მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვილს — ყველა მშობლისთვის | Jolo.ge


მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვილს — ყველა მშობლისთვის

მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვილს — ყველა მშობლისთვის

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.

ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომითა და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.

სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

თავმოყვარეობა შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.

ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე. შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი.

 

ნანახია:(325)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დედის სიტყვის ჯადოსნური ძალა

დედის სიტყვის მაგია — ყველაზე ძლიერი ჯადოსნობა ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც კურნავს და შთააგონებს. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ქალბატონის ნაამბობით.


„აქციეთ თქვენი შვილები წარმატებულ ადამიანებად“…

ნუ იწუწუნებთ ბავშვთან, ნუ ისაუბრებთ წარუმატებლობაზე, ვალებზე, პრობლემებზე. თუ ეს საჭიროა, მაშინ გააკეთეთ, როდესაც სძინავთ ან როდესაც შინ არ არიან.


ანგელოზი, რომელიც გელოდება დედამიწაზე

ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება: — უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწას უნდა მოვევლინო, მაგრამ ასეთმა პატარამ და უმწეომ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<