„მოგეცეს ის რაც სხვისთვის გინდა“… | Jolo.ge


„მოგეცეს ის რაც სხვისთვის გინდა“…

„მოგეცეს ის რაც სხვისთვის გინდა“…

შენ რომ შეცდომებს უშვებ, იმიტომ მოგექცენ ცუდად.

თუ შეცდომა არ დაგიშვია და მაინც მოგექცენ ცუდად, ეს გაკვეთილია და უნდა ისწავლო გამკლავება, ან მეორედ ასე ახლოს აღარ უნდა მოუშვა ადამიანი, რომელიც შენი გულის ტკენას შეძლებს.

თუ ფიქრობ, რომ შენ არაფერში შემცდარხარ, უკვე ცდები.

ერთი და იგივე შევდომას თუ უშვებ, გონიერება, გაცნობიერება და წინდახედულება გაკლია.

თუ ვინმეს ცუდს უსურვებ, ეს სურვილები შენი გონებიდან მოდის, შენ გონებაშივე რჩება და ზუსტად ეს არის ის წამება რასაც მერე ცხოვრება გაძლევს.

გონებიდან წამოსული შენი აზრები, ფიქრები, სურვილები, ოცნებები, გზაა შენი მომავლისა.

შენი გონი თესავს აზრებს, ფიქრებს, სურვილებს, ქმედებებს და მერე იმკის იმას, რაც დათესე.

,,რასაც დათესავ, იმას მოიმკი»

როცა ვინმეზე ცუდს გაიგებ და იტყვი ღირსიაო, მაშინ შენ დაშორებული ხარ ღმერთს, სიბნელეში იმყოფები და კარგს ნუ ელი.

ცუდის სიხარული ავის მომასწავებელია, თუნდაც მტრისა, ან კონკურენტისა.

ეჭვი, გვირგვინია უბედურებისა, ტანჯვისა და დამარცხებისა.

მოგეცეს ის რაც სხვისთვის გინდა. თუ გონი გიჭრის, მაშინ მიხვდები განგების ძალას.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(208)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გააგრძელეთ სვლა“

იმედი მას არ უცრუვდება, ვისაც ის არ აქვს, გეგმები მას არ ეშლება, ვისაც ისინი არ გააჩნია. მიუხედავად გაცრუებული იმედისა და


დაიმახსოვრე ეს 10 რჩევა და გახდი წარმატებული

სამწუხაროდ, ადამიანები ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, რესურსებს, რაც იწვევს მათ უმოქმედობას, რასაც ყოველთვის ტიპიური გამართლებები სდევს თან:


„არ დანებდე მაშინაც კი როცა ყველა და ყველაფერი ამისკენ გიბიძგებს“

„იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს. ეს იოლია. ძალიან იოლი. მთავარია ის, დაინახო ამ „არაფრის“ მიღმა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<