაობაში, ძიებაში, იაზროვნეთ, იმოქმედეთ მიზანდასახულად, განვითარდით, იარეთ წარმატების მწვერვალებისკენ და მიეცით გარშემომყოფებს მაგალითი, საშუალება, რომ გამოგყვნენ.

 ხვიჩა მებონია

ნანახია:(225)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ის რაც თავდაჯერებულობას გმატებთ

თავდაჯერებულობა ადამიანის შინაგანი ხმაა. შინაგანი რწმენა საკუთარი შესაძლებლობების, რომელიც გამოიხატება ადამიანის გარეგნობაში, სახის გამომეტველებაში, ჟესტიკულაციაში, სხეულის პოზიციაში, მიმიკაში, საუბრის მანერაში,


წარმატება უბრალოდ არ დადგება, სანამ მავანი მეფობს

თვითშეფასება??? ეს ის ბუმერანგია, რომელიც შეგიძლიათ არც კი გაუშვათ — იგი მაინც გარედან გიბრუნდებათ 🙂 ეს ის არის, რასაც თქვენ


21დღე ჩივილისა და განკითხვის გარეშე!

ახლა, როცა დიდმარხვა დასასრულისკენ მიდის,იქნებ ვიფიქროთ, რომ დასასრულისკენ წავიდეს ჩვენი ტოქსიკური ჩვევები — განკითხვისა, წუწუნისა და ჩივილებისა… იმ ადამიანებს, ვისაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*