მისწერეთ წერილი ქვეცნობიერს | Jolo.ge


მისწერეთ წერილი ქვეცნობიერს

მისწერეთ წერილი ქვეცნობიერს

„ქვეცნობიერზე საუბარი ჩემი საყვარელი თემაა,“ — ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და იმ მეთოდს გვთავაზობს, რისი დახმარებითაც ქვეცნობიერთან ურთიერთობას შევძლებთ.

ქვეცნობიერთან ურთიერთობაში უნდა მოიპოვოთ ნდობა, რადგან ამ შემთხვევაში ეფექტურობა მისი მხრიდან საგრძნობლად გაიზრდება.
ზოგი იტყვის რა ქვეცნობიერი, რისი ნდობა, რა საუბარი ??? 🙂
„ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“- ო, ხომ გაგიგიათ?
ჰო და, მეც ამ საქმეს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. პირველ რიგში, შინაგანი სურვილი მაქვს ამის შესახებ ვწერო. და მეორეც, თუ ვინმე გაეცნობა, წაიკითხავს და თავის მოსაზრებას გამიზიარებს – მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის. <3
ასე რომ, დავუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ ქვეცნობიერს, აზრების ძალას და მასთან კომუნიკაციის დამყარების გზებს.
დღეს, მხოლოდ ერთ მეთოდს შემოგთავაზებთ. ყველაფერი ძალიან მარტივია.

%e1%83%a5%e1%83%95მისწერეთ წერილი ქვეცნობიერს !

გამოხატეთ, მის მიმართ მადლიერება. აიღეთ სუფთა ფურცელი და დაიწყეთ წერილის წერა. დეტალურად გაიხსენეთ თქვენი წარსული, სადაც გიგრძვნიათ ქვეცნობიერის დახმარება, გადაუხადეთ ყოველივე ამ სიკეთისთვის მადლობა.
დიახ, დიახ ზუსტად ისე როგორც მეგობარს მისწერდით:

გამარჯობა ჩემო ქვეცნობიერო!
ძალიან მიხარია, რომ მყავს ერთგული მეგობარი შენი სახით. კარგად ვიცი, ჩემთვის ყველაფერი საუკეთესო გინდა. შენ ხარ ჩემი დამცველი და შენ შეგწევს ძალა გამიყვანო დასახულ მიზნებამდე, მატარო ოცნების გზით, მაჩვენო სწორი მიმართულება. მინდა, შენს მიმართ გამოვხატო უღრმესი პატივისცემა იმისთვის, რომ მკარნახობ – როგორ მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციებში… მადლობა იმისთვის, რომ მაშინ გახსოვს… მიმაღებინე ისეთი გადაწყვეტილება რომელმაც შედეგად… მომიტანა….. “.
და ა. შ.

აღწერეთ კონკრეტული მომენტები, როცა ქვეცნობიერი გეხმარებოდათ. როცა მან, ინტუიციის სახით მიგანიშნათ რთული სიტუაციიდან თუნ როგორ გამოსულიყავით… ან გაიხსენეთ მოვლენები, როცა მან ცხოვრებაში მოიზიდა საჭირო ადამაინები, რომელიც შემთხვევითობას მიაწერეთ. გულღიად გადაუხადეთ მადლობა.

მგონო პრინციპი გასაგებია..
აუცილებლად დაწერეთ კალმით ან ფანქრით. არ დაბეჭდოთ კომპიუტერზე. ქაღადზე წერა აძლიერებს მასთან კონტაქტის ეფექტს.

წერილი შეგიძლიათ დაწეროთ არა ერთი.

შეიძლება იყოს მთელი სერია წერილებისა. შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი რვეული და სისტემატიურად წეროთ. ზოგჯერ კი თქვენი ქვეცნობიერისთვის იკითხოთ ისინი. როგორც საყვარელ ადამიანს წაუკითხავდით.

თუ შეასრულებთ ამ მარტივ სავარჯიშოს, შეძლებთ სინამდვილეში „დაუმეგობრდეთ“ თქვენს მეორე „მე“-ს. თქვენი ნდობა მისდამი გამყარდება და ის გახდება, ერთგული მსახური მთელი ცხოვრება.

ქვეცნობიერი ისედაც თქვენს სამსახურში დგას დაბადებიდან, მაგრამ დაცვის კედელს აშენებს იმ მასალისგან (უკამათოდ მიღებული ინფორმაციები, მტკიცებულებები, რწმუნებულებები) რასაც თქვენ აწვდით თავში შემავალი ინფორმაციების სახით (ტელევიზია, გაზეთები, ჟურნალები, მშობლები, მეზობლები, მეგობრები…).

გიკვირთ, რატომ არის გარშემო ასეთი მდგომარეობა?

არ მოგწონთ, განიკითხავთ, აკრიტიკებთ, დასცინით, ბრაზობთ, წუწუნებთ…

ქვეცნობიერი გარშემო ქმნის ისეთ რეალობას და იმ მასალისგან, რასაც ის იღებს გარედან.
აი, ასეთი საინტერესოა მეთოდიკა ინტუიციის განვითარების და ქვეცნობიერთან დამეგობრების.

გააკეთეთ და დარწმუნდით სავარჯიშოს ეფექტურობაში, ნახეთ, რამდენად უკეთესად წარიმართება თქვენი ცხოვრება. <3

გისურვებთ წარმატებებს!
მადლიერებით თამარ კვარცხელია

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(993)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ყველა ჩემი წესი იმოქმედებს იმ შემთხვევაში თუ გააკეთებ“

„მე ყოველთვის ვყოფდი 24 საათს ასე, გძინავს 6 საათი და გრჩება 18 საათი… ვიცი, ზოგიერთი იტყვის მე მძინავს 8-9 საათი,


ბედნიერი ურთიერთობების შექმნის რეცეპტი ქალბატონებს — ნუ ეძებთ მამაკაცს

– ნაცვლად იმის, რომ ვეძებოთ მამაკაცი, შევეცადოთ ვიპოვოთ საკუთარი თავი. აი, სად გველოდება ყველაზე საინტერესო თავგადასავლები. – ნაცვლად იმის, რომ


სიმართლე აღსარებას ჰგავს

როდესაც ჩვენ ვინმეს თავს ვახვევთ საკუთარ აზრებს და შეხედულებებს, ამას არ ქვია სიმართლე. სიმართლე — ეს არ არის ჩვენი შეხედულება.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*