მედია, როგორც ალტერნატიული რეალობა | Jolo.ge


მედია, როგორც ალტერნატიული რეალობა

მედია, როგორც ალტერნატიული რეალობა

ალტერნატიული რეალობის ხსენებისას, თითოეულ ჩვენგანი  ფიქრს სამეცნიერო ფანტასტიკაზე იწყებს და მაშინვე პარალელური სამყარო ახსენდება. სამყარო, სადაც ყველაფერი განსხვავებულია ამჟამინდელი მდგომარეობისგან.

სამწუხაროდ, დღესდღეობით, ალტერნატიულ რეალობას მედია საშუალებები (პრესა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი და ა.შ.) წარმოადგენს. მედია,  საზოგადოების ცნობიერების განმსაზვრელი ფაქტორი, რომლის მიზანიც  აუდიტორიის შეგნების ჩამოყალიბება, სწორი ორიენტაციის მიცემა, ცხოვრების მანკიერი მხარეების დანახვა, ფაქტებისა და მოვლენების ობიექტურად, რეალურად წარმოჩენა უნდა იყოს, ხშირად თავის ძალას ბოროტად იყენებს, ავრცელებს დეზინფორმაციას და რეალობას ისეთად აღწერს, როგორიც სინამდვილეში არ არის. კარგს ცუდად წარმოაჩენს, ცუდს კი პირიქით კარგად.

მაგალითად, ხშირად, საინფორმაციო სააგენტოები იცავენ მხოლოდ ერთი რომელიმე პარტიის ინტერესებს. ეს იქნება მთავრობა თუ ოპოზიცია. ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, ცილს სწამებენ რომელიმე კანდიდატს, რათა შელახონ მისი რეპუტაცია, სრულიად უდანაშაულოს დამნაშავედ წარმოაჩენენ  და პირიქით. ასევე, ძალიან ხშირად ზოგიერთი რეპორტიორი თავად თხზავს ახალ ამბავს. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იაპონიაში ერთ-ერთ რეპორტიორს უნდოდა დოკუმენტური სიუჟეტის გადაღება მყვინთავებზე, რომლებიც ოკინავის მარჯნის რიფებს აზიანებდნენ. მან ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერ იპოვა, ამიტომ თვითონ დააზიანა მარჯანი და ფოტოები გადაუღო.

საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად  ფოტომონტაჟსაც იყენებენ. დღეს ეს ტექნოლოგია იმდენად დახვეწილია, რომ ხშირად შეუძლებელია იმის დადგენა სურათი გაყალბებულია თუ არა.  ხშირად აწვდიან ცრუ ინფორმაციას რეკლამების საშუალებითაც. შესაძლებელია პროდუქტი საერთოდაც არ იყოს იმდენად კარგი, რამდენადაც მას გვიჩვენებენ.

ასევე,  ტელეკომპანიების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია კონკურენცია. მაყურებლების შესანარჩუნებლად და აუდიტორიის მოსაზიდად კი ტელეკომპანიები შემეცნებითი პროგრამების მაგივრად, აუდიტორიას, ძირითადად გასართობ შოუებს სთავაზობენ, სადაც არ განიხილავენ საინტერესო ინფორმაციებს და არ ერიდებიან უამრავ ტყუილს, ასეთი დაბალი დონის შოუები, ტელეგადაცემები, ფილმები და ე.წ ტელესერიალები კი „მომწამვლელად“ მოქმედებს ადამიანის  ფსიქოლოგიაზე.

დღესდღეობით, დიდი პოპულარულობით სარგებლობს ასევე ინტერნეტი. სოციალური ქსელები  ადამიანს საშუალებას აძლევს შექმნას თავისი სამყარო, რომელიც რადიკალურად განსხვავდება რეალური ცხოვრებისგან, თავი მოაჩვენოს იმად რაც არ არის, იყოს ის ვინც უნდა, მოწყდეს რეალობას და იცხოვროს გამოგონილ სამყაროში, სადაც ცხოვრების მხოლოდ კარგი მხარეები ჩანს, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. ეს ყველაფერი ადამიანზე ცუდად მოქმდებეს და უკარგავს რეალობის შეგრძნებას.

ასე რომ, ფაქტობრივად, არ ვიცით, რეალურად რა ხდება ჩვენს ირგვლივ. მედია საშუალებები ხშირად სინამდვილისგან განსხვავებულ ალტერნატიულ რეალობას გვთავაზობენ და  ისეთ ინფორმაციებს ავრცელებენ, რომლებსაც ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვთ. ეს იმას არ ნიშნავს , რომ არაფერს არ უნდა ვენდოთ, რასაც ვუსმენთ, ვხედავთ თუ ვუყურებთ. საჭიროა ვიყოთ ფრთხილები, ვიაზროვნოთ სწორად  და რაც მთავარია, რეალობას არ უნდა გავექცეთ.

ავტორი: მარიამ ოხანაშვილი

ნანახია:(29)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გავახაროთ პატარები, მათ ეს ძალიან სჭირდებათ…

ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან თავიანთ ნამუშევრებს ძალიან მალე დამთვალიერებლებს წარუდგენენ. გამოფენა 26 მაისს, ტექნიკურ უნივერსიტეტში „ქალთა საბჭოს“ ინიციატივითა და ორგანიზატორობით


ფრანგი ფოტოხელოვანი სვანური სოფლის გადარჩენას ითხოვს (ვიდეო)

„დანგრეულია მრავალსაუკუნოვანი სვანური კოშკები და უძველესი საცხოვრებელი სახლები, ნადგურდება შუასაუკუნეებში აშენებული ხელოვნების ძეგლები “- ისტორიული ადიშისთვის შველას ფრანგი ფოტოხელოვანი ითხოვს…


მძღოლებს, რომლებიც კონდიციონერს არ რთავდნენ, მუშაობა აეკრძალათ

66 მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში კონდიციონერს შეგნებულად არ რთავდა, 10 დღით მუშაობა აეკრძალა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსი” ავრცელებს. მათი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*