„ მიდი ბიჭო გეხვეწები, რა მოგივიდა ჰაა“… | Jolo.ge


„ მიდი ბიჭო გეხვეწები, რა მოგივიდა ჰაა“…

„ მიდი ბიჭო გეხვეწები, რა მოგივიდა ჰაა“…

„ქუთაისში ვართ წვეულებაზე“ — იხსენებს სულა სულაშვილი.

კარგად მოვილხინეთ და მასპინძელმა მოსასვენებლად საძინებელ ოთახებში გაგვანაწილა…
გვარიანად შემთვრალი კი ვიყავი, მაგრამ ბალიშზე თავის დადებისთანავე არ ჩამეძინა და გვერდით საძინებელი ოთახიდან ქალბატონის საუბარი გარკვევით გავიგე.
— დიტოოო მიდი რაა ააყენე გეხვეწები.
— აუუ ნეტავ შენა რაა…
— მიდი ბიჭო გეხვეწები, რა მოგივიდა ჰაა…
— შენ ააყენე. მეზარება.
— სხვა დროს ხომ მე ვაყენებ… მიდი რა იყო კაცო…
რამ აახურათ ეს შობელძაღლები? გავიფიქრე გულში და საბანი წავიფარე, მაგრამ ხმა ისე მკაფიოდ ისმოდა, რომ არაფერმა მიშველა.
— ააყენე გეხვეწები დიტოოო…
— მე რატომ უნდა ავაყენო?
— აბა გვერდით ოთახში კაცი რომ წევს იმას ხომ ვერა ვთხოვ არაა…
ოპაა! ზედმეტად გადაამლაშეს, გავიფიქრე გულში და რამდენჯერმე ხმამაღლა დავახველე იქნებ მიხვდნენ, რომ ოთახებს შორის ხმა კარგად ისმის-მეთქი.
— ვისაც გინდა სთხოვე, მე ამის ამყენებელი არ ვარ…
ხველება ქრონიკულში გადავზარდე და ისე გადავბჟირდი მასპინძელმა დოქით წყალი შემომიტანა.
-ვაიმე ამ კაცსა ჭლექი ხომ არ სჭირს? — შეშინებული ხმით ჰკითხა ქალბატონმა ქმარს და მას შემდეგ სამარისბური სიჩუმე ჩამოწვა.
დილით აივანზე გამოვედი. რამდენიმე წუთში გვერდით ოთახიდან 6-7 წლის ბავშვი გამოპლაყუნდა. აცვია რეიტუზი კოჭებამდე სველი. მიყურებს და იკრიჭება.
— მე ღამე ჩავიფსიი…
მაშინღა მივხდი, რომ ბავშვი ჰყავდათ გადსაყენებელი და მის აყენებაზე დაობდნენ.
— მე კიდევ ხმის იოგები ჩავიწყვიტეე იმის გამო, რომ შენი აყენება დედაშესაც და მამაშენსაც ეზარებოდაათ.
ვუყურებდით ერთმანეთს და ახლა უკვე ორივენი ვიკრიჭებოდით

ნანახია:(814)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

მერლინ მონრო და აინშტაინის იუმორი

მერლინ მონროს თურმე ძალიან მოსწონდა აინშტაინი, ერთხელაც, როდესაც ამ ცნობილ მსახიობ ქალს მიეცა საშუალება ახლოს გაეცნო ეს გენიოსი, დარცხვენის გარეშე


25 აპრილს სიცილის კაფე თქვენს განკარგულებაშია — გაიზიარეთ პოზიტივი მაგნო შავდიასთან ერთად

„სიცილისა და პოზიტივის კარნავალის“ ფარგლებში უკვე უამრავი ღონისძიება დაიგეგმა და გაიმართა კიდეც. საქართველოში მაგნო შავდიას ჩამოსვლისთანავე „პოზიტივებმა“ მაგნოსთან ერთად სიხარულის


ნოდარ დუმბაძე და ინგლისელი გერმანულით

ნოდარ დუმბაძეს ერთხელ ვიღაც ინგლისელი გააცნეს, რომელმაც მშობლიურ ენაზე გაუბა საუბარი. «უთხარით, რომ სკოლაში გერმანულს მასწავლიდნენ», –სთხოვა თარჯიმანს ბატონმა ნოდარმა.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<