მონანიება ემიგრაციაში – მამა და „წითელი აკორდეონი“ | Jolo.ge


მონანიება ემიგრაციაში – მამა და „წითელი აკორდეონი“

მონანიება ემიგრაციაში – მამა და „წითელი აკორდეონი“

სოციალურ ქსელში ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ემიგრანტის, მაია სასწარაფოშვილის

(Maia Sastsraposhvili Ioreli Zalataja) წერილს წავაწყდი და ძალიან მომინდა ეს ამაღელვებელი ნაწერი „ჟოლოს“

მკითხველისთვისაც გამეზიარერბინა. 
ცოტა ხნის წინ ზარის ხმა გაისმა…
ზარი საქართველოდან იყო!!!!
– შვილო, გენაცვალოს მამამ,
როგორ ხარ??
კარგად! – ვპასუხობ ცივი ,გაყინული ხმით!..მინდა ყურმილი დავკიდო ,მაგრამ აღზრდა არ მაძლევს ამის საშუალებას…!
– მაპატიე, ძალიან გთხოვ!
..აგრძელებს მამაჩემი..
– ხომ.იცი რომ ყველაზე ძალიან შენ მიყვარხარ?!!!!
შენნაერი ერთი ათი უნდა “გამეკეთებინა” ! უქცევს კახურად::))
..არა, ყველანი მიყვარხართ, ოთხივე შვილი!!!!
ცუდი კაცი ვარ, ხანდახან მიყვარს ბილწსიტყვაობა…ვიცი არ გიყვარს, მაპატიე!…ხვალ რომ აგარ ვიყო გთხოვ ,არ იტირო !!!!
აი დედაშენზე რომ თავი მოიკალი ისე აღარ იტირო და არ იდარდო..((((
არც შავი ჩაიცვა ჩემზე..!!!…
-შენ მხოლოდ უნდა იცინოდე ჩემო ღრაჯიკა!
შენ საუკეთესო შვილი ხარ!
ამაყი ვარ შენით!
გთხოვ მაპატიე გენაცვალოს მამამ!
…ვდუმვარ!….ყელში გაჩხერილი ბურთი მახრჩობს!…არ მინდა მიხვდეს,რომ იმოქმედა მისმა ზარმა..
…ის აგრძელებს….
-სულ მენატრები ,რა ვქნა ცუდი კაცი ვარ ! მაპატიე გენაცვალოს მამამ! ხომ იცი როგორ მიყვარხარ?!!…
…ზეგ დედაშენის გარდაცვალების დღეა!
….ვიცი!.. ჩავერთე მამის მონოლოგში…
ბოლოს , რომ ვიყავი ჩამოსული თბილისში, ავედი საფლავზე..::((((ვაბარებ ანგარიშს!)
…ვიცი!… მეუბნება მამა…
თაიგულზე მივხვდი , რომ შენ იქნებოდი გენაცვალოს მამამ..!!
შენ ის ერთადერთი შვილი ხარ რომელიც , ცხოვრების ბოლო პერიოდში , ბოლო წუთამდე დედას უვლიდი და მთელი წელი გვერდიდან არ მოშორებიხარ!!!…
გაიხარე და გამრავლდი გენაცვალოს მამამ!!
ისიც კარგად მახსოვს რა მნიშვნელოვან სამსახურს დაანებე თავი დედაშენის გამო!
დამთავრებული არ გქონდა თეატრალური ინსყიტუტი, რომ თეტრიწყაროს რაიონის კულტურის და განათლების სისტემას კურირებდი პატარა გოგო! ჭკვიანი იყავი გენაცვალე ყოველთვის!!!
მხოლოდ შენს მძღოლს იბარებდი ხანდახან სამსახურიდან….ყველა გეხმარებოდა დედის სიცოცხლესთან ბრძოლაში!
….არც მე მიმიტოვებიხათ არცერთი წუთი…!!!!
მე კი….მე კი, დედა რომ გარდაიცვალა, რაღაც პერიოდის მერე სხვა ცოლი მოვიყვანე და ქორწილიც კი გადავიხადე…::((
სახლიდანაც დაგითხოვე ….!!!
არც კი მიკითხავს როგორ ართმევდი თავს ცხოვრებას.:::(((
ვიცი გული გატკინე!.. ჩვენს ოჯახში ნუ მოიყვანო მთხოვე… იქ, სადაც დედიკო ცხოვრობდაო… არ დაგიჯერე! ანგარიში არ გაგიწიე!
…ეხლა ისევ მარტო ვარ, ცოლის გარეშე!….ძალიან მიყვარდა დედაშენი!..იცი შენ ეს!!!::((((
რომ გარდაიცვალა, მე მთელი წელი მის საფლავზე მეძინა…::(((
შენ სახლში იკლავდი თავს და მე კი საფლავზე:::(((( მე მალე “გამოვიდარე”, ვიფიქრე იქნებ უშველო თავსთქო!… შენ სამი მძიმე წელიწადი გქონდა! ..ალბათ მეტიც… ჩაიკეტე და შენს თავს აბრალებდი დედის სიკვდილს! რატომ ვერ შევძელი მისი გადარჩენაო ამბობდი……ვიცი, დღემდე ვერ ეგუები! მოგიკვდეს მამა!
..უკვე 25 წელიწადია დედის გარეშე ხარ!!!!
…..შენ იყავი ყოველთვის შენი თავის პატრონი:::((((((
ღირსეული გოგო ხარ გენაცვალოს მამამ, საამაყო…!!!
….ცუდი ენა მაქვს… მაპატიე გენაცვალოს მამამ! აქამდე მეგონა არ მოქმედებდა შენზე ჩემი კახური ბილწსუტყვაობა..ეხლა ვხვდები რამდენჯერ გატკინე გული!
შენ ამას არასოდეს იმსახურებდი გენაცვალოს მამამ!!!!!
ზეგ ავალ დედიკოს საფლავზე და მოუყვები დედაშენს ,რომ ყველასათვის საამაყო შვილი გაგვიზრდიხარ…!
…კარგი მამიკო,კარგი დაწყნარდი!
..ისევ ვერთვები საუბარში…
მეც ძალიან მიყვარხარ!
უბრალოდ, ადრე უფრო ძლიერი ვიყავი და ეხლა კი ხედავ როგორი გავხდი?!!!!:::(((((
ალბად ცხოვრებამ თავისი ჰქნა!!!
მაპატიე, ასე არ უნდა გექცეოდე!!!!
…ეხლა რომ ჩამოვალ თბილისში, აუცილებლად გნახავ !!!
მეც მიყვარხარ მამიკო ძალიან!
მაპატიე , კარგი?
– კარგი შვილო, კარგი გენაცვალოს მამამ! ოღონდ შენ იყავი კარგად და ჩემი თავი ეშმაკსაც წაუღია!
როცა ყველაფერი მქონდა ვერაფერი გაგიკეთე და ეხლა….:::((((..კარგი მამიკო დაწყნარდი, მალე ჩამოვალ და გნახავ!
გკოცნი ბევრს!
მეც შვილო, გენაცვალის მამამ!
….უი, მოიცადე, დამავიწყდა მეთქვა..
-რა იყო , ხომ.მშვიდობაა მამიკო????…ჩავეკითხე მამას..
….კი, მშვიდობაა !!!…მიპასუხა…
-უბრალოდ არ გეგონოს რომ დამავიწყდა….
-რა მამიკო???
….აი ,ავად რომ გავხდებოდი ხოლმე შვილო დედაშენის გარდაცვალების მერე და გრიპი რომ შემხვდებოდა, მეტყოდი ხოლმე,
-Фёдорович, ხვალ ჩიტივით იქნებიო::))))) მთელი ღამე გამითენებდი სიცხიანს , ასჯერ ოფლს მომადენდი და მეორე დღეს მართლა ჩიტივით ვიყავი ხოლმე!!!
გაიხარე გენაცვალოს მამამ….?
….გულმა ძგერა ააჩქარა…
ვეღარ უძლებდი…..
…ცრემლი.მომადგა…
-მიყვარხარ მამიკო!
მაპატიე კარგი?
გკოცნი…მალე გნახავ…
წავედი…?
….გავთიშე ტელეფონი….:::(((((
..ეტყობა ძალა გამომაცალა ცხოვრებამ…!
…წყენას ვეღარ უძლებ!
მაპატიე მამიკო!
მიყვარხარ ძალიან !?
მე ბედნიერი ბავშობა მქონდა …..?

 

maiaa

 

… … …

მამიკო……..?
მახსოვს, ჩემს ბავშობაში საოცრად
უკრავდი მღეროდი ხალხურ სიმღერებს ….!!!
აბსოლუტური სმენით და მუსიკალური ნიჩით იყავი დაჯილფოვებული!!! მახსოვს ზურა ბიძიამ (ზურა ქაფიანიძემ)
ჰამლეტ გონაშვილს შეგადარა მას კი სასწრაფოდ ბიცოლა დაეთანხმა !….გეუბნებოდა: – მე შენზე ფილმს გადავიღებო…(დედაჩემის ძმის ცოლი, რეჟისორი ზაირა ანთელავა -ფაღავა)
საოცრად მღეროდი…!!!
…ერთხელ ვიღაცა გერმანულ აკორდეონს ჰყიდდა გაჭირვების გამო . მოგაკითხა და გთხოვა, ..-
-უნიჩიერესი კაცი ხარ და შენი მუსიკალურობით ამაზეც დაუკრავო!..იქნებ გეყიდა ეს აკორდეონი ჩემგანო, შენს ჭიასაც გაახარებ და მადლსაც მოისხავდიო…
შენ რაღა თქნა უნდა სუფრა გაუშალე,დააპურე და კარგადაც გადაუხადე! შემდეგ კი კმაყოფილი გააცილე!
მახსოვს ხანდახან რომ გახსნიდი იმ ჩვენს ახალ “მეგობარს”, დაადებდი თავს და ეძებდი აკორდებს….დღითი- დგე ფრთებს ასხავდი შენს ჰობს…
რა საოცარი აკორდებით უკრავდი ხოლმე… სულ მეგონა ,რომ მხოლოდ შენ უკრავდი ასე ლამაზად, გულიდან…
…..ეხლა ვხვდები, რომ
მართალი ვიყავი….!!! მოგიცუცქდებოდი და გვერდიდან არ გცილდებოდი….მოდი ,სცადე, ნუ გეშინია არ გიკბენსო მეუბნებოდი:::)))
მპირდებოდი შენც გასწავლიო…!!!
…თუ მუსიკა გულიდან მოდის ,ყველაფერზე შესძლებ დაკვრასო! მთავარია თავი არ მოიტყუო და ყოველთვის გულწრფელი იყოო….!!!
მერე სახლი რამოდენიმეჯერ გაგვიქურდეს და მორიგ ჯერზე ეს ჩვენი “მეგობარიც” თან წაიყოლეს:::(((((
…მე აუცილებლად ვისწავლი აკორდეონზე დაკვრას!!!
წითელ აკორდეონზე…?

Maia Sastsraposhvili Ioreli Zalataja

 

mai2

ნანახია:(188)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

ქართველი ემიგრანტის უთბილესი “ყვავილების ქვეყანა”

იტალიაში მცხოვრები ქართელი ემიგრანტის მიერ შესრულებული “ყვავილების ქვეყანა” გულგრილს არ დაგტოვებთ. ნახეთ, როგორ მღერის ეს შესანიშნავი ქალბატონი იტალიელ ბებოსთან ერთად.


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„არაფერი არ შველის ამას…სამშობლო გშია“ – ემიგრანტი შვედეთიდან

„მგონი ნოსტალგია გრძნობა კი არაა, არამედ მატერიალური, კონკრეტული, …სახელს ვერ ვარქმევ, აი რაღაცაა. ბიოლოგიურ სოციალურ კულტურულ პიროვნული მიზიდულობა ადგილისადმი, სადაც


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„ზოგჯერ, უბრალო სიტყვები სამუდამოდ რჩება ჩვენს გონებაში“…

დღე, როდესაც თვალის გახელა იმაზე მეტად რთულია, ვიდრე ცაზე ვარკვლავის მოწყვეტა. დღე, რომელსაც შენ დღედ არ თვლი, მაღვიძარის გაბმული ზარის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*