მერაბ ნინიძის გზავნილი ავსტრიიდან გიორგი კეკელიძეს | Jolo.ge


მერაბ ნინიძის გზავნილი ავსტრიიდან გიორგი კეკელიძეს

მერაბ ნინიძის გზავნილი ავსტრიიდან გიორგი კეკელიძეს

მერაბ ნინიძის გზავნილი ავსტრიიდან გიორგი კეკელიძეს. მსახიობი «გურული დღიურების» წაკითხვის შემდეგ მწერალს შთაბეჭდილებებს უზიარებს.

13692668_1089766224415947_8864816392364340207_n«დღეს წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით, როგორც შეეფერება. მინდა პათოსის გარეშე და ლაკონურად დავწერო მაგრამ თან არ ვიცი ჯერ როგორ ჩამოვაყალიბო, დღეს მე შენ გაგიცანი ასეთი შთაგონებული ფორმით და შენს სიტყვებს მივყვებოდი მდინარე რო წაგიღებს ისე. გულწრფელი სუფთა ცრემლით და ხმამაღალი სიცილით (უნისონში) გაჯერებულ მდინარეს… მეც ვირბინე ღელე ღელე და წვიმაში ქოლგით. ჩემი ბავშვობაც მანდვე გაცოცხლდა და ნატანები შემოქმედი ნაგომარი სურები მზიანი და ნასაკირალი…და ასე გაუთავებლად.

მე ერთი პერიოდი ბავშვობაში მინდოდა, რომ მოვხსენიებულიყავი როგორც გურული მსახიობი და არა ქართველი მსახიობი და ამაზე ძალიან დამცინეს. სუფსა და ყურეფა ერთ დღეში რო გადავცურე და აკეთში რო ფეხით ჩევედი მაშინ მივხვდი რომ გურიისნაირად არც თბილისი მიყვარს და არც ბაკურიანი და არც ლონდონი.

10609680_536671169768363_2189187771966540270_nის სიმღერა რომ ახსენე ასე ხომ არ იწყებოდა შემევიდენ წითლები ატყდა დავიდარაბა რომელ პარტიას ეკუთვნი ეძგვერაძე ბარნაბა? გილოცავ გიორგი მთელი გულით და დიდი მადლობა ამ ყველაფრის გაზიარებისთვის. ჩემი გურიის მიმართ დამოკიდებულება რომ გამოვრიცხოთ და ეგ თემა გულგრილსაც რომ მტოვებდეს ამ ყველაფრის გარდა სერიოზული თანამედროვე მწერლის აღმოჩენაც მომიწია…

ძალიან მიხარია და მიხარია რომ გაგიცანი და კიდევ არა ერთხელ წავიკითხავ ამ მართლა ჯადოსნურ წიგნს. ჰუმანიზმი მოყვასის სიყვარული და ყოველდღიურობის მისტიკა მარკესი და ზოგადსაკაცობრიო სევდა ეს სიტყვები ამოვყარე მაგრამ ბოლოს წაშლა დამენანა და აქვე დავტოვე. ძალიან კინემატოგრაფიული ნაწარმოებია, იმიტომ რომ ყველაფერს მიყვები და თხრობა ძალიან სათავგადასავლოა და ნიუანსები ძალიან ზუსტად მორტყმული დღევანდელი შენ და მაშინდელი შენ და ეს გადაძახილები ძალიან მაგარია. მოკლედ ერთიც დაემატა ჩემი სახით».

დიდი მოკითხვით და პატივისცემით მერაბი ‪#‎გურულიდღიურები‬ ‪#‎გიორგიკეკელიძე‬

ნანახია:(46)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გიორგი კეკელიძე

Related Articles

მონსერატ კაბალიე პატიმრობას გადაურჩა

81 წლის ესპანელი საოპერო მიმღერალი მონსერატ კაბალიე პატიმრობას გადაურჩა.   მან კატალონიის პროკურატურასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის თანახმადაც მას სახელმწიფოსთვის 508


„პირველი უცაბედი ლექსი მამას“ — გიორგი კეკელიძე

პირველი უცაბედი ლექსი მამას გზა გადაბრუნდა და ურემი ისე გამოჩნდა. ურემზე ჩემი მკვდარი იწვა და ვერ ვტიროდი, რადგან ტირილი არ


„რატომ არის ჩვენი განათლების სისტემა სრული იდიოტიზმი? “

„რატომ არის ჩვენი განათლების სისტემა სრული იდიოტიზმი? იმიტომ რომ ჩვენ ვასწავლით ჩიტებს ცურვას და თევზებს ფრენას, საიდანაც საბოლოოდ ვიღებთ დამხრჩვალ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<