მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის! | Jolo.ge


მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის!

მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის!

2018 წელი

ახალი წელი

365 ახალი დღე

365 ახალი შანსი.

შანსია, ყველაფერი დაიწყო თავიდან. შეწყვიტე იმაზე ფიქრი, რის გაკეთებას აპირებ და დაიწყე ახლავე. ახლა დადგა დრო, იცხოვრო როგორც გინდა და იყო ის, ვინც გინდა.

დაივიწყე, რაც მოხდა 2017 წელს, მან დაკარგა აქტუალობა. გაუშვი მადლიერებით.

გაარკვიე, ნამდვილად რა გინდა. ნუ ცხოვრობ სხვების მოლოდინებით. ერთი სიცოცხლე გაქვს და ის იმისთვის მოგეცა, რომ გააკეთო რაც შეიძლება ბევრი რამ. ჩამოწერე ოცნებების სია, განალაგე პროირიტეტების მიხედვით, თითოეული მათგანი გადაიყავანე მიზანში და შეუდექი მის განხორციელებას, ახლავე. სიძნელეების მიუხედვად, განახორციელე ისინი 2018 წელს 99%-ით.

მნიშვნელოვანია, ოცნება აანთო შუქურასავით.

არ დანებდე და გააგრძლე შეუპოვრად მიზნისკენ სვლა!

გჯეროდეს ოცნებების ახდენის, შენი იდალიების, განსაკუთრებულობის და უნიკალურობის. იცხოვრე ყოველი დღე, ყოველი წუთი მიზნისკენ სწარაფვით. კარგი სერფინგისტივით, ინავარდე ოცნების ენერგეტუკულ სიხშირეზე. „გახედნე ტალღა“ და ამ ნაკადში ყოფნისას ხელიდან არ გაუშვა რეალიზაციის შესაძლებლობები და შანსები. ყოველდღიურად გაიმარჯვე საკუთარ სისუსტეებზე, იყავი გუშინდელ „მე“-ზე უკეთესი დღეს, და თუნდაც, დღეში ერთი პაწაწინა ნაბიჯით მიუახლოვდი დიდ მიზანს.

ყოველჯერზე, როდესაც არ მოგინდება არაფერი…

ყოველჯერზე, როდესაც მოგინდება გაქრე სადღაც სიცარიელეში,

ყოველჯერზე როდესაც მოგბეზრდება და  მოგინდება ყველაფერს შეეშვა…

გაიხსენე, რისგან იწყებდი.

ნუთუ, ყველაფერი, რაც აქამდე გააკეთე წყალში უნდა გადაყარო.

ნუთუ ტყუილუბრალოდ, ის ყველაფერი…

მაშინ მითხარი, რა აზრი ჰქონდა დაწყებას თუ ბოლომდე არ მიხვიდოდი?

ნუთუ ახლა უნდა დანებდე?

უბრალოდ, დაფიქრდი – რა გელოდება თუ ბოლომდე მიხვალ?

შეადარე, – რა გელოდება თუ არ მიხვალ?

წარმოიდგინე: დღეს, როცა „თავს ხელში აიყვან“ როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება…

წარმოიდგინე, ქვეყნები და ქალაქები რომელშიც ჩადიხარ, ათვალიერებ ნაოცნებარ ადგილებს და ხვდები საინტერესო ადამიანებს. სადღაც იქ, დედამიწის სულ სხვა კუთხეში ჩნდებიან ახალი მეგობრები…

მერე, გაიხსენებ დღევანდელ დღეს და რომ არა, ოცნების ასრულების გზაზე წარმოქმნილი სირთულეები და ამ დროს „თავის ხელში აყვანა“ – ვეღარ ჩეხუტებოდი შენს იდეალს, ვეღარ დალევდი თოვლიან პარიზის კაფეში, ხედით ეიფელის კოშკზე, თბილ ყავას კრუასანით, აღარ მოგინდებოდა ნარიყალისკენ, თბილისის ვიწრო ქუჩებში გეხეტიალა ბედნიერების შეგრძნებით, წელში გამართულს, მოუხაბაზის ღიღინით, აღარ წამოგივიდოდა ცრემლები საყვარელი ჯგუფის კონცერზე და არ იჩქმიტავდი მაგრად, რეალობის დასამაკტკიცებლად, მორებისგან აშენებული საკუთარი ულამაზესი სახლის ეზოდან, თავლუწდენელი სივრცის სიმშვიდთ გარინდებული…

როცა ოცნებები აგიხდება, მნიშვნელობას დაკარგავს და აღარც გაიხსენებ, საერთოდ, რატომაც დაიწყე ამ გზაზე სიარული, ან რამდენჯერ გაჩერდი. მთავარია, ახლა, სანამ უაზროდ, ზემოთ-ქვემოთ დაარბენინებ „ ჯადოსნურ თაგუნას“ ფეისბუქის სიახლეების გვერდზე, შენს ოცნებას ახორციელებს ვიღაც სხვა. დიახ, ვიღაც ეხუტება შენს კუმირს, ვიღაც ზის თოვლიანი პარიზის თბილ კაფეში ხედით ეიფელის კოშკზე და მიირთმევს თბილ ყავას კრუასანთან ერთად,  ვიღაც ტირის სიხარულისგან საყვარელი ჯგუფის კონცერტზე, ვიღაცა ჩამომჯდარა თავის ოცნების სახლის კიბეზე და „გულში ზეიმობს“ რომ ეს მან შეძლო….

და ეს ვიღაცა მადლობას უხდის საკუთარ თავს და სამყაროს!

მადლობას უხდის, რომ არ დანებდა და  მიუხედავად სიძნელეებისა გააგრძელა სვლა.

იცის, რომ მცდელობებს არ ჩაუვლია უკვალოდ.

იმკის ნაყოფს და ტკბება სიცოცხლის ყოველი გაელვებული წამით.

ახლა, არსებული გადმოსახედიდან უფრო მაღალი სიმაღლეებზე ასვლა სურს. სანამ შენ ჩაკეტილხარ ოთხ კედელს შორის და დაკავებულხარ თავის შეცოდებით, ის ხედავს და იყენებს ამ შესაძლებლობებს. მან კარგად გაითავისა ახალი ოცნებისკენ მიმავალი გზა, მზად არის ამისთვის და იცოდე, გაცილებით ადვილად და სწრაფად მივა, ამჯერად.

გახსოვდეს, სიძნელეები ოცნებების ახდენის გზაზე იქნება…  მაგრამ საშუალება არ მისცე ხელი ჩაგაქნევინოს.

თუ მიზანმა მოითხოვა, ნუ შეგეშინდება სისულელების გაკეთების (თუნდაც, შენს ასაკში), არ შეგეშინდეს „ვინ რას იტყვის“. მაინც იტყვიან. ფაქტი ერთია, სხვების იმედების გამართლების მცდელობაში, ხდები მათი მოლოდინების მონა და ხელსა და თვალს შუა გაგეპარება სიცოცხლე, და კიდევ, ერთ ადგილზე ჯდომით ვერაფერს მიაღწევ… მიდი „აიყვანე თავი ხელში“, ხომ იცი რომ ოცნებები მოითხოვს ერთგულებას და თავდადებას.  არ მოუსმინო მათ ვინც გეუბნება, რომ შენი ოცნებები სხვა არაფერია თუ, არა შენი ფანტაზიები და რომ მათ, არ უწერიათ განხორციელება.

ყველას და განსაკუთრებით, საკუთარ თავს აჩვენე – შენ შეგიძლია!

აჩვენე მათ და თავად შეიგრძენი – ოცნებას დაჰკრავს განსაკუთრებულობის ელფერი, საოცარი მომხობვლელობა და ფლობს ჯადოსნურ ძალას. ამ ჯადოსნური ძალის შეცნობა კი, მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც მისი და საკუთარი თავის სჯერა!

მიდი, იმოქმედე! შენ ფეხქვეშ გადაშლილა

2018 წელი

ახალი წელი

365 ახალი დღე და

365 ახალი შანსი.

თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით

 

ეფექტური აზროვნების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

ნანახია:(150)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„მე და ღმერთს გვეცოდინება“

ერთხელ ერთი კაცი უცხო ტაძარს ეწვია,სადაც მოქანდაკე ღმერთის კერპს აქანდაკებდა. კაცმა შეამჩნია,რომ იქვე ზუსტად იგივე ქანდაკება იდგა, რომელზეც მოქანდაკე მუშაობდა.


თუ წარმატება გსურთ …

..ადამიანებში გაჩენილი სტერეოტიპები გამდიდრება — გაღატაკების თაობაზე, სწორედ იქიდან ყალიბდება, თუ რა ინფორმაციასთან აქვთ წვდომა ამ ადამიანებს 🙂 მაგ: ზუსტად ვიცი


„რას ვფიქრობ ჩემო მარკ და… ვიცი, ეს დღე აუცილებლად დადგება!“

რას ვფიქრობ ჩემო მარკ და ვფიქრობ იმ დღეზე, როცა უნდობლად, ეჭვით ან/და გაოცებით არ დამიწყებენ ყურებას, როდესაც ვიტყვი, რომ ერთნაირად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<