8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგონაზე | Jolo.ge


8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგონაზე

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგონაზე

თუ თქვენ გსურთ არასოდეს შეაჩეროთ პიროვნული ზრდა, უნდა დაქორწინდეთ გოგონაზე, რომელსაც საკმაოდ რთული ხასიათი აქვს.

კაცების უმეტესობა, ბუნებრივია, არჩევანს გააკეთებს იმაზე, ვისაც ბევრი პრეტენზია არ გააჩნია, რადგან ეს გაცილებით კომფორტულია. ის არ ითხოვს ბევრს, უბრალოდ მიჰყვება დინებას, არის მშვიდი და თბილი, ხშირად გიღიმით.

რთულ გოგონებს არ შეუძლიათ ასე მარტივად შეეგუონ მდგომარეობას, რადგან თვლიან, რომ მეტს იმსახურებენ. მათ სჭირდებათ მაქსიმუმი როგორც საკუთარი თავისგან, ისე ცხოვრებისაგან და საყვარელი მამაკაცისაგან.

ასეთი გოგოს გეგმები კიდეv ბევრ რამეს გასწვდება. იგი კამათობს, გარწმუნებს, გადაგარწმუნებს — ის საერთო საქმეში დებს მთელ თავის ვნებას, მზრუნველობასა და ემოციას.

ასევე არ შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი ტიპის გოგოსათვის ეს საკითხები უმნიშვნელოა, მაგრამ იგი იმდენად უფრთხილდება თავის ურთიერთობას, რომ საკუთარი საჭიროებები, ოცნებები და იმედები გადააქვს მეორე ან მესამე პლანზე. ეს ყველაფერი კი ემსახურება ნებისმიერ ფასად ოჯახში სიმშვიდის შენარჩუნებას. მას არ ახასიათებს გამომგონებლური გონება, ის გაცილებით უბრალოა.

უინიციატივო მამაკაცი მაშინვე პირველ ვარიანტს აირჩევს, რადგან მას არ სურს ბევრი თავსატეხი და დამატებითი შრომა, არ სურს გამოიწვიონ ურთიერთობაში და შეეწინააღმდეგონ. თუმცა ასეთ ურთიერთობასაც ვერ დაარქმევ უპრობლემოს, რადგან მალე ყველაფერი რუტინაში გადაიზრდება და ჭკნება. ადამიანები კი ჩვევის, იპოთეკის ან ბავშვების ხათრით განაგრძობენ ერთად ცხოვრებას.

ნამდვილი მამაკაცი კი იმთავითვე ხვდება, რომ გოგონა პრობლემური ხასიათით საუკეთესო ვარიანტია, მართალია ურთიერთობას სირთულეები მოჰყვება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ იგი ისწრაფვის უკეთესობისაკენ. ადეკვატური კომუნიკაციის პირობებში ეს ურთიერთობა გაცილებით მყარი ხდება.

ასეთი ტიპის ქალზე დაქორწინება კარგი არჩევანია, თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ეს ის არ არის, რაც თქვენ გჭირდებათ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სწორედ ის არის. უბრალო გოგონა ვერ მოახერხებს თქვენს სრულად დაკმაყოფილებას — იქნება თბილი და საყვარელი, მაგრამ ვერასოდეს გახდება ახალი მიღწევებისთვის თქვენი შთაგონების წყარო. შესაბამისად არასოდეს დაგტოვებთ შეგრძნება, რომ რაღაც მეტი გჭირდებათ.

რთული გოგონები, როგორც წესი, შემოქმედებითი და კარგი წარმოსახვის უნარის მქონე პიროვნებები არიან. მათ შეიძლება გიჟებიც ვეძახოთ, მაგრამ არავის ეყვარებით უფრო ვნებიანად და ძლიერად.


სწორედ ასეთი გოგონები ახდენენ თქვენს პროვოცირებას, რომ აისრულოთ თქვენივე ოცნებები. მათთან ნებისმიერ თემაზე საუბარი საინტერესოა. მათ არგუმენტებს კი შეუძლიათ თქვენი ღირებულებათა სისტემა დააყენოს ეჭვქვეშ. ზოგჯერ იმასთან შეგუებაც მოგიწევთ, რომ ბევრ საკითხში თქვენზე გონებაგახსნილად აზროვნებს. კი, ვიცი, რომ ეს მარტივი არაა, მაგრამ სამაგიეროდ მოწყენის საშუალება არასოდეს გექნებათ.

უბრალო გოგონებს აზრებიც უბრალო აქვთ, მათთან ცხოვრება მშვიდი იქნება. ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია.

თუ თქვენ გინდათ გაიფართოვოთ აზროვნების ჰორიზონტები და შესაძლებლობები, უმჯობესია დაქორწინდეთ ,,რთულ” გოგონაზე. აი 8 მახასიათებელი, რომ ის რთულია.



1) იშვიათად გეუბნებათ იმას, რისი მოსმენაც გინდათ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მართალი აღმოჩნდება ხოლმე. დაქორწინდით მასზე!

2) დაქორწინდით ისეთ გოგონაზე, რომელიც გთხოვთ მის პატივისცემას.

3) დაქორწინდით გოგონაზე, რომელსაც აქვს საკუთარი აზრი პოლიტიკაზეც კი და შეიძლება ის თქვენსას სულაც არ ემთხვეოდეს.

4) დაქორწინდით გოგონაზე, რომელსაც თვალები უელავს, როცა თქვენ ლაპარაკობთ მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

5) დაქორწინდით გოგონაზე, რომელიც არასოდეს მოგცემთ მისი ტალანტის დამარხვის უფლებას.

6) დაქორწინდით გოგონაზე, რომელიც გაიძულებთ გახდეთ უკეთესი ყოველ მომდევნო დღეს.

7) დაქორწინდით გოგონაზე, რომელიც ხშირად გეწინააღმდეგებათ.

8) დაქორწინდით გოგონაზე, რომლის ნიჭი და უნარები თქვენი უნარების თანაბარია, ან ამეტებს მას.

მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დედაჩემში ყველაზე მეტად მოსწონდა ის, რომ იგი მასზე გონიერი იყო. მხოლოდ ძლიერ და ნამდვილ მამაკაცს შეუძლია ამგვარი აღიარება.

ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ასეთი ქალები რეალურად თავის ტკივილია, მათ შეუძლიათ ყველა საკითხზე გეკამათონ და რაღაც მომენტში ისიც გაგრძნობინონ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისი გაბედნიერება, მაგრამ დროთა განმავლობაში, გამოცდილებასთან ერთად საუკეთესო პრეტედენტი გახდება ცოლის როლისთვის. როცა ასეთს იპოვნით არ მისცეთ თქვენგან წასვლის საშუალება, რადგან იგი შეიძლება საუკეთესო რამეა, რაც ცხოვრებაში შეგმთხვევიათ.



წყარო — dare.ge

ნანახია:(883)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ მამაკაცი ამას აკეთებს, თქვენ მისთვის პრიორიტეტი ხართ…

ყველა ქალს აინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი მამაკაცისთვის. შესაძლოა არ დასვან შეკითხვა, თუმცა მასზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გსურთ იცოდეთ, ხართ


რატომ არ გრძნობთ ბედნიერად თავს?

მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას, მოცემულ მომენტში რატომ არ განიცდით ნეტარებასა და ბედნიერებას: თქვენი აზრები ტრიალებენ იმის გარშემო, რაც თქვენ


სიყვარულის სიმპტომები — მედიკოსების თქმით, სიყვარული დაავადებაა

„სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი  ნომერიც მიანიჭა — F63.9.  თავისი მახასიათებლებით სიყვარული ისეთ დაავადებათა რიცხვში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*