«მოდა_ ეს მე ვარ» — კოკო შანელი | Jolo.ge


«მოდა_ ეს მე ვარ» — კოკო შანელი

«მოდა_ ეს მე ვარ» — კოკო შანელი

გაბრიელ ბონჰერ შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ სამიურეში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. კოკო შანელი 12 წლის იყო როდესაც დედა გარდაეცვალა, მამამ შვილის აღზრდაზე უარი თქვა და გაბრიელი ჯერ კათოლიკურ მონასტერში მიაბარა, შემდეგ კი ობოლთა თავშესაფარში. იქ გოგონებს ხელსაქმეს ასწავლიდნენ. სწორედ იქ შეისწავლა კოკომ კერვა.

თავშესაფრის დატოვების შემდეგ გაბრიელმა პატარა ქალაქ მულენში მზა ტანსაცმლის მაღაზიაში მკერავად დაიწყო მუშაობა. პარალელურად იგი კაფე «როტონდაში» მღეროდა. იქ ხშირად ასრულებდა სიმღერას «ვის უნახავს კოკო», საიდანაც მოდის მეტსახელი «კოკო». ამავე პერიოდში შანელი დაუმეგობრდა ბევრ გამოჩენილ ფრანგ ხელოვანს, მათ შორის, ტულუზ ლოტრეკს, რენუარს, პიკასოს. მოგვიანებით პაბლო პიკასომ მას «ამქვეყნად ყველაზე გონებადამჯდარი ქალი» უწოდა. კოკო ხან წარმოუდგენლად მომხიბლავი იყო, ხან უხეში და ცინიკური.

მოგვიანებით, კოკომ «როტონდაში» სიმღერას თავი დაანება და თეთრეულის კერვა დაიწყო. ძალიან მალე სახელი მოიხვეჭა და მდიდარი კლიენტებიც მოუმრავლდნენ. თავიდან კოკო ცდილობდა ყველაფრისთვის თავისით მიეღწია, მაგრამ კარგ სახელოსნოსა და ქსოვილებს ფული სჭირდებოდა, რაც მას არ გააჩნდა, ამიტომ იგი დათანხმდა თავისი ძველი თაყვანისმცემელი, მდიდარი და სპორტის მოყვარული ეტიენ ბალზანის შეთავაზებას, რომ დროებით ვიშიში, მის სასახლეში ეცხოვრა. ბალზანს უამრავი ქალი ეხვია გარს, მაგრამ მას ჯერ ცხენები აინტერესებდა და შემდეგ ქალები. ამიტომ მოიხიბლა კოკო შანელით, რომელიც შესანიშნავი მოჯირითე აღმოჩნდა და მასთან სულიერი სიახლოვეც აკავშირებდა.

სწორედ ცხენზე ჯირითისას მოიფიქრა კოკომ პირველი კოსტიუმი_ ქალისთვის ცხენზე დასაჯდომად მოსახერხებელი სამოსი, ჰალსტუხი და მომცრო ზომის მომრგვალებული შლაპა, სამშვენისების გარეშე. არისტოკრატმა ქალებმა მყისვე აიტაცეს ეს მოდა და კოკომაც შლაპების სახელოსნოს გახსნა გადაწყვიტა.

კოკოს მხარში ამოუდგა ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კეპელი. არტურ კეპელი კოკომ ვიშიში გაიცნო, შეუყვარდა და ბალზანი მიატოვა. არტურ კეპელი, ეს სიმპათიური, მდიდარი ახალგაზრდა შანელის ერთადერთი სიყვარული გახლდათ. არტური მიხვდა, რომ გაბრიელს ტანსაცმლის შექმნის ნამდვილი ნიჭი ჰქონდა, ამიტომ ხელს უწყობდა მის წამოწყებებს და პროექტებს უფინანსებდა. კეპელის დახმარებით კოკომ 1910 წელს პარიზში Rue Gambon_ზე პირველი სალონი- ბუტიკი გახსნა, ქუდების ატელიე, წარწერით «შანელის მოდები». სწორედ აქედან იწყება ფრანგული ბრენდის ისტორია. სამი წლის შემდეგ, დიზაინერმა პირველი ფილიალი დოვილში გახსნა.

თუმცა შანელი ტანსაცმლის მოდელების შექმნაზე ოცნებობდა, მაგრამ იმ დროისათვის საფრანგეთში აკრძალული იყო არაპროფესიონალი მკერავის მიერ შეკერილი კაბების გაყიდვა. კოკომ გამოსავალი მაინც იპოვა და დაიწყო კაბების მოდელების შექმნა ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის გამოიყენებოდა.

მოდის ინდუსტრიაში შანელი რევოლუციონერი იყო. იგი მოდის ისტორიაში შევიდა, როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძველი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობების მიმართულებას.

წარმატებულ და სახელმოხვეჭილ დიზაინერს პირად ცხოვრებაში არ უმართლებდა. არტურ კეპელმა კოკო მიატოვა და ულამაზეს ლედი დაიანა ლისტერზე დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ კი, შობის წინა დღეს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ტრაგედიამ კოკოზე საშინლად იმოქმედა. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი.

ერთი წლის შემდეგ ბიარიცში გაიცნო რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ბიძაშვილი, დიდი მთავარი დიმიტრი. დიმიტრი რასპუტინის მკვლელობაში მონაწილეობდა, დედოფლის რისხვას გაერიდა და სპარსეთში გაიქცა. კოკო დიმიტრიზე 8 წლით უფროსი იყო, თუმცა ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. გაღატაკებული დიმიტრი რომანოვი მილიონერმა კოკო შანელმა შეიფარა. სწორედ დიმიტრიმ შეახვედრა კოკო პარფიუმერ ერნესტ ბოს, რომლის მამაც, ასევე ცნობილი პარფიუმერი, რუსეთის იმპერატორის ოჯახს ემსახურებოდა.

საკუთარი სუნამო- ასეთი რამ არ ჰქონდა არცერთ სამოდელო სახლს და შანელმაც ამ თამამი ექპერიმენტისკენ გადადგა ნაბიჯი. კოკოს დაკვეთით პარფიუმერმა სხვადასხვა ყვავილის სურნელის ნაზავის ორი სერია დაამუშავა. კოკომ აირჩია ნიმუში N5 და ასე გაჩნდა საოცრად სურნელოვანი და ელეგანტური სუნამო CHANEL N5. ეს სუნამო მყისვე გახდა პოპულარული და მოთხოვნადი. «5» დიზაინერის საყვარელი რიცხვი იყო და თავის ახალ კოლექციებს იგი მუდამ 5 რიცხვში აჩვენებდა.

შანელის ცნობილი ლოგოტიპი პირველად ფართო საზოგადოებამ იხილა 1925 წელს შანელის სუნამოს პრეზენტაციაზე. ერთნი ამტკიცებენ, რომ გადაჯვარედინებული რკალი არის წარმატების და იღბალის სიმბოლო, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ ეს უბრალოდ დიზაინერის ინიციალებია(coco chanel).

შანელს არაერთი რომანი ჰქონდა და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ ჰყოლია არც მეუღლე და არც შვილები. მათგან ერთ-ერთი ვესტმინსტერის ჰერცოგი იყო, ინგლისელი მდიდარი და ექსცენტრიკული პერი. კოკომ მას ცოლად გაყოლაზე უარი ამ სიტყვებით უთხრა: «ჰერცოგინია ბევრია, კოკო შანელი კი — ერთადერთი». პოეტი პიერ რევერდი კოკოს ლექსებს სიკვდილამდე უძღვნიდა. მხატვარი და დიზაინერი პოლ ირიბი კი მათი ქორწინების წინადღეს გულის შეტევით გარდაიცვალა.

პარიზელები გააოგნა კოკო შანელის რომანმა ფაშისტ მაღალჩინოსან ოფიცერთან ვალტერ შელენბერგთან, ჰიტლერის თანაშემწესთან. სასიყვარულო ურთიერთობა მან ოკუპირებულ პარიზში გააჩაღა, არად ჩააგდო საზოგადოებრივი აზრი. პარიზმა შეიძულა თავისი სათაყვანებელი შანელი ამ ურთიერთობის გამო და მან საფრანგეთი დატოვა.

1953 წელს, 70 წლის კოკო შანელი პარიზში ბრუნდება და თავის საყვარელ საქმეს კვლავ განაგრძობს. ერთ-ერთ ინტერვიუში შანელმა ასეთი რამ თქვა:»უსიყვარულოდ ქალი ბედნიერი ვერასდროს იქნება. ქალი, რომელსაც არ უყვარს, არარაობაა და მეტი არაფერი_ ახალგაზრდაა ქალი თუ მოხუცი, დედა თუ საყვარელი… ქალი, რომელიც არ უყვართ, დაღუპული ქალია. მას შეუძლია მშვიდად მოკვდეს და ეს უკვე აღარ იქნება მნიშვნელოვანი».

1971 წლის 10 იანვარს დიზაინერი 88 წლის ასაკში გულის შეტევისგან გარდაიცვალა.

ნანახია:(2497)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფინანსური კეთილდღეობა და ხანგრძლივი სიყვარული

ფინანსურად ძლიერი ადამიანები სიყვარულშიც წარმატებულები არიან. ხშირად გვესმის, რომ სადაც სიყვარულია, იქ ფინანსური საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ფაქტია, რომ ოჯახში


დეილ კარნეგის 7 რჩევა, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას მოგიტანთ

1) თუ გსურთ ოჯახური ცხოვრება მყუდრო და ბედნიერი გქონდეთ, ნუ იბუზღუნებთ! ყველა ხერხიდან, რომლებსაც სიყვარულის მოსპობა შეუძლია, ბუზღუნი ყველაზე უტყუარია.


ახალი სენი:,,მაგრამისტი ღრუზინები» – 20 მაგალითი და საბედისწერო ,,მაგრამ»

მიმდინარე ეტაპზე, საქართველოში, შეიძლება ითქვას, გამოსწორდა ადამიანების შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე, კერძოდ, გენდერული თანასწორობის, ქსენოფობიის, რასიზმის, ნაწილობრივ რელიგიური ფანატიზმის კუთხითაც. სამწუხაროდ, რიგ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*