მომავალი მიგახვედრებს როგორი მართალი ცხოვრებით იცხოვრე | Jolo.ge


მომავალი მიგახვედრებს როგორი მართალი ცხოვრებით იცხოვრე

მომავალი მიგახვედრებს როგორი მართალი ცხოვრებით იცხოვრე

როცა ადამიანი რამეს დაგიშავებს, უნდა აპატიო, დაივიწყო წყენა, გაუგო მანკიერება, რა ქნას, ის ასეთი დაიბადა და ჩამოყალიბდა.

გებრალებოდეს, შეუნდე მანკიერს და გაათავისუფლე, ანუ წადი მისგან. მოიკვეთე.

მანკიერი ადამიანი განუკურნებელ სენს გავს, თუ შემოიჩვევ და დანებდები გაგანადგურებს.

მანკიერი ადამიანი მუდმივად წვალობს, ვერ ისვენებს, ცდილობს თავის საქციელს გამართლება უპოვოს, ცდილობს თავი დაიმშვიდოს. იწყებს სხვებთან მტკიცებას, რომ მართალია და პირიქით, მას ებრძვიან.

განერიდე და შორს დადექი მანკიერისგან, ის თავის თავს თავად გაანადგურებს. თუ შველას დააპირებ იცოდე, ჩაგითრევს და შენ დაგაბრალებს.

მანკიერს უყვარს გადაბრალება, მანკიერი ნაძირალაა, საშიში და ყველაფრის მკადრებელი. ის უბედურია.

მანკიერმა არ იცის შინაური და გარეული, მან არ იცის სიკეთის, სიყვარულის და მეგობრის ფასი. მისგან შორსაა ერთგულება, გაგყიდის თუ მას თავის დაძვრენა ჭირდება. ის მუდმივად იგონებს მტრის ხატს, რათა თავისი ბინძური ქმედება და აზრები დამალოს.

მანკიერი ადამიანი ცდილობს მოიპოვოს ნდობა, მერე ამ ნდობით ისარგებლოს, რომ გაიმარჯვოს. ის ილუზიაში ცხოვრობს, მან არ იცის და ვერ ხვდება, რომ ის დამარცხებული დაიბადა.

მანკიერს ვერ შველის ოჯახისშვილობა, გარეგვობა, განათლება, მდგომარეობა, ფული და ძალაუფლება.

მანკიერის ერთადერთი შველა განგების რისხვაა.

ის დაეცემა, განერთხმება, ერთბაშად მიიღებს ყველა იმ უკიდეგანო ტკივილს, რაც მან ადამიანებს ცხოვრების მანძილზე ატკინა.

ამის შემდეგ ის გონს მოუხმობს, იწყებს ახალ ცხოვრებას, ან რჩება გარდაცვალებამდე დაცემული და განადგურებული.

რასაც ფიქრობ, საუბრობ, განიხილავ, გგონია, სხვას უსურვებ, გიყვარს, გძულს თუ დაეჭვებული ხარ, ყველაფერი ეს შენშია და ბოლომდე შენში რჩება, შენს გულში, აზროვნებაში, სისხლში და სულში.

შენი სხვისადმი დამოკიდებულება, ცრუ ან მართალი განაგებს შენს მომავალს.

სულაც არ არის წყევლა, პირიქით ლოცვაა, როცა ადამიანს ეუბნები:

,,მაგ სიმართლით გევლოს მთელი ცხოვრება»

ჰო და… თუ მართალი ხარ შენს ფიქრებში და საქციელში, გიხაროდეს ამ დალოცვის. სიმართლეში, სიყვარულში და სიხარულში იცხოვრებ.

დაელოდე, მომავალი მიგახვედრებს როგორი მართალი ცხოვრებით იცხოვრე.

სწორი მიდგომით, გონიერებით და წინდახედულებით მოემზადეთ სიბერისთვის. თქვენ სურვილზე არ არის დამოკიდებული თქვენი მომავალი, თქვენს მომავალს თქვენი საქციელები განსაზღვრავს.

მოემზადეთ! ან გაძაღლებული ან ტკბილი სიბერე.

 

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(207)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გიორგი ჯაჯანიძე

Related Articles

დღე რომ პოზიტიური იყოს — მარინა კვატაია

დღე რომ პოზიტიური იყოს არ არის საკმარისი დილით კარგ ფეხზე ადგე, დამეთანხმები ალბათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გაატარებ დღის პირველ


როგორ აღვიდგინოთ ან შევიძინოთ მატერიალური თუ სულიერი კეთილდღეობა

„საოცარი ტრენინგი გელით საკუთარ უნიკალურ სამყაროში მოგზაურობით“ — ამბობს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი და პიროვნული ზრდის ახალ სეზონს ყველაზე ფილოსოფიური და


„შენ ხარ ის ერთადერთი, ვისაც საკუთარი ტანჯვის დასრულება შეუძლია.» — ბაირონ ქეითი

„ერთხელ, ჩემმა ბიძაშვილმა, ძალიან დათრგუნულმა, ღამის ორ საათზე დამირეკა და მითხრა, რომ თავთან დატენილი პისტოლეტი ჰქონდა მიდებული. მან მითხრა, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<