მოახდინეთ კვანტური ნახტომი თქვენს ცხოვრებაში! თამარ კვარაცხელია | Jolo.ge


მოახდინეთ კვანტური ნახტომი თქვენს ცხოვრებაში! თამარ კვარაცხელია

მოახდინეთ კვანტური ნახტომი თქვენს ცხოვრებაში! თამარ კვარაცხელია

„თუ კი თქვენს გონებას შეუძლია რამე წარმოიდგინოს, შეუძლია მიაღწიოს კიდეც“ – ნაპოლეონ ჰილი

კვანტური გადაადგილება ეს მოვლენაა, როდესაც დამკვირვებელი ახდენს საკუთარი რეალობის ფორმირებას. თქვენი ცხოვრების დამკვირვებელი ხართ თქვენ და ბედს ქმნით თქვენი შეხედულებების პრიზმიდან.

კვანტურ მექანიკაში მატერია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ტალღებად ასევე ნაწილაკებად და ეს დამოკიდებულია ექსპერიმენტში მონაწილე/დამკვირვებელის  მოლოდინზე. კვანტურ ფსიქოლოგიაში მოლოდინი არის ჩვენი შეხედულებები და მტკიცებულებები, რომლებიც ძირითად შემთხვევაში გაუთვითცნობიერებულად არსებობენ, მაგრამ სწორედ ისინი კრავენ და ქმნიან ჩვენი ცხოვრების მატრიცას.

მტკიცებულებების გარდა მნიშვნელოვან ემოციურ მდგომარეობას წარმოადგენს „სიმების თეორია“ თეორიულ ფიზკაში. მასში ახსნილია რომ ყველა ენერგეტიკულული ნაწილაკი წარმოიქნება ენერგიების რყევისგან. ეს ნიშნავს – ნებისმიერ მატერიას გააჩნია თავისი ენერგიის სიხშირე და აქედან გამომდინარე, რომელ ენერგეტიკულ დონეზე ვიბრირებს ფსიქიკა მსგავთან მოდის რეზონანსში ანუ მსგავსი იზიდავს მსგავს. ეს იგივე მიზიდულობის კანონია, რაზეც საუბარია ფილმ „სიდუმლოში.“

ყველაფერი რაც გვახვევია, ჩვენი გონების პროექციაა ანუ გამოდის, რომ მას ქმნის ჩვენი ტვინი. როგორ? რაზეც ვართ კონცენტრირებული და რისკენაც მივმართავთ ენერგიას. მხოლოდ ჩვენ ვქმნით ჩვენს ბედს, ამიტომ აუცილებელია ვისწავლოთ ენერგიის (აზრების) მართავა. გაგიგიათ: „გაჭირვებულ კაცს, ქვა აღმართში რომ ეწევა“... ეს იმიტომ ხდება, რომ გაჭირვების ტალღაზე ვიბრირებს და არა იმიტომ რობ, ბედი არ აქვს ან ცხოვრება სასტიკია. ეს მიანიშნებს, რომ მან აიკიდა დესტრუქციული ენერგიების ჯგუფიდან ვირუსი, ისეთი როგორიცაა: შური, იმედგაცრუება, სასოწარკვეთა, წუხილი, დანაშაულის გრძნობა, თავის შებრალება და ამ ვირუსებს გადაჰყავს ნეგატიურ ვიბრაციებზე. ამიტომ არის რომ „გაჭირვება მარტო არ მოდის ან კარზე არ აკაკუნებს..“- როგორც იტყვიან….

ელექტროენერგიას ვხედავთ და ვგრძნობთ, როგორც შუქს და სითბოს.

ელექტრომაგნიტურ ტალღებს (რადიო, ტელევიზორი) ვლინდება როგორც ხმა ან გამოსახულება.

ადამიანის ორგანიზმში ენერგია ვლინდება და იგრძნობა – ემოციებით და ხასიათით.

დავუბრუნდეთ „კავნატურ გადაადგილებას“

როგორ ფიქრობთ ადვილია თუ არა, ცხოვრების მოცემულ მომენტზე, იქიდან სადაც იმყოფებით, მოხვდეთ პირდაპირ სასურველ რეალობაში? რას ნიშნავს კვანტური ნახტომი? როგორ მივაღწიოთ და გადავიდეთ A-დან Bწერტილში?

არსებობს პიროვნები განვითარების მდგომარება:

1.როცა გეჩვენებათ, ცოცხალი კი ხარ, მაგრამ არაფერი არ ხდება ცხოვრებაში. ამ დროს, ნამდვილად არ გეჩვენებათ და პიროვნება დეგრადირდება.

2.ნელი ნაბიჯებით. რადგან ცხოვრება, გონებაში არსებული აზრების პროექციაა, ამიტომ მათი გაფართოება ხდება ნელ-ნელა, ეტაპობრივად. რაც გონებისთვის მისაღებია და „უმტკივნელო.“

3.კვანტური გადადდგილება. ეს ნიშნავს მომენტალურ, სრულ განთავისუფლებას ძველი აზრებისგან. შემოვიდეს ახალი. ეს გარდასახვა ხდება უმტკივნეულესი პროცესების შედეგად.

მაგ: დედა მოულოდნელად ხელით სწვდეს ტონიან მანქანას, ქვეშ მოყოლილი შვილის გადასარჩენად. მის გონებაში ხდება კვანტური დაადგლება. მოვლენამ გამოიწვია ისთი ემოცია , რომ „გამოაგდო“  ჩვეულებრივი სიტუაციიდან და მისცა შეუზღუდავი ძალა მოქმედებისთვის. დედა, რომ ყოფილიყო სპორტით დაკავებული, მას ჩაერთვებოდა ანალიზი – შეძლებდა კი… რადგან ამხელა ტვირთვი არასდროს აუწევია…. და ა. შ. ნელ-ნელა მოუწევდა დაერწმუნებინა თავი – ის ამას შეძლებდა ან დასახმარებლად გაიქცეოდა…. პირველ შემთხვევაში, ქალი გაუცნობირებლად და მომენტალურად აკეთებს (დანახული იწვევს ემოციას და მენტალურად ითიშება ყველა შემზღუდველი შეხედულება, ცნობიერისთვის არალოგიკური და წარმოუდგენელი რამ ხდება) კვანტურ ნახტომს.

მაინც და მაინც რეკომენდირებული არ არის ამ მეთოდით ცხოვრების შეცვლა, რადგან ის ითხოვს ცხოვრებისეული სიტუაციების კონტრასტს, სტრესულ სიტუაციას, რადგან, სწორედ ისინი იძლევიას ენერგიას სწრაფი იმპულსისთვის და მენტალურად ელვისებური კვანტური ნახტომისთვის. თუ მაინც მოხდა გადაადგილება მისი შენარჩუნება რთულია. იკითხვათ რატომ? რადგან ეს არ ყოფილა გაცნობიერებული გამოსვლა ძველი შეხედულებისგან და რამდენიმე ხნის მერე, დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას.

სრულყოფილი გავითარებისთვის ყველაზე მეტად მისაღები ფორმაა – ეტაპობრივი განვითარება.

როდესაც ვიფიქრე რა ამ საკითხზე . ვიცოდი, რომ არსებობს მაგალითები წარმატების ფსიქოლოგიაში კვანტური გადადგილების შედეგად შენარჩუნებული წარმატებების და თავად, ვიმყოფები ამ პროცესში. დავსვი ლოგიკური კითხვა: როგორ დამეკავშირებინა კვანტური გადაადგილება და ამ დონეზე შენარჩუნება ისე, რომ არ მოხდარიყო საწყის წერტილში დაბრუნება. გადავწყვიტე – იქ ასული ადამიანი, შემეიარაღებინა საჭირო ინსტრუმენტებით და მომავალი მისი ქმედებები ყოფილიყო გაცნობიერებული. ამ დროს დაიბადა წარმატების სპირალის იდეა!

წარმატების სპირალი, თავისი არსით წარმოადგენს იმ ხვეულას რომელიც, შესდგება გარკვეული სინქრონიზირებულუი ნაბიჯებისგან.

მათი საშუალებით ადამიანს შეუძლია აიღოს ქარბორბალასათვის დამახასიათებელი სიმძლავრე და გააკეთოს არა მარტო კვანტურ ნახტომი, არამედ მყარად შეინარჩუნოს პოზიცია!

კიდევ და უფრო მეტიც, იმ დღიდან, უზრუნველყოფს მუდმივი ზრდა.

სად და როგორ გადავადგილდებით, საინტერესოა არა?

დაგაინატრესათ თემამ?

ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია ვიდრე ჟღერს. პრაქტიკულად, საკუთარ თავზე გაივლით თქვენი წარმატების „შემოქმედების“ გზას!

გააზიარეთ თემა დაე, თქვენმა ახლობლებაც, მეგობრებაც შეძლონ წარმატების სპირალით კვანტური ნახტომის გაკეთება. 

მადლიერებით,

თქვენს წარმატებაში და შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

რეგისტრაცია ტრენიგზე: http://spirali.kvaratskhelia.pro

 

ნანახია:(183)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გამოიკვლიე ჩვენთან ერთად შენი სტრესული ფიქრები და საკუთარ თავთან ჰარმონია დაიბრუნე

«როდესაც რაღაცას აკეთებ იმისთვის, რომ მოწონება დაიმსახურო, რაღაც მიიღო, რაღაც შეინარჩუნო, გავლენა მოახდინო, ვიღაც ან რაღაც გააკონტროლო — მიზეზი შიშია,


„მიეცით თავს უფლება, მიიღოთ ცხოვრებისაგან ის, რისი მიღებაც გსურთ“….

…და აი 2018 წლის პირველი ტრენინგით — ტრადიციული «პირველი გამაჯანსაღებელით» ველოდები თქვენთან შეხვედრას:))) …განეწყვეთ თქვენი ცხოვრების შესაცვლელად… შექმენით მოლოდინი… მიეცით


ხათუნა მუზაშვილი ქალთა ონლაინ კურსის შესახებ

ქალთა კურსი, რომელიც ქალებისათვის ყველაზე აქტუალურ თემებს დაეთმობა, 9 სექტემბერს დაიწყება და ონლაინ რეჟიმში, მთელი სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება. (დაწვრ.ინფ.იხ. აქ  „სექსუალურობის 40


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*