„მისი დიდი წვლილია იმაში, რომ მე დღეს წარმატებული და ბედნიერი ქალი ვარ“… | Jolo.ge


„მისი დიდი წვლილია იმაში, რომ მე დღეს წარმატებული და ბედნიერი ქალი ვარ“…

„მისი დიდი წვლილია იმაში, რომ მე დღეს წარმატებული და ბედნიერი ქალი ვარ“…

თქვენ მოისმენთ დღეს საკმაოდ ცნობილი ბრენდის, — „ჭიტასდამფუძნებლის  ხათუნა ჩხიკვაძის ისტორიას და შეიტყობთ თუ, როგორ გადაიქცა სათამაშოების მაღაზიათა ქსელჭიტად“ 35 კვ.ის ფართი.

ასევე გაიგებთ, თუ რამ შეუწყო ხელი ბიზნესვუმენის წინსვლას და რა არის საჭირო წარმატების მოსაპოვებლად.

„არის პოზიტიური და ძალიან ხალისიანი, მისი სავიზიტო ბარათი ღიმილია,“- ასე ახასიათებენ მას ახლო მეგობრები… ხათუნა ჩხიკვაძე სიხალისესთან ერთად, ქველმოქმედებითაც  გამოირჩევა. სწორედ მისი დამსახურებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ  „სიცილის კარნავალზე“ „ჭი-ტას“ სათამაშოებით ბევრი ბავშვი დასაჩუქრდა.  პატარებს გასახარებლად და გასართობად „ჭი-ტას“  დამფუძნებელმა ზღაპრის გმირებიც გამოუგზავნა.  მასთან ინტერვიუს ჩასაწერად სწორედ ამ სიკეთემ მიგვიყვანა.

ხათუნა ჩხიკვაძე: მიხარია, რომ ჩვენი პროდუქციით ვახარებთ ბავშვებს და ჩვენი განწყობით ვახალისებთ საზოგადოებას. ჩვენი კომპანია მოტივირებულია მაქსიმალური პოზიტივი, ხარისხი,  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და დაბალი ფასები შესთავაზოს მომხმარებელს.

ანიმაციური ფილმების გმირები კი შეგიძლიათ ჩვენს ქსელში ყოველ შაბათ-კვირას იხილოთ. ისინი ზრუნავენ, როგორც ბავშვების ასევე დიდების განწყობაზეც, ეს სრულიად უსასყიდლოდ ხდება, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ანიმატორები ახალისებენ.

 

— „ჭი-ტას“ ისტორია როგორ დაიწყო?

-საკმაოდ საინტერესოდ (იცინის). სახელი „ჭიტა“ მე და ჩემი მეუღლის სიყვარულს უკავშირდება. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა 9 წელია. 16 წლის ვიყავი როდესაც მე და ზვიადი დავქორწინდით. პატარად აღმიქვამდა და მოფერებით „ჭი-ტას“ მეძახდა.  დროთა განმავლობაში ეს  ჩვენს საყვარელ სიტყვად იქცა, მერე კი როდესაც სათამაშოების ბიზნესი დავიწყეთ, ჩემმა მეუღლემ შემომთავაზა, კომპანიისთვის სახელი „ჭი-ტა“ დაგვერქმია.

საზოგადოებამ ეს სახელი  ძალიან კარგად მიიღო და დღემდე მოვედით. 19 წლის ხდება უკვე ჩვენი კომპანია… მართალი ხართ, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ბრენდი ვართ, რისთვისაც მადლობა უფალს.

-რთული იყო ქართულ ბაზარზე ამ სტატუსის მოპოვება?

-პირველად დავიწყეთ სუპერმარკეტით, ორი წელი ვამუშავეთ, მერე სხვა ბიზნესზე გადავედით, აღვადგინეთ  ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკა, რომელიც წარმატებული არ აღმოჩნდა. საბოლოოდ ბევრი ბიზნესი მოვსინჯეთ,  უამრავი ჩავარდნა იყო, მაგრამ  დაცემა არასოდეს ყოფილა, რადგან ყოველთვის მოტივირებული გუნდი იყო ჩემს გვერდით, ამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიზნესში. ახლაც  მყავს თანამშრომლები, რომლებიც 18 წელია ჩვენთან მუშაობენ, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ქალბატონი სვეტა გიგაური, რომელიც ერთ-ერთი მათგანია. თანამშრომლების ნახევარზე მეტი ჩვენთან უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.

 

-თავიდან, როდესაც ეს ბიზნესი დაიწყეთ იფიქრებდით, რომ ასეთ წარმატებულ ბრენდად იქცეოდით?

-მეც ბუნებით მებრძოლი ვარ, მოტივაციაც არასოდეს მაკლდა, არც კრეატიული იდეები, მიყვარს სიახლეები, მუდიმივად ვიგონებ რაღაცებს და ვქმნი ახალს, ჩემში წინსვლის ფიქრები ყოველთვის იყო. მაგრამ როდესაც ამ საქმიანობას  ვიწყებდი ასე ფართო მაშტაბებზე არ ვფიქრობდი. ყველაფერი 35 კვადრატულით დაიწყო…

მაშინ სიტუაციაც იყო საშინელი, ომის პერიოდი, ქუჩაში დაპირისპირებები, უშუქობა, შავი სამყარო, გადაადგილება საშიში იყო…

90-იანი წლები ძალიან მწარედ შეგვეხო, იყო ავტომატებით შემოვარდნები, ობიექტის გატეხვები, უამრავი ზარალი, ქურდული გარჩევები, ხშირად ჩემს ქმარს და ძმას, რომლებთან ერთადაც ავაწყვე ეს ბიზნესი და დღემდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდივართ არ ვრევდი ამ გარჩევებში, იყო შემთხვევები მანდილი ჩამიგდია და ესა თუ ის პრობლემა ქალურად მომიგვარებია.90-იანი წლები ეს შავი ლაქებია…

 -თუმცა, მიუხედავად ამისა არ გაჩერდით…

— ია-ვარდით მოფენილი არცერთი ბიზნესი არ არის, ვერცერთი წარმატებული ადამიანი ვერ დამაჯერებს ამას. შეუძლებელია წარმატებას  მიაღწიო ისე, რომ არ იყოს ნერვიულობა, გათენებული ღამეები, შრომა და სხვა მრავალი  ფაქტორი… როდესაც ამ ყველაფერს გადალახავ და მერე უკან იხედები, ამბობ, —  რამდენი წვალება და შრომა მაქვს გავლილი, მაგრამ მაინც გახარებს… რადგან შედეგს ხედავ და შენს ირგვლივ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უხარიათ, რომ ერთად მუშაობთ და ერთად ქმნით რაღაცას, ამ დროს წვალება სადღაც ქრება და უბრალოდ ბედნიერი ხარ…

მადლობლი ვარ უფლის ამ ყველაფრისთვის, რომ მყავს ასეთი გარემოცვა, თანამშრომლები, ოჯახი, ჩემი მშობლები, რომლებიც ხელს  მიწყობდნენ მთელი ცხოვრება.

მადლობა, იმისთვის, რომ მყავდა ბრწყინვალე და, ნათია ჩხიკვაძე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი. მისი ძლიერი, კეთილშობილური ბუნება და ნათელი სული, ძალიან დიდ ძალასა და ენერგიას მმატებს დღესაც, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეთ.  

 -რა ჭირდება ქალს იმისთვის რომ წარმატებული იყოს?

-ქალს, პირველ რიგში ჯანსაღი და სტაბილური ოჯახი, ასევე ერთგული გუნდი. სწორად უნდა შეარჩიო თანამშრომელი. როდესაც გუნდში გამოგვერევა არაპოზიტიური ადამიანი, რომელიც გულით არ არის საქმეში და შენს გვერდით არ დგას, საქმე წინ ვერ წავა, ერთგულება ბევრს ნიშნავს და გარემოცვას ერთ-ერთი მთავარი როლი აკისრია.

თუ ოჯახში გაქვს პრობლემები, ქმართან ან შვილებთან ურთიერთობა არ გაქვს მოგვარებული, ეს დისკომფორტს შეგიქმნის და ვერ იქნები წარმატებული. ქალი რომელსაც მეუღლისგან არა აქვს მხარდაჭერა ის ოჯახი ინგრევა და ქალი აგრძელებს წინსვლას. მე ეს პრობლემა, არასოდეს შემქმნია, პირიქით, ჩვენ ყოველთვის ერთად ვმოქმედებდით და ამისთვის მადლობა ჩემს მეუღლეს, ზვიად ბოჭორიშვილს, რადგან მას აქვს ძალიან დიდი წვლილი იმაში, რომ მე დღეს წარმატებული და ბედნიერი ქალი ვარ.

 

ნანახია:(547)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ მივაღწიოთ წარმატებას — ინტერვიუ წარმატებულ ქართველ ბოდიბილდერთან

მისი ბიოგრაფია ბევრი რამით არის საინტერესო და გამორჩეული.  ბავშობიდანვე  მიზნად დაისახა,  წარმატებული ბოდიბილდერი გამხდარიყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რეალობა ოცნებაზე უკეთესი


ფარაჯანოვი და ბევრისთვის უცნობი ისტორია, რომელიც „ჩაის სახლს“ უკავშირდება

თბილისში, ყველამ იცის, რომ საუკეთესო ადგილი ჩაის მოყვარულთათვის არის  Althaus-ის ქსელის ორი კაფე — „ჩაის სახლი ოპერასთან“ და „ჩაის სახლი ქიაჩელზე“… პირველი შთაბეჭდილება ორივე ჩაის სახლში


წარმატებული კაცის უკან ყოველთვის ჭკვიანი ქალი დგას …

წრმატების მიღწევა მარტივია, მაშინ როცა …. ალბათ თითოეულ თქვენთაგანს უფიქრია საკუთარი შვილების მომავალზე… იმაზე, რომ ოჯახიც და სამასხურიც  უნდა იყოს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*