მილტონ ერიქსონის 5 ძირითადი პრინციპი | Jolo.ge


მილტონ ერიქსონის 5 ძირითადი პრინციპი

მილტონ ერიქსონის 5 ძირითადი პრინციპი

მილტონ ერიქსონის 5 ძირითადი პრინციპი:

მილტონ ერიქსონის ხუთმა პრინციპმა საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას, პიროვნული განვითარების ახალ ეტაპს, რომლის ცენტრშიც ადამიანია-როგორც უზენაესი ფასეულობა. ადამიანი, როგორც თვითკმარი და შემდგარი არსება, რომელიც კეთილშობილია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით:

1. ყველა ადამიანი მისაღებია ისეთი როგორიც არის!

OK-პრინციპი,რაც გულისხმობს რომ ადამიანი არ საჭიროებს შეკეთებას, განწმენდას,გადაკეთებას,გაუმჯობესებას. ის გაჩნდა ისეთი როგორიც საჭიროა და მას ყველაფერი „ო’ქეი“ აქვს

2. ცვლილებები შესაძლებელია და გარდაუვალია!

ცვლილებები გარდაუვალია!- დიახ, მაშინაც კი როცა გვეჩვენება რომ ვშრომობთ,ვირჯებით და არაფერი იცვლება… მეორე საკითხია რომ ცვლილებს დანახვა სჭირდება, დანახვა და ამოცნობა; ამისთვის კრიტერიუმების განსაზღვრაა საჭირო ქვეყნის თუ პიროვნების მასშტაბით-მკაფიო კრიტერიუმების.

3. ადამიანს უკვე აქვს ყველა საჭირო რესურსი წარმატების მისაღწევად!

თითოეული ადამიანი რესურსულია! -ეს იმას ნიშნავს რომ ყველა ის სურვილი თუ წამოწყების ვნება რაც ადამიანშია შესაბამისობაში მოდის მასში არსებულ პოტენციალთან.

ხშირია და ბევრჯერ მსმენია დაჩივლება,რომ კი მინდა რაღაცის დაწყება,გაკეთება,მაგრამ… და ათასი მიზეზი რატომ-ვერ!  სინამდვილეში ეს მალიმიტირებელი წარმოდგენებია,რომლებიც უკვე წინასწარვე ზღუდავს ყველა შესაძლებლობას და ადამიანს წაგებულის,უუნაროს ფსიქოლოგიას უვითარებს. რა თქმა უნდა ფესვები ისევ აღზრდაში უნდა ვეძებოთ:თუკი დაითვლით მშობელი რამდენ „ვერ შეძლებ! არ შეიძლება!“-ს ამბობს აღარ გაგიკვირდებათ ჩვენი ამგვარი განპირობებულობა.

თუმცა ეს გამოსწორებადია და უკვე ზრდასრულ ასაკში კრიტიკული აზროვნებით და საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომით შესაძლოა არსებული არასახარბიელო დინამიკა შეიცვალოს.

4.  ადამიანი ყოველთვის აკეთებს საუკეთესო არჩევანს იმ ალტერნატივებიდან, რომლებიც მას გააჩნია იმ მოცემულ მომენტში!

რამდენი დრო და ენერგია დაიზოგება თითოელმა ჩვენგანმა რომ ეს ბოლომდე გავიაზროთ და ამ პრინციპით ვიხელმძღვანელოთ ხოლმე ცხოვრებაში!

რამდენი საათი,დღე თუ კვირა გადის წარსულის „შეცდომების“ ანალიზში;უშედეგო თვითგვემაში და დაუსრულებელ გადასინჯვებში-თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო „უკეთესად“! სწორედ აქ შემოდის ერიქსონის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფორმულა: ადამიანის გონება ყოველ მოცემულ სიტუაციაში საუკეთესო არჩევანს აკეთებს!– ეს იმას ნიშნავს რომ „დაშვებული შეცდომები“  ჩვენი ილუზიებია, მეცნიერულ საფუძველს მოკლებული ვარაუდებია: „ასე რომ ყოფილიყო?!“, „ისე რომ ყოფილიყო?!“…

5. ყველა ქმედებას საფუძვლად უდევს პოზიტიური განზრახვა!

ყველაზე მეტად საკამათო: მილტონ ერიქსონის აზრით თითოეულ ქმედებას პოზიტიური განზრახვა უდევს საფუძვლად!

მაშინაც კი თუკი ერთი შეხედვით ასე არ ჩანს. ადამიანი მიდრეკილია აკეთოს კარგი, თუნდაც ვერ მიიღოს პოზიტიური შედეგები – თავდაპირველი განზრახვა მაინც პოზიტიურია!

მე მომწონს ასეთი ხარისხის ნდობა ადამიანის მიმართ,ეს საშუალებას იძლევა ძალიან ბევრ სიტუაციაში კი არ გავბრაზდეთ მეორე ადამიანზე და შურიან,ბოღმა თუ ბოროტ არსებად წარმოვიდგინოთ ის,არამედ მისი ქმედებების მიღმა კეთილი განზრახვა ამოვიცნოთ,რაც სწორი და ეფექტური კომუნიკაციის საშუალებას მოგვცემს.

ეს პრინციპები აპრობირებულია მოწინავე,განვითარებულ ქვეყნებში; მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით და ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა შესწავლის შედეგად მიღებული  დასკვნებია,რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, სტრუქტურირებულად აძლევს ადამიანს საშუალებას შექმნას და გავლენა იქონიოს საკუთარ მომავალზე!

სადავეები თითოეული ჩვენგანის ხელშია,თუმცა ამგვარი პასუხისმგებლობა ყველასთვის არაა-მხოლოდ რჩეულთათვის!

ამავე დროს თითოელი პრინციპი ჰუმანურ საწყისებზეა აგებული და საზოგადოების ერთიანობის და დაკავშირებულობის განცდას აღვივებს!

ეს სრულიად ახალი, ინოვაციური ხედვაა და ზუსტი სვლა სასურველ რეზულტატამდე

 

წყარო: http://www.columbus.ge

 

 

 

ნანახია:(313)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

იყავი ბედნიერი აქ და ახლავეე!

ხშირად ადამიანებს არა თავად ბედნიერება სწადიათ, არამედ უნდათ რომ უბრალოდ ბედნიერ ადამიანებად მოსჩანდნენ ისინი გარედან…. „ერთი „იმის „ სახე დამანახა,


ცრუ და ჭეშმარიტი მოძღვარი

ცრუ მოძღვარი გამშვიდებთ, არ ზრუნავს თქვენს გარდასახვაზე, გამშვიდებთ ისეთს, როგორიც ხართ. ეს იგივეა, რაც ტრანკვილიზატორი, ძილის წამალი. ჭეშმარიტი მოძღვარი კი


ბედისწერის სათავე ჩვენსავე აზრებშია

ადამიანის ტვინი ზე–სიმძლავრის კომპიუტერია. ყოველ 3 წამში ერთხელ ტვინი ახდენს ფოტოგრაფირებასა და დაფიქსირებას თუ რას ვხედავთ, რა გვესმის, რას შევიგრძნობთ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*