„მიუხედავად სიმძიმისა თუ სიმყარისა, ფიროსმანის სურათებს არ აკლიათ სიმსუბუქე და ჰაეროვნება. | Jolo.ge


„მიუხედავად სიმძიმისა თუ სიმყარისა, ფიროსმანის სურათებს არ აკლიათ სიმსუბუქე და ჰაეროვნება.

„მიუხედავად სიმძიმისა თუ სიმყარისა, ფიროსმანის სურათებს არ აკლიათ სიმსუბუქე და ჰაეროვნება.

ძველი ჩანაწერებიდან

დიდი ფრაგმენტი რეალური ცხოვრებისა

დაზგურ ფერწერაში არსებობს სივრცის, მასშტაბის, კომპოზიციის, ნახატის, ფორმის, ფერის, შინაარსის, აზრის გადმოცემის პრობლემა და ფიროსმანი ის ფენომენია, ვინც ეს დაძლია. მისი შემოქმედება აბსოლუტურად ადექვატურია რეალური და ირეალური სამყაროსი, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის მატერია და იდეა.

ფიროსმანის შემოქმედება ერთი დიდი ფრაგმენტია რეალური ცხოვრებისა, რომელიც დაყოფილია უამრავ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ და ამავე დროს ერთმანეთზე დამოკიდებულ კომპოზიციებად, ანუ სურათებად, სადაც იგრძნობა ფერი და არა საღებავი, სადაც მონასმის ტექნიკა უახლოვდება ბუნების მიერ შექმნილ „დიზაინს“, სადაც შერწყმულია ნატურალიზმი, იმპრესიონიზმი, სადაც იგრძნობა ცხოვრებისეული დისკომფორტი, სადაც არის ანალოგია ყოველდღიურთან და ბანალურთან, დიდთან და მუდმივთან… სადაც დარღვეულია კლასიკური მხატვრობის პრინციპები და ამით მიღწეულია წარმოუდგენელი გამომსახველობა.
იქნება ეს აბრა თუ პორტრეტი, მრავალფიგურიანი კომპოზიცია თუ ნატურმორტი — იმდენად მთლიანი და მყარია, რომ ანტიკურ შედევრებს უტოლდება და ალბათ, სწორედ აქ წყდება პრობლემა ქანდაკების და ფერწერის დიფერენციაციისა.
ფიროსმანის არსი აიხსნება იმ ქვეყნის, იმ კუთხის, იმ ქალაქის ფენომენით, რომელსაც საქართველო, ქიზიყი და თბილისი ჰქვია.
მან საუკეთესო ფორმით გადმოსცა იმდროინდელი განწყობა, საკუთარი დამოკიდებულება სამყაროს, ადამიანების, მოვლენების მიმართ. მის სურათებში ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანია, იქნება ის წინა თუ უკანა პლანზე განთავსებული, თანაბარი დატვირთვა ენიჭება ყოველ მათგანს, და მიუხედავად ამისა, სიმძიმისა თუ სიმყარისა, ფიროსმანის სურათებს არ აკლიათ სიმსუბუქე და ჰაეროვნება.

გია მირზაშვილი
2000 წელი

 

ნიკო ფიროსმანაშვილი
თეთრი ღორი გოჭებით
მუყაო, ზეთი

%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98

 

ნიკო ფიროსმანაშვილი
ნატურმორტი შაქრის თავით
თუნუქი, ზეთი
( დიდუბის დუქნის აბრის ნაწილი)

%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%95%e1%83%96%e1%83%98

ნანახია:(57)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წერილი ჯონ ლენონს და ახდენილი ოცნება

1972 წელს ერთმა ახალგაზრდა კაცმა ჯონ ლენონს წერილი მისწერა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ვოცნებობ და იქნებ ფინანსურად დამეხმაროო. ლეგენდარულმა მუსიკოსმა მას


კეთილი საქმე, რომელიც უხმაუროდ კეთდება …

ალბათ, ბევრი კეთილი საქმეა, რომელიც უხმაუროდ კეთდება და რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. ალბათ, ეს ამბავიც ასე ჩაივლიდა… არადა, როგორ მიხარია


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<