მედიტაცია – მარტივი და სწრაფი საშუალება სტრესის მოსახსნელად | Jolo.ge


მედიტაცია – მარტივი და სწრაფი საშუალება სტრესის მოსახსნელად

მედიტაცია – მარტივი და სწრაფი საშუალება სტრესის მოსახსნელად

მედიტაცია – მარტივი და სწრაფი საშუალება სტრესის მოსახსნელად
მედიტაციის რამდენიმე წუთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ აღიდგინოთ შინაგანი სიმშვიდე და გათავისუფლდეთ მთელი დღის სტრესისგან. 

რა არის მედიტაცია
მედიტაციის პრაქტიკა არსებობს ათასწლეულების მანძილზე. ადრე მედიტაციას მიმართავდნენ ცხოვრების სულიერი და მისტიური ასპექტების გააზრებისა თუ ამოხსნის მიზნით. დღესდღეობით კი მედიტაცია გამოიყენება განტვირთვისა და სტრესის შესამცირებლად.

მედიტაცია განიხილება, როგორც ერთგვარი თერაპია გონებისა და სხეულის გასაჯანსაღებლად. მედიტაციას შეუძლია წარმოქმნას ღრმა რელაქსაციის მდგომარეობა და უზრუნველყოს გონების სიმშვიდე და წონასწორობა.
მედიტაციის დროს ხდება ყურადღების ფოკუსირება და გონება იწმინდება შერეული ფიქრების ნაკადისაგან, რომელიც პირდაპირ კავშირშია სტრესულ შეგრძნებებთან.

აღნიშნული პროცესი იწვევს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას.

მედიტაციის დადებითი მხარეები
მედიტაცია ხელს უწყობს სიმშვიდისა და ბალანსის მოპოვებას, რაც დადებითად აისახება, როგორც ფიზიკურ ისე ემოციურ მდგომარეობაზე, საერთო ჯამში კი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

აღსანიშნავია რომ მედიტაციის ბენეფიტები არ სრულდება მედიტაციის სესიის დასრულებისას. მედიტაცია ეხმარება ადამიანს სიმშვიდე შეინარჩუნოს მთელი დღის მანძილზე.

მედიტაცია და ემოციური კეთილდღეობა
მედიტაციის პროცესში, ადამაინის გონება იწმინდება ყოველდღიური გადატვირთული ინფორმაციისაგან, რომელიც ავითარებს დაძაბულობას.

მედიტაციის ემოციური ბენეფიტებია:

  • ახალი ხედვის განვითარება სრესტულ სიტუაციაში
  • დაძაბულობის მართვის შესაძლებლობა სხვადასხვა ხერხით
  • თვითშეგნების ამაღლება
  • აწმყოზე ფოკუსირება
  • ნეგატიური ემოციების შემცირება
  • კრეატიულობისა და წარმოსახვის უნარის ამაღლება
  • მოთმინებისა და შემწყნარებლობის უნარის განვითარება

მედიტაცია და ავადმყოფობა
ზოგჯერ ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა, რასაც მიზეზად უდევს ყოველდღიური სტრესი. მედიტაცია არაჩვეულებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. კვლევები აჩვენებს, რომ მედიტაციით შეიძლება იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც აწუხებთ:

  • შფოთვა
  • ასთმა
  • სიმსივნე
  • ქრონიკული ტკივილები
  • დეპრესია
  • გულის დაავადებები
  • მაღალი არტერიული წნევა
  • ძილის პრობლემები
  • თავის ტკივილი
  • კოლიტი

მედიტაცია არის სიმშვიდის მდგომარეობა. არსებობს მედიტაციისა და რელაქსაციის სხვადასხვა ტექნიკები, სწორედ ამ ტექნიკებს გაეცნობით «მედიტაციის ცენტრში» და მოიპოვებთ სიმშვიდეს, რადგან ყოველი ტექნიკის მთავარი მიზანი შინაგანი წონასწორობის მოპოვებაა. 

https://vivomedical.ge/ge/

http://www.jolo.ge/mecnierebma-daamtkices-rom-locvas/

ნანახია:(1521)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კონკიას ახალი „ლუქი“ ანუ, რამ მოუტანა ბედნიერება ცნობილი ზღაპრის გმირს

რა მნიშვნელობა აქვს, რა მაცვია, მთავარია, რა მაქვს თავში. თქვენც ასე ფიქრობთ? რასაკვირველია, შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ აზრი არ აქვს. მაინც


სიჩუმეში არსებული საიდუმლო

დაკვირვებიხართ,  აზრებს მოარულს თავში? ისინი ან წარსულში  ან მომავალში დასეირნობენ, დაქრიან, იქექებიან… ნუ თუ აზრებისთვის აქ და ამჟამად წუთები არ არსებობს…


„ეს არის ის ატმოსფერო, რომელიც იქმნება მისი თანდასწრებით“…

ერთხელ, ბრძენს ჰკითხეს: — როგორ უნდა ამოიცნო კეთილი ადამიანი? — ეს არ არის რასაც ის ამბობს და არც ის რაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<