„მინდა რომ იცოდეთ… რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას“… | Jolo.ge


„მინდა რომ იცოდეთ… რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას“…

„მინდა რომ იცოდეთ… რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას“…

მინდა რომ იცოდეთ: ყოველთვის, როდესაც თქვენ ურტყამთ თქვენს შვილს — წამოარტყამთ თავში, წაუთათქუნებთ კეფაში, ხელს კრავთ ან უბიძგებთ, ამით თქვენ მის ცხოვრებას სამუდამოდ განსაზღვრავთ, ან საუკეთესო შემთხვევაში — დიდი ხნის მანძილზე. ვერანაირი სინანული, საჩუქარი, კეთილი სიტყვა და ქება ამას ვერ შეცვლის. თქვენ ქმნით ენერგეტიკულად „კუდამოძუებულ“ ადამიანს.

daria1თითქმის ასევე ეფექტურად მოქმედებს ფიზიკური ძალადობის საფრთხეც. თქვენ ასწავლეთ მას მოექცეს საკუთარ სხეულს როგორც ციხეს და არა როგორც ტაძარს. მოგვიანებით იგი უგულებელყოფს საკუთარ თავს, შეიცვლება სხვების საკეთილდღეოდ, იმ პარტნიორებს ამჯობინებს, რომლებიც მას ცუდად ექცევიან.

სავარაუდოდ ის საკუთარ თავზე იძალადებს — დაიწყებს გადაჭარბებულად კვებას, დაიტანჯება დიეტებით, დაიწყებს სიგარეტის მოწევას, დაკავდება სექსით არა იმიტომ, რომ ეს მას სურს, არამედ იმისთვის, რომ ამითი კიდევ რაღაცა სხვა მიიღოს. თქვენ ხომ ასე ექცეოდით მას და რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს სხვამაც? საკუთარი ღირსების შეგრძნების დაკარგვის გამო, რომელიც მოდუნებულად ყოფნის და სიამოვნების განცდით იწყება საკუთარ სხეულში, ისე როგორც საკუთარ სახლში, ადამიანი, რომელსაც ცემდნენ მშობლები, სავარაუდოდ ვერასოდეს გაიგებს, რომ საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა შესაძლებელიც და საჭიროც არის.

იგი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს სიტყვებს «სიყვარული» და «პატივისცემა», მაგრამ რადგან მისი პირველი სიყვარულის გამოცდილება — თქვენი სიყვარული მის მიმართ, ძალადობასა და ბოროტებასთან იყო შერეული, მისთვის წარმოუდგენლად ძნელი გასარკვევი იქნება ზრდასრულ ურთიერთობებში. «მე მასთან თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, მაგრამ მას მე ვუყვარვარ.»

ისევე, როგორც მილიონობით ადამიანები დღეს ჩვენს ირგვლივ, თქვენი შვილიც მოითხოვს თქვენგან პატივისცემას, დაიწყებს მის ძიებას, მაგრამ მას ვერ მიიღებს — სამსახურში, ოჯახში, ის იგრძნობს, რომ «მე ხომ მეტის ღირსი ვარ, მაგრამ არ მაფასებენ!». ანდა ის ამ პატივისცემის მოსაპოვებლად დაიწყებს ბრძოლას, «რეპუტაციის გაფრთხილებას» და იმის სწავლას რომ ეს ყველაფერი ძალის გამოყენებით მოიპოვოს — მაგალითად, საკუთარ შვილებთან, და ამ ქმედებით მანკიერი წრის ჩაკეტვით. ნებისმიერ შემთხვევაში, პატივისცემა და სიყვარული ყოველთვის იქნება «სადღაც იქ», ყოველთვის სხვის ხელში, ყოველთვის კომპრომისის ან გარკვეული ვაჭრობის საფასურად: „შენ მე — მე შენ“. ამ ადამიანების დახმარება შესაძლებელია. ზოგჯერ ამას თერაპიების წლები დაჭირდება. შესაძლებელია ზოგიერთ მათგანს გაუმართლოს და ისინი დაიწყებენ მედიტირებას, ანუ ზოგიერთი მათგანი საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს ისწავლის.

რა გრჩებათ თქვენ? თუ თქვენ ცემთ თქვენ შვილს, თუნდაც „არც თუ ისე მაგრად», ან უბრალოდ ემუქრებით მას, თუ თქვენი შვილი გაღიზიანებთ, არ გისმენთ და «არ გეპყრობათ პატივისცემით», უბრალოდ არ არის მადლიერი და არ აკეთებს ისე „როგორც უნდა იყოს“ — დაიწყეთ მუშაობა საკუთარ თავზე. რაც უფრო ადრე იზამთ ამას, ეს მით უფრო უკეთესია.
არ შეეკითხოთ ფსიქოლოგს — «რა ვუყო ჩემ შვილს?», ჰკითხეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს — «რა დამემართა მე?». მოძებნეთ თქვენს ქალაქში ადგილი, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ ოშოს დინამიური მედიტაცია. თქვენ იპოვით მადლიერებას. არა იმას, რომელიც შეგიძლიათ მოითხოვოთ როგორც «მშობლის მუშაობის და გასაჭირის» საფასურად, არამედ ნამდვილ მადლიერებას, იმ ერთადერთს, რომელიც საკუთარი თავის მიმართ სიყვარულთან და პატივისცემასთან ერთად იწყება.
დივია

www.closetobody.ru

ნანახია:(2938)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„არცერთი დედა არ ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ იყოს თავისი ქმრის საუკეთესო საყვარელი“…

ასე თუ ისე ყველა დედა ასწავლის თავის ქალიშვილს საჭმლის კეთებას, ასწავლის დალაგებას, დარეცხვას. რისთვის? იმისათვის, რომ მათი შვილები იყვნენ კარგი


ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილებისთვის!

ბავშვებისათვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულის, თანადგომის, ყურადღების გამოხატვას მშობლების მხრიდან. ეს უნდა ხდებოდეს ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში. რამდენი წლისაც არ


მარია მონტესორის 19 მცნება, რომლებიც ბავშვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ

მარია მონტესორი 1870 წელს დაიბადა იტალიაში. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებსაც იმდროინდელი იტალიის დისკრიმინაციული გენდერული შეხედულებები წარმოშობდა, იგი მაინც გახდა პირველი


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort