„მოგესალმებათ სურვილების განყოფილების ოპერატორი!“ | Jolo.ge


„მოგესალმებათ სურვილების განყოფილების ოპერატორი!“

„მოგესალმებათ სურვილების განყოფილების ოპერატორი!“

– ალო, შეიძლება ღმერთთან საუბარი?
– გამარჯობათ! ახლავე დაგაკავშირებთ!
– გამარჯობა სულო ჩემო! ყურადღებით გისმენ!
– უფალო! გთხოვ ამისრულო ჩემი სანუკვარი ოცნება!
– რა თქმა უნდა ძვირფასო, რასაც მოისურვებ! მაგრამ ჯერ დაგაკავშირებ სურვილების ასრულების კადრებთან. ძალიან გთხოვ, დაუკვირდი წარსულ, უკვე ახდენილი სურვილების არსს!

ტელეფონის ყურმილში გაისმა ხმა:

– მოგესალმებათ სურვილების განყოფილების ოპერატორი! რისი გაგება გაინტერესებთ?
– გამარჯობათ! მე მითხრეს, რომ სანამ ახალ სურვილს ჩავუთქვამდე, კარგი იქნებოდა მომესმინა ძველი, უკვე ახდენილი.
– გასაგებია, ერთი წუთით დამელოდეთ… აი, ვიპოვე! სულის ყველა სურვილი. აქ ხართ, მისმენთ?
– დიახ, ყურადღებით გისმენთ.
– დავიწყოთ გასული წლიდან:

1. მომბეზრდა სამსახური! (შესრულებულია – განთავისუფლებულია).
2. ქმარი ყურადღებას არ მაქცევს(შესრულებულია – ქმრისგან უყურადღებობა).
3. კარგი იქნებოდა ცოტაოდენი ფული (შესრულებულია – იაფფასიან ფეხსაცმლებზე ეყოფა).
4. დედამთილი შტერი ქალია! (შესრულებულია).
5. თუნდაც ერთოთახიანი საკუთარი ჭერი (შესრულებულია- პატარა ოთახი რკინიგზის სადგურთან ახლოს, ხმაურიანი და ლოთი მეზობლებით).
6. სადმე მაინც წავიდე დასასვენებლად(შესრულებულია – დედამლთან სოფელში, დახმარება სჭირდება).
7. საწყისისთვის კარგი იქნნებოდა რამე მანქანის მსგავსი (შესრულებულია – ძველი ჟიგული, ძლივს იქოქება).
8. ეს რა ხდება, ერთი ღერი ყვავილიც არავინ მაჩუქა (შესრულებულია – არავინ ყვავილს არ გაჩუქებთ არასდროს).

…  წინ ერთი წლის წასაკითხი სურვილების ჩამონათვალია… გავაგრძელო? თუ დღეიდან ყურადღებით იქნები თუნდაც პაწაწინა აზრის მიმართ?…

– არა, არა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია! ღმერთო ყველაფერს მივხვდი! დღეიდან ყურადღებით ვიქნები ყოველი, თუნდაც პაწაწინა აზრის მიმართ! ახლა კი მინდა რაც შეიძლება კარგად დავფიქრდე. შეიძლება მოგვიანებით გადმოვრეკო?
– რა თქმა უნდა ძვირფასო. როდესაც მოისურვებთ.1234

P. S. ლოცვებში არ შეაცოდოთ თავი და არ ეწუწუნოთ ღმერთს. არ მოუყვეთ, რომ ყველაფერი ცუდად არის. მან შეიძლება იფიქროს, რომ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის ნამდვილი ცუდად ყოფნა და გაგრძნობინებთ საკუთარი ცხოვრების მაგალითზე ამას.
მოუყევით ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ! მაშინ ის გაიფიქრებს: „ძვირფასო, შენ ჯერ კიდევ არ იცი რას ნიშნავს, გქონდეს ყველაფერი ძალიან კარგად…“

 

 

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(3744)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა არის სასიცოცხლო ენერგია და საიდან ვიღებთ მას?

აღმოსავლური ფსიქოლოგიის 50% პრანებისგან შესდგება – თეორია და  გარკვეული სუნთქვითი პრაქტიკები, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას მუდმივად აივსოს სასიცოცხლო ძალით ენერგიით (პრანით). როგორც


ინტერვიუ დალაი ლამასთან

ჟურნალისტი: — ადამიანის რომელი საქციელი უფრო გაკვირვებთ? დალაი ლამა: ბავშვობაში, ბავშვობა ბეზრდებათ და უნდათ მალე გაიზარდონ…. მაგრამ რომ იზრდებიან ყოველთვის


იცოდით, რომ ნამასტე მეტია ვიდრე უბრალოდ მისალმება?

ნამასტე  ცხოვრების გზაა და ცნობიერი ცხოვრების წესია. ადამიანები ხშირად ნამასტეს რელიგიასთან აიგივებენ რაც არასწორია. თუ ნამასტეს ცხოვრების წესად აქცევ, მეტად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<