მე თუ ბედნიერი ვარ, მე უკვე ყველაფერი მაქვს  და ასეც არის | Jolo.ge


მე თუ ბედნიერი ვარ, მე უკვე ყველაფერი მაქვს  და ასეც არის

მე თუ ბედნიერი ვარ, მე უკვე ყველაფერი მაქვს  და ასეც არის

დღეს ისეთი რაღაც გავაკეთე ახლაც არ მჯერა ძალიან მინდა გაგიზიაროთ. დღეს ჩემს თავზე ვმუშაობდი, აღმოვაჩინე, რომ როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ და განსაკუთრებით თუ პატარა რამ მაბედნიერებს, თითქოს ჩემს თავს ხელს ვუშლი ვიყო ბედნიერი, სავსე, გახარებული და ამ მდგომარეობაში ვიცხოვრო. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ერთხელ შევნიშნე რომ მაღიზიანებდა რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვერაფრით ვერ ავხსენი რატომ.

აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქვეცნობიერისთვის და ეგოსთვის ვიყო ბედნიერი — ეს ნიშნავს ვიყო სულელი, რომ მიხაროდეს და კმაყოფილი ვიყო. ძალიან საინტერესოა ჩვენს ქვეცნობიერს როგორი ერთი შეხედვით უცნაური წარმოდგენების სჯერა… აღმოვაჩინე, რომ ჩემში ცხოვრობს შინაგანი განცდა და მდგომარეობა «არ მაქვს» და ამიტომ ვცდილობ ეს «არ მაქვს» გარედან შევავსო და ვიყო ხოლმე უკმაყოფილო, ან რაღაც არ მყოფნიდეს, თითქოს ასეთ დროს უფრო მეტ რამეს გავაკეთებ და ჩემს ცხოვრებაში მეტი შემოვა და თუ უკმაყოფილო ვარ, ჩემი ქვეცნობიერისთვის ეს ნიშნავს, რომ ვარ «ჭკვიანი»- რადგან ასე მეტს მოვითხოვ და მეტს მივიღებ. სინამდვილეში კი რამდენიც არ უნდა მივიღო გარედან, საკმარისი არასდროს იქნება და ეს ხდება უკვე ფიქრის და ცხოვრების სტილი.

მუშაობის დროს აღმოვაჩინე პარადოქსი, რომ თუ მაქვს განცდა «მე მაქვს» მაშინაც კი, როდესაც ირგვლივ ისე არ ხდება «როგორც მე მინდა» მაშინაც შემიძლია ბედნიერი ვიყო, მაშინაც შემიძლია შიგნიდან სავსე ვიყო და ჩემი თავი პირველ რიგში თავად გავაბედნიერო, გარემო სიტუაციებს, ადამიანებს კი არ მივცე იმის ძალა, რომ ჩემი ბედნიერების შეგრძნებაზე გავლენა იქონიონ და გავაცნობიერე, რომ ასე კიდევ უფრო მეტის მიმართ გავიხსნები, მეტი მადლიერება და სიხარული იქნება ჩემში და სამყაროც უხვი იქნება ჩემს მიმართ, თუ მე უკვე კმაყოფილი, ბედნიერი და სავსე ვარ და ეს უფრო ჭკვიანურია და არა პირიქით. ამ ყველაფერს ჩემი ქვეცნობიერი და ეგო ძალიან ეწინააღმდეგებოდა, თავში მქონდა ასეთი აზრები «ჰმმ, სულელი ხარ თუ ცოტათი ან იმით, რაც გაქვს დაკმაყოფილდები, უფრო მეტი უნდა გინდოდეს და სანამ იმ მეტს არ მიიღებ, სანამ ყველაფერი არ გექნება ცხოვრებაში, რაც გინდა, სანამ ყველაფერს არ მიაღწევ, რაც გინდა ჯერ არ უნდა ამოისუნთქო და მშვიდად, ბედნიერად არ უნდა იცხოვრო, არ უნდა დაჯერდე ცოტას.» სინამდვილეში კი პირიქით არის, თუ მე უკვე მადლიერი ვარ, თუ მე უკვე სავსე ვარ, უხვი სამყარო ჩემს მიმართ სრულიად იხსნება და კიდევ უფრო მეტს მაძლევს და თუ მე ბედნიერი ვარ, მე უკვე ყველაფერი მაქვს და არა პირიქით.

ძალიან გამიხარდა ამის სიღრმისეულად გაცნობიერება და გააზრება არა მხოლოდ თეორიულად, არამედ მისი ასე ვთქვათ გაშინაგნება. შემდეგ ძალიან მომინდა, რომ რაღაც გამეკეთებინა, მოქმედებაში გადამეყვანა ჩემი ეს გაცნობიერება და ცხოვრების, ფიქრის ახალი სტილი  გონებაში ძალიან სასაცილო იდეა მომივიდა და ძალიან შემრცხვა ეს გამეკეთებინა.

იმ მომენტში ვიყავი დოლიძის დასაწყისში. მე დოლიძეზე ვცხოვრობ და დოლიძის დასაწყისიდან ჩემს სახლთან მისასვლელად ფეხით დაახლოებით 5 წთ-ის სავალია.

ჩემთვის ბედნიერება ასოცირდება კუნტრუშით სიარულ/სირბილ/ხტუნაობასთან, როდესაც რაღაცნაირად მინავარდობ, თან ხტუნაობით დადიხარ და დარბიხარ, არ ვიცი სიტყვებით როგორ უნდა ავღწერო ეს მოქმედება და ამიტომ ამ პოსტთან ერთად ჩემი დისნეილენდის ვიდეოს ვაქვეყნებ, სადაც ასე კუნტრუშით მივნავარდობ და გადავწყვიტე სახლამდე ეს მანძილი ასე კუნტრუშ სიარულ/სირბილ/ ხტუნაობაში გამევლო ბედნიერი სახით  და ყოველ მომენტში მეგრძნო ეს გაცნობიერება, რომ მე უკვე, ყველაფრის გარეშე, შემიძლია აქ და ამჟამად უბრალოდ ბედნიერი ვიყო, მიხაროდეს ცხოვრება და საერთოდ არ მაინტერესებდეს როდესაც ასეთ უცნაურს ქუჩაში დამინახავენ, რას იფიქრებენ ჩემზე  მოკლედ მე ეს გავაკეთე  და ეს გავაკეთე ჩემი თავისთვის, ჩემი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ბედნიერების შეგრძნებისთვის, მხიარულებისთვის, ზეიმისთვის და ძალიანაც ვიხალისე  მე ეს გავაკეთე განცდით, რომ მე თუ ბედნიერი ვარ, მე უკვე ყველაფერი მაქვს  და ეს ასეც არის!

თინათინ ბასილაია

ნანახია:(641)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ნიშანი «სდექ!!!» — გავლა აკრძალულია! ბლოკია წარმატების სავალ გზაზე……

როგორ გგონიათ როგორ უნდა იმოძრაოს ავტომანაქნამ გზაჯვარდენინზე, თუკი ყოველ კუთხეში იქნება ნიშანი  -«სდექ » გავლა აკრძალულია? ან როგორ გააგრძელებ მოძრაობას თუკი


„ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც კი, დედამიწაზე უმნიშვნელო რაღაცებით იწყება“

ყველაფერი, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც კი, დედამიწაზე უმნიშვნელო რაღაცეებით იწყება. გზა მარტივი იდეიდან წარმატებამდე შენს ფიქრებზე გადის. ფიქრები ჩვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ


ეს აზარტულ თამაშს ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც რისკავს, იციან თუ რა არის ცხოვრება! — ოშო

,,სიმამაცე ყოველგვარი შიშის მიუხედავად შეუცნობელის გამოწვევების მიღებაა. შიში არსებობს, მაგრამ თუკი თქვენ გამოწვევების მიღებას გააგრძელებთ, იგი ნელ-ნელა ქრება. ის სიხარული,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<