მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…! | Jolo.ge


მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…!

მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…!

8 ოქტომბერს, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ერთ-ერთმა პროფესორმა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ასეთი რამ: (ზუსტი ციტირება არ არის მაგრამ მთავრი აზრი მოცემულია)

‘’გამოხატეთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ოთხი წლის მანძილზე რაღაც კარგი გასწავლათ, დაგეხმარათ და სულ მცირე წვლილი მაინც მიუძღვის თქვენს განვითარებაში და გამოცდილების დაგროვებაში. გამოხატეთ მადლიერება აუცილებლად სიტყვიერადაც,  თქვენ შეიძლება ახალა ფიქრობთ, რომ ეს რა საჭიროა მაგრამ გარწმუნებთ, მადლიერების სიტყვით გამოხატვა აუცილებელად გადასადგმელი  ნაბიჯია თქვენგან…

არ აქვს მნიშვნელობა ადრესატის რეაქციას თქვენს მადლობაზე, მთავარია თქვენ იყოთ გულწრფელი, მთავრია  თქვენ გრძნობდეთ იმ ადამიანის მიმართ მადლიერებას, მთავარია თქვენ გრძნობდეთ და აფასებდეთ იმ ადამიანის ღვაწლს, შრომას და თქვენ მიმართ გაკეთებულ სიკეთეს.  არაა  საკმარისი რომ ამას მხოლოდ თქვენ გულში ინახავდეთ, ეს უნდა თქვათ! თუ საქმით ვერ ამტკიცებთ ჯერ, სიტყვით აუცლილებლად გამოხატეთ, გამოხატეთ მადლიერება რათა თქვენ ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ მოხდეს რისი მადლიერიც იქნებით შემდეგ. მთავრია თქვენ დააფიქსიროთ თქვენი გულწრფელი მადლობა და გასცეთ იმ ადამიანის მიმართ ბევრი დადებითი ემოციები და ყოველგვარი უკუკავშირის მოლოდინის გარეშე, მთელი ცხოვრება გახსოვდეთ იმ სიკეთეების, რაც კი ოდესმე ვინმეს თქვენთვის გაუკეთებია…’’

მერე უკვე სიტყვები აღარ მესმოდა, ვეღარც ვინმეს ვხედავდი ირგვლილ… გონებაში ათასი მოგონება გაიშალა და როგორიც ფილმებში ხდება ხოლმე, შთამაგონებელი მუსიკის ფონზე, მთელმა ჩემმა სტუდენტობის ოთხმა წელმა ლამაზი კადრებივით ჩაიარა….არასოდეს არაფერი დამვიწყებია, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიცადე ის, რაც იყო, რაც მოხდა და რაც არ მომხდარა… რა გამოვიდა და რა არა, სად წავიქეცი და სად ვიდექი მყარად…რას ვზეიმობდი და რას განვიცდიდი….ვინ შევიძინე და ვინ დავკარგე….ადამიანები, მოვლენები, მოგონებები, წარმატებული ეტაპები, დამარცხებები, შეცდომები და სასწაულები, სიხარულის თუ ტკივილის ცრემლები – და ამ ყველაფერმა ერთიანად, კადრივით თვალ წინ ჩამიარა… უკვე ზუსტად ვიცოდი ვისთვის რა უნდა მეთქვა და რატომ…. ვიცოდი და გონებაში ამ ადამიანების სიას ვადგენდი….

ამასობაში სცენაზე გამოსულ პროფესორს აპლოდისმენტებით დავემშვიდობეთ და ზუსტად ვიგრძენი, რომ სამყარომ თავის სათქმელი ამ ადამინის სახით მითხრა, უფრო სწორად კი შემახსენა, ის რაც აქამდეც უნდა გამეკეთებინა და ამ გაცნობირებამ ბედნიერების უამრავი მომენტი გამახსენა…წარსულიდან დაწყებული დღემდე…

როგორც კი სახლში მივედი დავიწყე წერა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ვერც ერთი სიტყვა ვერ მოვძებნე ისეთი, რომელიც ზუსტად გადმოცემდა იმას, რისი თქმაც მინდოდა…რის თქმასაც ვაპირებდი …დაწერილი ათასჯე მაინც წავშალე და მაინც ვერ ვიპოვე დასაწყისი…. არ მინდოდა ბანალურად გამომსვლოდა და მაინც ბანალური მეჩვენება როგორადაც ჩემი ფიქრების სიტყვებად გამოცემას ვცდილობ  ახლა, მაგრამ…

მსურს ამ სტატიაში განსაკუთრებული მადლიერება  და პატივისცემა გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, ვინც დამეხმარა დამოუკიდებელი  ცხოვრების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი ‘’გაკვეთილები’’ მესწავლა და ჩემი სტუდენტობის საწყის ეტაპზე მიმეღო ის გამოცდილება, რომელიც ადმიანების ცხოვრებაში გარდამტეხი ხდება ხოლმე…და ასეც მოხდა… კარგად მახსოვს რა იყო მასთან შეხვედრამდე და მასთან ერთად… და რაც უფრო მეტი დრო გადის, ვაცნობიერებ, რომ სწორედ ეს ადამიანი იყო  საუკეთესო, ვინც კი შეიძლებოდა ‘’გამოეგზავნა’’ სამყაროს ჩემთვის…საუკეთესო ’’მასწავლებელი’’, რომელსაც ჯილდოს სახით გვიგზავნის ხოლმე ღმერთი და მე მადლიერი და ბედნიერი ვარ, რომ  ამაყად შემეძლია ამ სიტყვების თქმა…  ასე იყო მაშინაც, ახლაც და ასე იქნება  მომავალშიც…

მის შესახებ  ჩემი შეხედულების დაწერა და ადამიანებისთვის გაზიარება ყოველთვის  სიხარულს მანიჭებდა და მიხარია, რომ  დღემდე ამაღლებული გაწყობა მოაქვს ჩემთვის ამ მომენტს და მეც, სწორედ ამ პოზიტიურ და ამაღლებულ განწყობაზე ვწერ ამ სიტყვებს და მადლობას ვუხდი ადამიანს, რომლის ვინაობას წერილის ბოლოს დავწერ…

თუმცა მანამდე სიამოვნებით გაგიზიარებთ, რომ:

მისგან ვისწავლე 

თუ რატომ უნდა მჯეროდეს ჩემი ოცნების! პირველ რიგში თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი ოცნება მასთან ერთად ამიხდა და კიდევ იმიტომ, რომ ოცნება – ეს საუკეთესო დასაწყისია ნებისმიერი დიდი თუ მცირე მიღწევებისთვის…რომ სწორედ ოცნებიდან იბადება ცხოვრებისეული მიზნები და სწორედ ოცნება გვაძლევს უდიდეს სურვილის ძალას, მიავაღწიოთ იმას, რაც ძალიან გვინდა, გადავდგათ მთები…

მისგან ვისწავლე

 რომ სწორედ მოტივაციიაა, ის რაც უნდა გვქონდეს, რომ გვინდოდეს ცხოვრების გამოწვევბს შევებრძოლოთ და შევძლოთ არასოდეს დავნებდეთ. რომ უნდა ვიყოთ ისეთი ადამიანები, რომ მოტივაცია თვითონ გამოვიმუშაოთ, ვიყოთ თვითმოტივირებულები და  ვიყოთ არა მხოლოდ პოზიტიურები არამედ უფრო მეტი- ენთუზიამით სავსე ადამიანები.

ვისწავლე, რომ 

 დავსახოთ ისეთი მიზნები, რომლებიც შეიძლება გვაშინებდეს კიდეც, მაგრამ არასოდეს შევწყვიტოთ მუშაობა მათ მისაღწევად…რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ და რომ ჩვენ ყველას გვაქს ყველა საჭირო უნარი მივაღწიოთ წარმატებას…

ვისწავლე, რომ 

ცხოვრებაში ბევრი რამეა, რატომაც უნდა ვიყოთ ყოველ დღე ბედნიერები. ბედნიერება ყველაფერშია, მთავარია ვეძებოთ დადებითი და ვიპოვით კიდეც დადებით, პოზიტიურს, სასიამოვნოს…ცხოვრება ასე უფრო მარტივდება და ლამაზდება..

ვისწავლე, რომ 

ნდობა ადამიანების მიმართ ყველაზე საუკეთესო უნარია კარგი ურთიერთბების ასაწაყობად…რომ უნდა ვენდოთ ადამიანებს და მივცეთ საშუალება წარმოაჩინონ საუკეთესო მხარეები…

ვისწავლე, რომ უნდა ვაპატიოთ

 უნდა ვაპატიოთ! რომ პატიება მხოლოდ ძლიერ და დიდსულოვან ადამიანების არჩევანია.

ვისწავლე, რომ 

უნდა გავხდეთ ლიდერი და დავეხმაროთ ადამიანებს, ჩვენი საქმეებით და მაგალითით ვაჩვენოთ, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ მიზნის მიღწევა. რომ ‘’თუ შეუძლია სხვას. ე.ი. შეგძლია შენც’’…

ვისწავლე, რომ

უნდა შევძლოთ მნიშველოვანის გარჩევა და მასზე ფოკუსირება,რადგანაც ესაა წარმატების ერთ-ერთი გასაღები!

ვისწავლე, რომ 

ყოველდღიური გავითარება და სწავლა ერთადერთი გარანტიაა ნებიემიერ სფეროში წარმატების მიღწევის!

ვისწავლე, რომ

ნებისმიერი შეცდომა და ცხოვრებაში მოსული პრობლემა ეს არი გამოწვევა, ეს არის გაკვეთილი, რომლისგანაც რაღაც უნდა ვისწავლოთ, რაღაც უნდა შევცლოთ და დამნაშავებიის სხვებში ძებნის ნაცვლად, საკუთარ თავს ჩავუღმავდეთ და ვეძებოთ გამოსავალი.

ავიღოთ ჩვენს შედეგებზე და მთლიანად ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა და ყოველთვის გვქონდეს მხოლოდ ჩვენი თავის იმედი…და მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი კიდევ ბევრია,  რომ არღარ გავაგრძელო, აქვე ვიტყვი:

-რომ არა ის ბევრი შეცდომა რაც დღემდე დამიშვია, ვერ მივხდებოდი როგორ უნდა გამომეყენებინა თითოეული ეს რჩევა და სწავლება პრაქტიკაში….  რომ არა  ‘’არასწორად’’ მიღებული გადაწყვეტილებებივერ გავაცნობიერებდი, იმას რაც შეცდომების მერე გავაცნობიერე, რომ არა  დაბლა დაცემაფეზე წამოდგომას ვერ ვისწავლიდი, რომ არა  სირთულეებივერ გავძლიერდებოდი, რომ არა ბევრი დანაკარგი, არსებულის ფასს ვერ გავიგებდი….   და კიდევ ბევრი, ბევრი ღირებული დეტალის გამო…მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება და მადლობა გადავუხადო დავით კენჭაძესმადლობა ამ ადამიანს ყველა შესაძლებლობისთვის, თითოეული რჩევისთვის, ბევრი მოტივაციისთვის და იმ გამოცდილებისთვის, რაც მასთან და მის გუნდთან ერთად მუშაობის და ურთიერთობის დროს მივიღე… და ყოველ დღე კიდევ უფრო ვრწმუნედები თუ როგორი დროული, მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ჩემთვის ‘’საჭირო დროს საჭირო ადგილზე  ყოფნა’’ და  ამ ყველაფრისგან შეუფასებელი გამოცდილებას მიღება…

მადლიერებით, პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(186)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ჭკვიანი ადამიანის 10 განმასხვავებელი ნიშანი

თვლით თუ არა, რომ ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით? იყავით გულწრფელი, ვის არ უნდა სხვაზე ჭკვიანი იყოს? ამიტომ ვცდილობთ გავარკვიოთ, ჭეშმარიტად ვინ


მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის!

2018 წელი ახალი წელი 365 ახალი დღე 365 ახალი შანსი. შანსია, ყველაფერი დაიწყო თავიდან. შეწყვიტე იმაზე ფიქრი, რის გაკეთებას აპირებ


ამით, ერთი ბედნიერი ადამიანი შეემატება სამყაროს და ეს იქნებით თქვენ!

რატომღაც, უმრავლესობა თვლის: დრო მოვა და … არა და, დრო კი არ მოდის, მიდის. არ გადადოთ თქვენი ბედნიერება, იყავით ახლავე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*