«მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი» | Jolo.ge


«მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი»

«მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი»

= მეგობარი ის ადამიანია, ვინც შენს შესახებ ყველაფერი იცის და მაინც უყვარხარ.

= ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

= ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

= მეგობარი ისაა, რომელიც სწორედ მაშინ შემოდის ჩვენს კარში, როცა მთელი სამყარო გადის იქედან.

= ჭეშმარიტი მეგობრობისთვის უცხოა შური, ჭეშმარიტი სიყვარულისთვის უცხოა კეკლუცობა.

= ბევრი გეფიცება მეგობრობას და მეგობარი არაა, როცა ზოგი, პირიქით, მეგობრად არ ჩაგითვლია და მეგობარია.

= მეგობრობა, რომელიც მოკლებულია ურთიერთგაგებას, დახმარებას და თითქმის ყველაფრის პატიებას, მტრობას ემსგავსება.

= სიმდიდრის ფასს მაშინ შეიტყობენ ხოლმე, როცა შეიძენენ და მეგობრისას მაშინ, როცა დაკარგავენ.

= ყველას უნდა მეგობარი ჰყავდეს, მაგრამ არავის არ უნდა, იყოს მეგობარი.

= მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად.

= მეგობრობა ისაა, როცა არც ჭირში და არც ლხინში თავს ეულად არ გრძნობ.

= ხალხის გარეშე როგორმე გაძლებ, მეგობარი კი მუდამ გჭირდება.

= მეგობარი ისაა, ვისაც დილის 4 საათზეც კი თამამად დაურეკავ.

= გულით ნათქვამი “ეგ არაფერი..” ანდა “რაც იყო, იყო…”- ეგაა სწორედ ის სიტყვები, რაც ცხოვრების ძალას გვანიჭებს.

= მეგობარი ამჩნევს, როგორ გწყდება გული, როცა თავს რაღაც სასურველის შეძენის უფლებას ვერ აძლევ და დღეობაზე სწორედ იმ ნივთს გჩუქნის.

= ამქვეყნად იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა გრძნობ რომ ვიღაცას სჭირდები.

= ფულით ბევრი რამის ყიდვა შეიძლება- ავისაც და კარგისაც, მაგრამ მთელი სამყაროს საგანძური მეგობარს ვერ გაყიდინებს და ვერც მისი დაკარგვის ტკივილს დაგიამებს.

= უმეგობროდ შეიძლება გაძლო კიდეც, მაგრამ თუ მეგობარი გყოლია, მას ვერასოდეს დაივიწყებ.

= ჭეშმარიტი მეგობრობა მაშინ იბადება, როცა ორ ადამიანს ერთად დუმილი სიამოვნებს.

= ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში.

= სადაც არ უნდა იყო შენი სამყარო მაინც შენივე მეგობრებია.

= სიმდიდრე კარგია, ჯანმრთელობა უკეთესი; ოღონდ იმას ვერ შეედრება, როცა ბევრ მეგობარს გულწრფელად უყვარხარ.

რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ, რადგან დაკარგული მეგობარი ორმაგი მტერია.

გიყვარდეს ის მეგობარი, რომელიც გირჩევს და არა გაქებს.

= ნუღარასოდეს ენდობი იმ მეგობარს, რომელმაც ერთხელ უკვე გიღალატა.

= თუ იმას ვერ ამჩნევ, როგორ გაუცივდათ გული მეგობრებს შენს მიმართ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ მეგობრობას არ აფასებ.

= არასოდეს გახდე იმ ადამიანის მეგობარი, ვისი პატივისცემაც არ შეგიძლია.

= მეგობარი ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც თქვენს თავს თვითონვე აჩუქეთ.

= ღმერთმა მოგვცა ნათესავები… მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ.

= იმდენად მეგობრები არ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან.

= თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა “ხვალ” უადგილოა.

= ნამდვილი მეგობარი შენთან ერთადაა, როდესაც მართალი არ ხარ. როდესაც მართალი ხარ ნებისმიერი ადამიანი შენთან ერთად იქნება.

= მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.

ნანახია:(487)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მეგობრობა

Related Articles

„მარიგოლდის“ მედია კარნავალი და ფრანგი სანტა

„მარიგოლდმა“ კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა ჟურნალისტებს და მადლიერების ნიშნად მათ პოზიტიური განწყობა შეუქმნა. სხვადასხვა გმირებად გარდასახული მედიის წარმომადგენლები „მარიგოლდთან“


საკუთარი ბედის რეალურად შექმნა და საკუთარი თავის ხელახლა გამოძერწვა იწყება იმით, რომ…

ამჟამად ვებ-დიზაინს ვსწავლობ და ერთი საინტერესო პარალელი მინდა გავავლო. ვებ-გვერდის კოდს აქვს ორი ძირითადი განყოფილება: Head (თავი) და Body (სხეული).


ისტორიული პირები და 60 უიშვიათესი ფოტო

1) ბარაკ ობამა სკოლის კალათბურთის გუნდში თამაშობდა.2) არნოლდ შვარცნეგერი, როდესაც ის პირველად ჩავიდა ნიუ–იორკში. 1968 წელი3) ბილ გეითსი 1977 წელს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<