„მინდა ფროიდზე დაყრდნობით გაგიადვილოთ ცხოვრება“ — ნათია ფანჯიკიძე

კოელიომ თქვა, ფროიდმა ადამიანებს ბრალეულობის გრძნობა ჩამორეცხა და უმანკოება აჩუქა, ყველაფერი გლახა და ხიხია, რაც გახასიათებთ, მშობლებს შეგიძლიათ დააბრალოთო.
ხოდა, მეც მინდა ფროიდზე დაყრდნობით გაგიადვილოთ ცხოვრება, — ნუ წერთ და ნუ კითხულობთ ამდენ ყოვლადუცნაურ სტატიას — «მამაკაცები გიჟდებიან ქალებზე, რომლებიც…» «კაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც….»
მარტივად, დაიმახსოვრეთ თქვენგენაცვალეთ, — კაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც რაღაცით, სულ ოდნავ, რაიმე პატარა ნიუანსით წააგვანან დედამისებს. დედამათები კი ყველანაირი არიან, ასე რომ ყველას გაქვთ შანსი ვიღაცას გაუხარდეთ.
დედა თუ არ უყვარს, ქალეულობა ზოგადად არ უყვარს.
დედა რომ უყვარს, ბუნებრივი ამბავია, პირველად მის დანახვაზე მიხვდა, რომ ქალი კარგი ადამიანია.
ხოდა შხაპის მიღება და კიჭების დაწკრიალება რომ საჭირო პროცედურაა, ეგ სტატიების კითხვის გარეშეც იცით, რაც კიჭები ამოგივიდათ, იმ დროიდან, დარწმუნებული ვარ.
ნათია ფანჯიკიძე
ნანახია:(477)-ჯერ
Comments
Related Articles
გურამ დოჩანაშვილს 74 წელი შეუსრულდა
ქართველ თანამედროვე კლასიკოს მწერალს, უდიდეს შემოქმედს, გურამ დოჩანაშვილს დღეს 74 წელი შეუსრულდა. ქართველი კლასიკოსი 1939 წლის 26 მარტს დაიბადა, ქალაქ
«როდესაც აზრი ხდება ცხოვრების ნაწილი ის ცვლის თქვენ ცხოვრებას»…
დღევანდელი პოსტი ეხება მათ ვისაც ეზარება და ჯერ არ დაუწყია საკუთარი გონებისთვის დღეში 15 წუთის დათმობა. ჩვენ ყველანი ვართ სულები
ფილმი ''კომა'' ხვალიდან უკვე თბილისის კინოთეატრებში
თბილისის კინოთეატრები ხვალიდან ახალ ქართულ მხატვრულ ფილმს „კომას“ უჩვენებენ. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელიც მოგვითხრობს როგორ ხვდება ახალგაზრდა მამაკაცი ციხეში,