„მონობა, სიყვარულშიც ისეთივე დიდი ცოდვაა, როგორც სიძულვილში“ … | Jolo.ge


„მონობა, სიყვარულშიც ისეთივე დიდი ცოდვაა, როგორც სიძულვილში“ …

„მონობა, სიყვარულშიც ისეთივე დიდი ცოდვაა, როგორც სიძულვილში“ …

***

გარდაცვალების შემდეგ, ქარად ყოფნას ვინატრებდი ოტია, რადგან ადამიანები ყველაზე ძვირფასს, მას ატანენ…
და მე მექნებოდა ყველაზე მეტი — დრო, ჭკუა, გონება და სიყვარული…
მე შევიფარებდი ყველა გრძნობას და ადამიანურ ღირებულებებს, რომელსაც, ყოველ დღე, ყოველ წუთს, უმოწყალოდ ანიავებენ…
არსაოდეს შემაწუხებდა ბოღმა, შური, სიძულვილე და ორგულობა, რადგან ეს, ის თვისებებია, რომელსაც ადამიანი, ქარს, არასოდეს ატანს.

***

„ოტია, მერწმუნე, ამ ქვეყანაზე, ცოლ-ქმარს შორის, ღალატზე მძიმე, სამარცხვინო და აუტანელი დანაშაული არ არსებობს…
— არსებობს იასონ, როგორ არ არსებობს…
— რა, ოტია?
— ღალატზე მძიმე, სამარცხვინო და აუტანელი დანაშაული ცოლ-ქმარს შორის, შიშითა და იძულებით შენახული ერთგულებაა…“

***

„სასჯელია, გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება თავი მართალი ჰგონია.
ვისთვისაც, მუხლმოყრილი კი არა, მუხლებზე მხოხავი ხარ მისაღები.
უზნეობაა , თუ ვინმე საკუთარ უპირატესობას სხვისი სისუსტით ზომავს.
მონობა, სიყვარულშიც ისეთივე დიდი ცოდვაა, როგორც სიძულვილში, რადგან მდგომარეობა განაპირობებს შენს ადამიანურ ღირებულებას და თუ ცნობიერს დააბრმავებ სიყვარულით, ან სიძულვილით, ორივე შემთხვევაში ბრმა ხარ.
ბრმა, რომელიც ვერასოდეს იპოვნი გზას სრულყოფილების მისაღწევად.»

*მზე, რომელიც ღამე ამოდის*

სულა სულაშვილი

ნანახია:(136)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სტადიონზე მყოფი 10 ათასი ადამიანი, ფეხზე იდგა და ჩუმად ტიროდა

ეს ისტორია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარაოლიმპიურ თამაშებზე. ღია სტადიონზე მიმდინარეობდა შეჯიბრება სირბილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შორის. ყველაფერი ჩვეულებრივად


მამაკაცების 9 ჩვევა, რომლებიც ქალებს აგიჟებენ

გოგონები დარწმუნებულნი არიან, რომ რაინდები მხოლოდ წიგნების ფურცლებზე არსებობენ, თუმცა საბედნიეროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ნამდვილი ჯენტლმენები. თუ თქვენ გსურთ


ის თქვენ მხოლოდ გიყენებთ

ნამდვილად შეყვარებულია თუ არა მამაკაცი საკმაოდ რთული მისახვედრია, მითუმეტეს როდესაც ქალი მასზე შეყვარებულია, ეჩვენება, რომ მისი ნებისმიერი სახის ყურადღება საპასუხო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*