„მერე?! რა იქნება მერე… არაფერი… მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ“ — პეტრე კოლხი | Jolo.ge


„მერე?! რა იქნება მერე… არაფერი… მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ“ — პეტრე კოლხი

„მერე?! რა იქნება მერე… არაფერი… მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ“ — პეტრე კოლხი

12-13-14 მაისი, 2018

ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დამნაშავეები… მსოფლიოს დასანახად, როგორი დემოკრატიაა ჩვენს ქვეყანაში, ახალგაზრდებს წირავენ, სასაკლაოს აწყობენ… ხალხის თვალის ასახვევად ღამის კლუბებს არბევენ, რუსთაველზე კი სამარცხვინო სპექტაკლებს დგამენ…
ნურავის გამოაყენებინებთ თავს…
თუ თავისუფლება გსურთ, იბრძოლეთ ნამდვილი თავისუფლებისთვის!.

***

სცენაზე ორი დღეა ნარკოტიკებისგან აჟიტირებული ახალგაზრდობა დგას. წარმოდგენა დასასრულს უახლოვდება, ტაშიც არ დაიგვიანებს… შემდეგი გამომსვლელი ,,მარშისტები» არიან… აპლოდისმენტები ძალაში იქნება…
მესამე გამომომსვლელი მრევლია… ხატები, ჯვრები, ბაირაღები გამოიფინება… საბოლოოდ სამივე მხარე კმაყოფილი დარჩება, ,,კრება» მხიარულად ჩატარდება… მერე?! რა იქნება მერე… არაფერი… მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ…

 

***

თქვენ არ იცით, რა ძალების, ენერგიის და შესაძლებლობის პატრონი ხართ!.. არ იცით, როგორ შეგიძლიათ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ… არ იცით, რამდენ სიკეთეს მოუტანთ ქვეყანას, ეკლესიას, ოჯახს, საკუთარ თავს…
დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი პროტესტის გამო ,,იჩხერთ», ყლაპავთ, კაიფობთ… მჯერა, თავის დროზე ზედმეტ აგრესიას, უსიყვარულობას, მოუცლელობას ვერ გაუძელით და სახლიდან, ეკლესიიდან, ერთმანეთიდან გაიპარეთ, მაგრამ საკუთარი თავისგანაც გაპარულები აღმოჩნდით… გაგიქრათ სიცოცხლის წყურვილი, მომავლის იმედი, მოირგეთ ნიჰილიზმის მანტია და გაუბედურდით…
მეც მაქვს პროტესტი, მეც არ მომწონს ის გარემო, სადაც ვარ… მეც მაღიზიანებს ფარისევლობა, ორპირობა, მლიქვნელობა, ღალატი, უწიგნურობა, სიბნელე, მაგრამ სხვა გზებს ვეძებ ყველაფრის შესაცვლელად… თქვენ საზოგადოებას, ხალხს აუჯანყდით და საკუთარი თავი დაისამარეთ…
არადა, მაინც მჯერა თქვენი…
მე თქვენთან ვარ, ყველა მანკიერება ერთად გავაპროტესტოთ, ერთად ჩამოვხსნათ ნიღაბი ყველა სიბნელეს… ერთად დავდგეთ სინათლის მხარეს, სიკეთის და სიხარულის მხარეს… ცოცხლად ნუ დავიმარხებით… დამერწმუნეთ, თუ მოვინდომეთ, ისეთ გარემოს შევქმნით, რეალობიდან გაქცევა აღარ დაგვჭირდება…
საკუთარ ცხოვრებაზე ვიტყვი უარს, ოღონდ გამოვძვრეთ ამ ჯოჯოხეთიდან!..
გპირდებით, სათავეში ჩაგიდგებით, ყველა არაჯანსაღი აზრის წინააღმდეგ… ერთი პირობით-არა ნარკოტიკს!..

Petre Kolxi

: Francis Prymerski

 

ნანახია:(71)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

''დაუძლეველი არაფერია, მთავარია ადამიანის ნება არსებობდეს''

დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდობა აქტიურად არის ჩაბმული აზარტულ თამაშებში. ადგილი, სადაც ადამიანები ფულს აგებენ, ან იგებენ, სადაც ფორტუნას ცდიან, სადაც საათი


21-ე საუკუნის სენი-ლუდომანია!

ლუდომანია – დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი. აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება 21–ე საუკუნის „სენია“, რომელიც შეიძლება   ნარკოტიკებისადმი  დამოკიდებულებას შევადაროთ… თავიდან, თითქმის ყველა  ინტერესის


პროფესორი და სტუდენტები ვოლიერში

კვირას თბილისელებს მეტად უცნაური სანახაობა ელით, თუმცა, ყველას არა.  მხოლოდ მათ, ვისაც ლიტერატურა ან ზოოპარკში სეირნობა უყვართ. იმისათვის, რომ სანახაობას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*