მეორედ უნდა დაიბადო, რომ სიყვარული დააბრუნო შენში… | Jolo.ge


მეორედ უნდა დაიბადო, რომ სიყვარული დააბრუნო შენში…

მეორედ უნდა დაიბადო, რომ სიყვარული დააბრუნო შენში…

მე რომ სიყვარული შემეძლოს, ბოლომდე მიგიღებდი ისეთს, როგორიც ხარ… გულში არასოდეს გავივლებდი წყენას შენი მიმართულებით და არასოდეს მომინდებოდა, ფიქრებში შენი მსაჯული გავმხდარიყავი…

 

მე რომ სიყვარული შემეძლოს, არაფრად ჩავაგდებდი იმას, დღეში რამდენჯერ გინდება თმაზე ხელი გადამისვა და მითხრა რაიმე, რაც ძალიან გამიხარდებოდა…

 

მე რომ სიყვარული შემეძლოს, თვალდახუჭული გადმოვხტებოდი შენთან ერთად ნებისმიერი სიმაღლიდან და არ შემეშინდებოდა არცერთი წამით…

 

მე რომ სიყვარული შემეძლოს, არასოდეს ვიფიქრებდი, რომ შენ სიყვარული არ შეგიძლია…

 

და ბოლოს, მე რომ სიყვარული შემეძლოს, არასოდეს დამჭირდებოდა საკუთარი თავისთვის იმის მტკიცება, რომ სიყვარული შემიძლია…

 

მგონი ამქვეყნად ყველა ადამიანს ყველაფერზე მეტად სიყვარული სცივა და სიყვარული შია… მაგრამ მას ვერც კომუნალურის გადახდით ჩაირთავ და ვერც სუპერმარკეტში იყიდი…

 

მეორედ უნდა დაიბადო, რომ სიყვარული დააბრუნო შენში… ის სიყვარული, რომელსაც საკუთარ თავს ამქვეყნად მოვლენის დღიდან ნაგლეჯ-ნაგლეჯ ართმევ… და ცარიელდები…

@უნა — სიზმრების ქალაქი

ნატა თვალაძე

ნანახია:(185)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ალბათ ვიღაცის სიზმარი ვარ… გაიღვიძე …

წერილი საგიჟეთიდან #3 ძილს ვერაფრით მივეჩვიე.. ექიმებს ვერ ვაჯერებ, რომ თვალებში ყვავილების ბაღი მაქვს და თუ დიდხანს დავხუჭავ, მომიკვდებიან. ყვავილებიც


 ქცევები, რომლებიც საზოგადოებას თქვენს შესახებ აზრს უყალიბებენ

ყველა ადამიანს სურს საზოგადოების თვალში დადებითი თვისებებით ხასიათდებოდეს, თუმცა იმაზე ალბათ ცოტა ფიქრობს, რომ აზრის ჩამოყალიბებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევებია. აი,


დააფასე სიცოცხლე — ყოველი წამისთვის გაელვებისთვის

ახლა, დააფასე სიცოცხლე — ბედნიერებისთვის და ტანჯვისთვის. ახლა, დააფასე სიცოცხლე — შეცდომებისთვის და გამოცდილებისთვის. ახლა, დააფასე სიცოცხლე — შეხვედრებისთვის და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<