„მიზიდულობის კანონის გასაღები“ (ნაწილი პირველი) | Jolo.ge


„მიზიდულობის კანონის გასაღები“ (ნაწილი პირველი)

„მიზიდულობის კანონის გასაღები“ (ნაწილი პირველი)

რწმენა არის ნდობა სამყაროს მმართველი ძალებისადმი. რწმენა სიბრმავეს არ ნიშნავს. იგი წინასწარმჭვრეტელობას ნიშნავს. რწმენა არის დანახვა და გაცნობიერება იმისა, რომ სამყარო შენს მხარეზეა.

ამბობენ, როცა მოსწავლე მზადაა, მასწავლებელიც მაშინ მოდისო. თუ თქვენ ამ ნაშრომს კითხულობთ, ესე იგი, მზად ხართ ცნობიერებისა და პიროვნული განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად და მზად ხართ გაცნობიერებულად, შეგნებით მიიღოთ ეს ინფორმაცია.

მიზიდულობის კანონით ინტენსიურად მუშაობისას შეძლებთ ნაკლები ძალისხმევითა და მეტი ხალისით შექმნათ სასურველი რეალობა, სასურველი მომავალი.

მიზიდულობის კანონი სამყაროს ყველაზე ძლიერი კანონია. ისეთივეა, როგორც გრავიტაცია – მუდამ აქტიური, მუდამ მოძრავი. მისი შედეგები ყოველწამს აშკარაა და სახეზეა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიზიდულობის კანონის მიხედვით ცხოვრებაში მიიზიდავთ ყველაფერს, რისკენაც მიმართულია თქვენი ფიქრები, იმას, რისკენაც თქვენ თვითონ მიმართავთ ენერგიასა თუ ყურადღებას.

მაშ, თუკი თქვენი ენერგია მიმართულია პოზიტივისკენ, იზიდავთ პოზიტივს და, პირიქით, თუკი თქვენი ყურადღება ფოკუსირდება რაიმეს არქონაზე, ნაკლებობასა ან ნეგატივზე, თქვენ მიიღებთ ნეგატივს.

ადამიანი მუდამ ქმნაშია, მუდმივად ქმის, ყოველ წუთს და ყოველ წამს; გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად თქვენ მუდმივად ქმნით რეალობას თქვენივე ფიქრებით.

მიზიდულობის კანონი არასოდეს ჩერდება, მუდამ ფუნქციონირებს და მუდმივად მუშაობს. თქვენი წარმატების გასაღები დამოკიდებულია ამ კანონის კარგად გააზრებასა და გაცნობიერებაზე.

მაშ, ყოველ წუთსა და წამს თქვენ ქმნით მომავალს ცნობიერად თუ არაცნობიერად; შეუძლებელია წუთშესვენების აღება ან პაუზის გაკეთება. შეუძლებელია შეწყვიტოთ ქმნა, რადგან ქმნა არასოდეს წყდება, იგი მარადიულად მოძრაობაშია, მიზიდულობის კანონი არასოდეს წყვეტს მუშაობას.

თქვენი წარმატების გასაღები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაიგებთ, როგორ გაიაზრებთ, როგორ ჩაწვდებით ამ „ქმნადობის“, მიზიდულობის კანონის მოქმედების მექანიზმს.

თუკი გინდათ შეცვალოთ თქვვენი ცხოვრება და აღმოაჩინოთ ძალა საკუთარ თავში, ქმნათ „ საქმენი საკვირველნი“ , უნდა გაიგოთ რა როლი გიჭირავთ, რა როლს თამაშობთ მიზიდულობის კანონში.

როგორ ფუნქციონირებს მიზიდულობის კანონი :

მსგავსი მსგავსს იზიდავს. როცა ბედნიერი ხართ, აღფრთოვანებული, ხალისიანი, გახარებული და მადლიერი, თქვენ გასცემთ დადებით ენერგიას; მეორეს მხრივ კი, თუკი დარდიანი, სევდიანი, უიმედო, მოწყენილი ხართ, სამყაროში უშვებთ უარყოფით ენერგიას.

მიზიდულობის კანონის მიხედვით, სამყარო რეაგირებს ორივე სახის ვიბრაციაზე. ის არ განარჩევს რომელია თქვენთვის ცუდი, კარგი ან უკეთესი, ის მხოლოდ და მხოლოდ რეაგირებს ნებისმიერი სახის ენერგიაზე, რომელსაც თქვენ ქმნით ანუ უშვებთ სამყაროში და ის გაძლევთ იმდენივე და იგივე სახის ენერგიას, როგორსაც გასცემთ. მიიღებთ ზუსტად იმას, რასაც გასცემთ.

ყველაფერი, რასაც ფიქრობთ, გრძნობთ, შეიგრძნობთ მოცემულ მომენტში, შეიცავს თქვენს მოთხოვნას სამყაროსადმი, მიიღოთ იგივე, ოღონდ უფრო მეტი რაოდენობით!!!

ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ თქვენ უნდა ეცადოთ, გასცეთ, სამყაროში გაუშვათ იგივე აზრები, შეგრძნებები, ვიბრაციები, რომლის მიზიდვაც გსურთ ცხოვრებაში.

მაგალითად, გნებავთ, მიიზიდოთ სიყვარულის ან სიხარულის შეგრძნება ?

ვნახოთ, როგორ ხდება ეს:

ეს პროცესი ძალიან ჰგავს ელექტრული რადიოგადაცემის მიღებას – ჩვენ მიერ არჩეული რადიოტალღის სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს იმ სიხშირეს, რომელზეც გადაცემა გადის. თქვენ ვერ შეძლებთ მომართოთ რადიომიმღები ერთ რომელიმე არხზე და დაელოდოთ სასურველ გადაცემას მეორეზე. ეს, უბრალოდ, სისულელე იქნება.

ესე იგი, თქვენი ენერგია უნდა სინქრონიზირდეს და შეესაბამებდეს სასურველ ენერგიასა თუ სასურველ რხევა-სიხშირეს. უნდა მომართოთ დადებით სიხშირეზე თქვენი ენერგია, თუკი გინდათ მიიზიდოთ იგივე დადებითი ენერგია.

ადამიანს აქვს უნარი, მართოს აზრები და ემოციები დადებითი სიხშირის შესანარჩუნებლად, რომლის მიხედითაც სურს დადებითი ენერგიის მოზიდვა თუკი ისწავლის გაუცნობიერებელი მოქმედების ნაცვლად გაცნობიერებულად როგორ გააკეთოს ეს.

უმეტესობა ჩვენგანი ცხოვრობს ირგვლივ მიმდინარე საგნებსა და მოვლენებზე ავტომატური, გაუცნობიერებელი რეაგირებით. მაგალითად, თუკი ვინმემ რაიმე ცუდი გითხრათ ან უსამართლოდ მოგექცათ, თქვენ გაუცნობიერებლად რეაგირებთ ამაზე, ბრაზდებით, შფოთავთ. ესე იგი, გაუცნობიერებლად იქცევით. იმის ნაცვლად, რომ მოიქცეთ გაცნობიერებულად.

თქვენი აზრებითა და ემოციებით, რომლებიც ნეგატიურადაა დამუხტული, სამყაროს ავტომატურად უგზავნით ბრძანებას კიდე უფრო მეტი ნეგატივის მისაღებად. თუკი გინდათ დადებითი შედეგის მიღება, უნდა ისწავლოთ სხვაგვარად, პოზიტიური გზით, გაცნობიერებულად რეაგირება ამა თუ იმ მოვლენაზე

კარგი ახალი ამბავიც გვაქვს! : )

კარგი ის არის, რომ, როგორც კი შეიმეცნებთ და მიხვდებით მიზიდულობის კანონის ფუნქციონირების არსს, შეძლებთ დაიწყოთ თქვენივე ნებით და სავსებით გაცნობიერებულად შექმნათ უკეთესი ცხოვრება.

თქვენ გაქვთ არჩევანი: დადებითად უსაპუხოთ ყველაფერს რაც ხდება ან აირჩიოთ, იფიქროთ პოზიტიურად, კონცენტრირდეთ და ფოკუსირდეთ იმაზე, რა გსურთ ცხოვრებაში.

გაქვთ არჩევანი: აირჩიოთ ის, რაც გიყვართ, მოგწონთ და ბედნიერს გხდით და მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომავლის შექმნაში თქვენივე ემოციების, შეგრძნებებისა და აზრების მართვით.

მიზიდულობის კანონი უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს, დაუსრულებელ, უსაზღვრო სიუხვესა და სიხარულს.

იგი არ ცნობს და არ იცნობს სირთულეების ხარისხს და შეუძლია გარდაქმნას თქვენი ცხოვრება ნებისმიერი მიმართულებით.

ცხოვრებაში მიზიდულობის კანონის მუშაობის არსის გასარკვევად უნდა დავუკვირდეთ და შევისწავლოთ ზოგიერთი დეტალი.

მაშ, დავიწყოთ თავიდან:

გაგრძელება იქნება…

 

მიზიდულობის კანონის გასაღებიაუდიო წიგნი

ჯეკ ქენფილდი, დევიდ ვეტკინსი I ნაწილი

ფრანგულიდან თარგმნა ია ხაჭაპურიძემ

„მიზიდულობის კანონის გასაღები“- წიგნი 2

ნანახია:(2560)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გურჯიევის რჩევები ქალიშვილს

მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე. ყოველთვის აცნობიერე ფიქრები, გრძნობები, სურვილები და ქმედებები. ყოველთვის დაასრულე ის რასაც დაიწყებ. რასაც აკეთებ, გააკეთე


უცოდინარი, რომელმაც არ იცის რომ უცოდინარია — დანინგ-კრუგერის ეფექტი

ერთხელ ფილოსოფოს ანაქსიმენეს თავისმა ახალგაზრდა მოწაფემ ჰკითხა თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ყოველ მომდევნო წელს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რაზეც


„მოგესალმებათ სურვილების განყოფილების ოპერატორი!“

– ალო, შეიძლება ღმერთთან საუბარი? – გამარჯობათ! ახლავე დაგაკავშირებთ! – გამარჯობა სულო ჩემო! ყურადღებით გისმენ! – უფალო! გთხოვ ამისრულო ჩემი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*