მიიღე , ადექი და წადი!!! | Jolo.ge


მიიღე , ადექი და წადი!!!

მიიღე , ადექი და წადი!!!

…რა გასაოცარი რამაა მისი უდიდებულესობა — ნებისყოფა… უპრეცენდენტო დედოფალია ( ან იქნებ თქვენთვის მამრობითი სქესისაა))))) ისე როგორც ჩვენი lexus -ი, რომელიც ჩემი ქმრისთვის ალექსანდრა იყო და ჩემთვის ალექსანდრე:)

… გეტყვით, რომ სულით ხორცამდე მონარქია და იაფ ფასიან თამაშში მას ვერ ჩართავთ…..
ის ადგილიდანაც არ გაინძრევა, სანამ თქვენი სურვილი მოწოდების სიმაღლეს არ მიაღწევს….
…ეს «როგორ მინდა დაკლება» და
«დღეიდან ვსინჯავ დიეტას» ,
«ვარჯიში ჩემთვის ალბათ არ შეიძლება» ,
«ექიმს ვკითხავდი, მაგრამ არ მცალია მასთან ვიზიტისათვის»
«ჯობია 1 ნაჭერი პურით ნაკლებს შევჭამ და ჩქარი ნაბიჯით ვივლი» — მახალისებს ხოლმე ძალიან:))))) მე მახალისებს და მას არა!

იწყებ დიეტას და გშია?
ეს ნიშნავს რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ გაიმარჯვო, ჯერ არ მიგიღია…შენ მხოლოდ დაწყება გადაწყვიტე და არა შედეგის მიღება.

საკმარისი გადაწყვიტო რომ შენ შედეგი გინდა , რომელსაც აუცილებლად მიიღებ, ეს დედოფალი გაუნძრევლად ყოფნის მდგომარეობიდან, ნელ ნელა გადადის მოქნილი ულამაზესი ავაზას მდგომარეობაში, რომელიც მიზნისაკენ მიქრის…..
და ულამაზესი სანახავია, როგორც ავაზა, აგრეთვე მიზნისაკენ მთელი ჟინით მავალი ადამიანი, რომელიც გზა და გზა იძენს, ჯანმრთელობას, სილამაზეს, ენერგიულობას, ბედნიერებას, კმაყოფილებას და სამიზნესთან მისული აღმოაჩენს რომ არა მარტო მიზნისათვის მიუღწევია…..პიროვნებაც გამხდარა….

…ან შენ და მისი უდიდებულესობა — ნებისყოფა ერთად მართავთ შენს ცხოვრებას ან არა და…..

შენი მინდა ყოველთვის იქნება პოტენციას მოკლებული და ვერასოდეს შეძლებს შენი სურვილისთვის სულის ჩაბერვას….

სწორედ ამიტომ ….მიიღე გადაწყვეტილება , რომ შენ გაივლი გზას და დაძლევ!
მიიღე , ადექი და წადი!!!

ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(2500)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყველაფერი გონებიდან მოდის….

— პირველმა დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი ღმერთიდან მოდის და ეს იყო მოსე… — მეორე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ყველაფერი


თუ თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის სხვას ადანაშაულებთ მაშინ….

თქვენს ცხოვრებაში თუ რამ ხდება და თქვენ ყოველთვის სხვას ადანაშაულებთ ამაში, ანუ თითს იშვერთ სხვისკენ — ღმერთისკენ, სამშობლოსკენ, წინაპრებისკენ, მშობლებისკენ,


დაკვირვებიხარ, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში თითქოს და უმნიშვნელო ადამიანები?

დაკვირვებიხარ, როგორ შეუძლია ერთ წამს მთელი დღის განწყობა წყალს გაატანოს? დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება “მოკვდე” ერთ წამში?იმას თუ დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*