„მენატრები დედი“ — ემიგრანტის გზავნილი ამერიკიდან …

by admin | 30 ноября, 2017 00:04

რა არის ემიგრაცია, თუ არა ძალიან დიდი მონატრება. ეს გრძნობა უფრო მეტად ძლიერდება, როდესაც ავად ვართ. მე რომ ეხლა დედა თავზე მედგეს ხომ არაფრის შიში მექნებოდა?

[1]უსუსური ვარ დედის გარეშე, არც წამალი მაკლია და არც ყურადღება, მაგრამ ის ხომ მთებს გადადგამდა ჩემ გამო? მთელ ქვეყანას ფეხით მოივლიდა და გამომაჯანმრთელებდა სწრაფად?

4 წელია უდედობა არ მაძლევს ბოლომდე ბედნიერების საშუალებას; 4 წელია მარტო ვარ, მხოლოდ მისი ხმაა ჩემი წამალი, მხოლოდ მისი «გენაცვალოს დედამ!» მშველის, მინდა მალე გათენდეს თბილისში.. ამერიკული ღამე ვერ მაშინებს, როცა ჩემს ქალაქში დღეა!

გთხოვთ, ყველამ დააფასეთ თქვენს გვერდით მყოფი დედა! არავინ იცის როდის მოგვწყვეტენ ჩვენივე ნებით დედის კალთას!

მენატრები დედი Daji Gogiashvili 

 

George GN Nikolaishvili[2] 

წყარო: ჩვენ ამერიკაში

[3]

ნანახია:(540)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2017/11/gio.jpg
  2. George GN Nikolaishvili: https://www.facebook.com/giorgi.nikolaishvili.1?hc_ref=ARSlaa4Z7NcwN65kniYr34pZwsAXbbGsFPsSRBOtg-WdHrIbXK0c7hYRB7ylcafYffk&fref=nf
  3. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2017/11/daji.png

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/menatrebi-dedi-emigrantis/