მიყვარხართ და ისე მჭირდებით როგორც არასდროს! | Jolo.ge


მიყვარხართ და ისე მჭირდებით როგორც არასდროს!

მიყვარხართ და ისე მჭირდებით როგორც არასდროს!

ხანდახან რომ დავფიქრდები რაღაც არანორმალურად, საშინელი მონატრებით მენატრებიან ჩემი ადამიანები… გონებაში მათთან ერთად გატარებულ დღეებს ვიხსენებ და ვხვდები, თუ რაოდენ ძვირფასია ის წუთები ჩემთვის.

რომ დროს და მანძილს არაფერი შეუცვლია, რომ ისევ ისე დიდია ცამდე სიყვარული, მერე ცას გავხედავ და ჩემთვის ცისარტყელას ვხედავ, ცისარტყელას, რომელსაც იმ მომენტში ჩემს მეტი ვერავინ ამჩნევს, და იქ ჩემი საყვარელი ადამიანების მომღიმარ სახეებს, მათ ღიმილშიც იგივე გრძნობაა, რომ დროს და მანძილს არაფერი შეუცვლია და ისევ ისეთი გრძნობაა როგორიც გვქონდა, მხოლოდ ერთი ჩახუტება ჭირდება ბედნიერებისთვის, რომელის საშუალებასაც მანძილი არ გვაძლევს.

მიყვარხართ და ისე მჭირდებით როგორც არასდროს!

თქვენ ჩემი ის ნაწილები ხართ წლების წინ რომ დავტოვე და ჩემი გულიც მანდ დაგიტოვეთ, ისღა მრჩება დროის ათვლა დავიწყო და და ის სიყვარული დავიბრუნო რაც წლებმა წამართვა!

მიყვარხართ!

ნესი რობაქიძე

ნანახია:(110)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„უკვე ხუთი წელია ვებრძვი უშენობას და ის სულ მამარცხებს“ …

ახლა ისე მენატრები, თითქოს ერთი საუკუნის უნახავი მყავდე. თურმე ასე ყოფილა მონატრება. დრო, ალბათ მხოლოდ მონატრებას ვერ აუფერულებს, პირიქით, ამძაფრებს.


„წლების მანძილზე აშენებ ოცნების კოშკს! აშენებ, რომ ნანგრევებში მოყვე“- ემიგრანტი ათენიდან

ეს, რასაც ახლა ვწერ, არ არის ერთი ადამიანის ტრაგედია. ამ ამბავს არ ჰყავს ერთი კონკრეტული ადრესატი. გმირი, მითუმეტეს !  გარდაიცვალა!


„ძალიან მაკლდა … შეხება, სურნელი, სითბო …“ — ქართველი ემიგრანტის „ჟილეტი“

ბავშვობაში, მამაჩემს და დედაჩემს ჰქონდათ საზიარო ერთი ჟილეტი, ხელნაკეთი იყო, ძალიან უცხო და ლამაზი. შემოდგომიდან გაზაფხულამდე, როდესაც ციოდა, ხან ერთი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<