მეტაფორული ბარათები ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში და ქოუჩინგში | Jolo.ge


მეტაფორული ბარათები ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში და ქოუჩინგში

მეტაფორული ბარათები ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში და ქოუჩინგში

გსურთ შეისწავლოთ მეტაფორული ბარათების, როგორც ადამიანის არაცნობიერთან ურთიერთობის ყველაზე ლამაზი და უნიკალური შესაძლებლობები?

გაინტერესებთ, მეტაფორების გამოყენების შესაძლებლობები ადამიანების ფსიქოლოგიურ დახმარებაში?
მაშინ შემოგვიერთდით ახალ კურსზე, რომელიც 21 სექტემბერს დაიწყება — ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ქოუჩებისთვის, ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, სოციალური პედაგოგებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარება, საკუთარი სურვილებისა და მიზნების გააზრება, საჭირო რესურსების მოძიება და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და გაძლიერება.

მეტაფორული ასოციაციური (პროექციული) გამოსახულებები ბარათების კრებულებია, რომლებზეც გამოსახულია ადამიანები, მათი ურთიერთქმედებები, ცხოვრებისეული სიტუაციები, პეიზაჟები და სხვა.
ერთსა და იმავე გამოსახულებაში სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა სურათს ხედავს. გარდა ამისა, ცხოვრების სხვდასხვა პერიოდში, სხვდასხვა მდგომარეობაში, ერთი და იგივე ადამიანიც განსხვავებულად აღიქვამს სურათში ასახულ მოვლენებს.

მეტაფორული ბარათების გამოყენების ეფექტურობას განსაზღვრავს ადამიანის პრობლემის რეალური აქტუალურობა და სპეციალისტის მიერ სწორად შერჩეული კითხვები.
სწორედ ადამიანის პრობლემის რეალურად გამოკვეთას და მისი დახმარებისთვის სწორი კითხვების დასმას შეისწავლით ჩვენს ტრენინგზე, რომელიც 21 სქტემბერს დაიწყება.

მეტაფორული ბარათებით მუშაობა შესაძლებელია როგორც ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში, ასევე, ქოუჩინგში, პედაგოგიკაში, სოციალური სამუშაოს შესრულებისას და სხვა მრავალ დარგში. მათ წარმატებით იყენებენ ინდივიდუალურ, წყვილთა ფსიქოკონსულტირებაში და ჯგუფებთან მუშაობისას.

ტრენინგზე წარმოდგენილი იქნება პრაქტიკული სავარჯიშოები ჯგუფური, ინდივიდუალური და ოჯახური კონსულტირებისთვის, გაეცნობით ბარათების გამოყენების პრინციპებს ფსიქოლოგიურ ტრავმასთან მუშაობისთვის, როგორც კორექციისა და რეაბილიტაციის საშუალებას, მეტაფორული ბარათების შესაძლებლობებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობების დიაგნოსტიკისა და კორექციისთვის, ასევე გაეცნობით ბარათების პოტენციალს ქოუჩინგსა და ბიზნეს კონსულტირებაში.
მხოლოდ პრაქტიკები და ზუსტი ალგორითმები!

კურსში 4 შეხვედრაა, თითოეული — 5 აკადემიური საათი,
სულ — 20 აკადემიური საათი.

შეხვედრები გაიმართება შაბათ-კვირას, 21-22-28-29 სექტემბერს,
11.00 — 15.00.

სამუშაო ენა — ქართული.

გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი.

წამყვანი — ეთერ ფილიპოვიჩი, მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, ტრენერი, არტქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი, ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ლიგის (PPL) ნამდვილი წევრი, ქართული მეტაფორული ბარათების ნაკრებების ავტორი.

ტრენინგი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, სტუდენტებისთვის, სოციალური პედაგოგებისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარება, საკუთარი სურვილებისა და მიზნების გააზრება, საჭირო რესურსების მოძიება და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება-გაძლიერება.

ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი.
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა! 1 სექტემბრამდე მეგობართან ერთად რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეულისთვის კურსის ღირებულება იქნება 150-150 ლარი.

რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ მოკლე შეტყობინება «მსურს ვისწავლო მეტაფორული ბარათების პროფესიული გამოყენება» მეილზე art-info.course@yandex.ru

რეგისტრაცია დაწყებულია.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

კონტაქტი: 5 99 47 14 77

https://www.facebook.com/events/361412891195921/

ნანახია:(91)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

TRCC — გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი

TRCC (ტრენინგის, კვლევისა და კონსულტაციის ცენტრი) აცხადებს მიღებას «პიროვნული განვითარების საბაზისო კურსზე» ველით ყველა მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია: ჰქონდეს


სიცოცხლის ენერგია იგივე ფულის ენერგიაა

✍️❣️ როგორ მივაღწიოთ  ამ მეგობრობას და გავზარდოთ ფინანსების ენერგია ჩვენს ცხოვრებაში? 💃 დასაწყისისთვის აუცილებელია გადაწყვიტოთ, რომელი გირჩევნიათ, – დამოუკიდებლად გამოიმუშავოთ ფული თუ მამაკაცისგან


მოზარდთა პიროვნული ზრდის ტრენინგი თქვენი შვილებისთვის — ,,გაიცანი საკუთარი თავი“

საბედნიეროდ პიროვნული ზრდის საკითხებით დაკავება დღეს საქართველოში აქტუალური გახდა და ძალიან სასიამოვნოა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა, უამრავი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*