„მე ვიცნობდი ღმერთს“ — დინა მირცხულავა | Jolo.ge


„მე ვიცნობდი ღმერთს“ — დინა მირცხულავა

„მე ვიცნობდი ღმერთს“ — დინა მირცხულავა

მე ვიცნობდი ღმერთს.
მიწისქვეშა გადასასვლელის ბოლოში იჯდა.
მუყაოს ყუთზე მზესუმზირა და გოგრის გარჩეული გული დაეწყო და ჰყიდდა.
მოხუცი და დალეული იყო.
რამეს რომ მივუტანდი, იმ ცივ ხელებში მოაქცევდა ჩემს ხელს და მლოცავდა — ათი ჩემი ხნისა მოიყარეო.
ერთხელ შავი ჟაკეტი მოვპარე დედას და მივუტანე.
რა უნდა აჩუქოს ადამიანმა ღმერთს ზამთარში, თუ არა თბილი ჟაკეტი ?!
მერე თბილი ფეხსაცმელები მივუტანე.
— ღმერთო, ნუ გამაგიჟებ, სახლიდან მეკარგებაო ტანსაცმელი — მხრებს იჩეჩავდა დედაჩემი.
ჰოდა, არ აგიჟებდა ღმერთიც.
გასუსული ვიჯექი მეც.
რომ მეთხოვა, არ მეტყოდა უარს, მაგრამ არავის უნდა სცოდნოდა, რომ ღმერთი იჯდა მიწისქვეშა გასასვლელის ბოლოში და მზესუმზირას ჰყიდდა…
და რომ მე ვიცნობდი გაადამიანებულ ღმერთს — ყველაზე მარტოსულსა და მოწყენილს მთელს პლანეტაზე.
რამდენიმე დღით მომიწია ქალაქიდან წასვლა და უკან მობრუნებულს მიწისქვეშა გასასვლელი სულ სხვანაირი დამხვდა.
პატარა ჯიხურები ჩაედგათ და გაენათებინათ…
იყო უფრო ლამაზი, მაგრამ უღმერთო.
გარემოვაჭრეები აყარეს — არც შემოუხედავს ქალს, ისე მიპასუხა ჯიხურიდან.

დადის ღმერთი დედაჩემის თბილი ჟაკეტითა და თბილი ფეხსაცმელებით…

დავდივარ მეც ღმერთისტოლა ნაბიჯებით და მიხარია, რომ მილიონ ადამიანში ამოვიცნობ ღმერთს დედაჩემის ტანსაცმელში…

დინა მირცხულავა

ნანახია:(92)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვარსკვლავური ტატუები და მათი მნიშვნელობა

  ტატუ დღესდღეობით იმდენად პოპულარულია ერთ სხეულზე შესაძლოა ათობითაც კი შეგხვდეს. ყველა ადამიანი ცდილობს ტატუ განსაზღვრული მნიშვნელობით გაიკეთოს, უმრავლესობას წარწერები


3 ფაქტი კოცნაზე…

1)ადამიანის ტუჩები თითებზე ასჯერ უფრო მგრძნობიარეა. ნამდვილი ვნებიანი კოცნის შემდეგ მაჯისცემის სიხშირე წუთში 100 და კიდევ უფრო მეტია. ასე რომ,


რეგულარული ვარჯიში სასმელს ანეიტრალებს…

თუ თქვენ დალევა გიყვართ მეცნიერების ეს დასკვნა ალბათ გაგახარებთ. სასმელისგან გამოწვეული უარყოფითი ეფექტის განეიტრალება შესაძლებელია. შოტლანდიელი და ინგლისელი მეცნიერების განმარტებით,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*