«მიმართულება უნდა გაასწოროთ… მთავარს უნდა დაუბრუნდეთ « | Jolo.ge


«მიმართულება უნდა გაასწოროთ… მთავარს უნდა დაუბრუნდეთ «

«მიმართულება უნდა გაასწოროთ… მთავარს უნდა დაუბრუნდეთ «

„როდესაც თქვენი ცხოვრების ტრაექტორიის შეცვლას დაიწყებთ, იცოდეთ, რომ ცვლილების ეს პროცესი ძალიან რთული და მაცთუნებელია ...

გზას რომ ერთი გრადუსითაც გადაუხვიოთ სავალალო მდგომარეობას მიიღებთ.

წარმოიდგინეთ რომ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში თვითმფრინავში ხართ და ნიუ-იორკში, ლა გვარდიას აეროპორტში მოფრინავთ. სანამ ასაფრენ ზოლზე ხართ, იცით თუ საით გაქვთ კურსი. მაგრამ თუ კი თვითმფრინავი აშშ-ს ერთი გრადუსის ცდომილებით გადაუფრენეს 240 კმ-ით აცდება თავის მიზანს, ეს კი ორი შტატის მოშორებითაა.

სინამდვილეში რა ხდება ადამიანების ცხოვრებაში?

ყოველი ცალკე აღებული ერთი დღის განმავლობაში აგრძელებენ მოძრაობას, 10, 15, 20 წლის შემდეგ კი საკუთარ თავს ეკითხებიან:

რა მოხდა?

როგორ გავხდი ასეთი მსუქანი?

როგორ მივედი განქორწინებამდე? მე ხომ მასზე ვამბობდი, რომ ჩემი ცხოვრების სიყვარული  იყო?

როგორ გავუცხოვდი ადამიანებთან? ისინი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანები იყვნენ ჩემს ცხოვრებაში?!

რეალობა კი ასეთია, შეიძლება ძალიან ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ. უბრალოდ იყავით მხოლოდ ერთი გრადუსით გადახრილი. ასე იარეთ 10, 15, 20 წელი და ახლა 240 კმ-ით შორს ხართ თქვენი მიზნიდან.

რა უნდა გააკეთოთ, ეს  რომ არ დაგემართოთ?

თვითმფრინავს წინ აქვს გიროსკოპი, რომელიც მას სწორ კურსს უჩვენებს. არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, ამინდი შეიცვლება, გადახვევა მოუწევს… კომპიუტერი მაინც გაასწორებს მიზნისკენ. ამ მოწყობილობის საშუალებით მთელ ქვეყანას გადაიფრენს და ზუსტად იმ ზოლზე დაფრინდება, რომელზეც საჭიროა. იმიტომ რომ გიროსკოპი აქვს.

თქვენც შეგიძლიათ გიროსკოპი თქვენს ცხოვრებაში გამოიყენოთ.

მიმართულება უნდა გაასწოროთ. 

ადამიანთა უმეტესობა თუკი თავის გზას დააკვირდება, ნახავს, რომ უფრო მეტად გზიდან არის გადასული. სწორ გზაზე ხშირად ვერ იქნებით, მაგრამ მთავარია დაუბრუნდეთ, აუცილებლად დაუბრუნდეთ…

რამდენ ხანში მიაღწევთ მიზანს? ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ხანს გაატარებთ გზიდან გადასულ მდგომარეობაში. რაც უფრო მეტ დროს იქნებით გზიდან გადასული, მით უფრო მეტ დროს მოანდომებთ უკან დაბრუნებას.

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიმართულების ზუსტად განსაზღვრა. “

დარენ ჰარდი,  ჟურნალ Success-ის დამფუძნებელი

 

ნანახია:(1267)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დიდ ქვებზე იზრუნეთ, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ფასი, დანარჩენი ყველაფერი ქვიშა და მტვერია“…

ერთხელ, ერთმა ბრძენმა მოწაფეების თვალწინ მინის ჭურჭელში დიდი ქვები ჩაალაგა. ეს რომ გააკეთა, მოწაფეებს ჰკითხა, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. ყველამ


‘’როდესაც მოსწავლე მზადაა, მასწავლებელიც ჩნდება’’ 

ყოველთვის მიპოვია ჩემში საიდანღაც ძალა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი.✊ დღეს, აი ეს ნაბიჯი, ეს განაცხადი, ეს გამოწვევა ამის დასტურია.✨ 🙏მადლობა იმ


„მაგრამ არსებობს ერთი ბარიერი… უხილავი სივრცე ტრაკსა და სავარძელს შორის“…

აზრი მატერიალურია. შენ შეგიძლია გავლენა მოახდინო მატერიაზე და შეცვალო ის. შენში უკიდეგანო ღვთაებრივი ძალა და მადლია. შენ ყველაფრის შეცვლა შეგიძლია.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<