„მე კი, წინანდებურად ვწითლდები, ვოხრავ შინ მისული” | Jolo.ge


„მე კი, წინანდებურად ვწითლდები, ვოხრავ შინ მისული”

„მე კი, წინანდებურად ვწითლდები, ვოხრავ შინ მისული”

«გზაზედ შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე.

მე ვიცოდი, უნდა შემხვედროდა ვიღაც შენ-დარი და ეჰა, შემხვდი შენ!..
შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე. მიცქეროდი შორიდანვე ირიბ წარბებიდან, და მე როდესაც თვალებში ჩაგხედე, გავწითლდი, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ცუდს საქციელზედ მოასწრეს. მე, სახლში მისულს, არ ამომიწვია ჩემს მკერდზედ შენი სახელის
ოთხი ასო ცხელი ქინძისთავით. არ დამიწერია შენზედ ლექსი ჩემი საკუთარი სისხლით (ლექსი ვერ იტყოდა ყველაფერს).
მე არ მიფიქრია შენზე (ფიქრი ვერ აგიშენებდა ღირსეულ სასახლეს).
მე მხოლოდ ამოვიოხრე.
მე ხშირად გხვდები, ვაკვირდები ირიბ წამწამებს, თვალები აღარ მიცქერიან ასე ნაწამებს. აღარც მიღიმის. მე კი, წინანდებურად ვწითლდები, ვოხრავ შინ მისული.
დამშორდი ისე, ხმაც არ გამეცი… წახველი ისე, არც გამიღიმე.
ხელსახოცი დავხიე სიბრაზით, მაგრამ შენი ნაჩუქარი კი არა…
აბა, რას ამბობ! იმას როგორ გავიმეტებდი.
მაგრამ მე მივხვდი:
შენ განგებ გინდა, დაბრმავდე, შენ განგებ არ გსურს, მოისმინო ჩემი გულის-ცემა. შენ განგებ არ გინდა, დაინახო ჩემი სიწითლე. და იცი?! დედას გეფიცები, ხანდახან მგონია, რომ შენ მართლაც ბრმა ხარ… რომ შენ უბრალო ჯოჯო ხარ და მეტი არაფერი.»

 

მირზა გელოვანი

ნანახია:(153)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«დაგფარავ კოცნით, ისეთი ცხელით, როგორი ცხელიც მზის სხივებია ეკვატორზე”- ნაპოლეონის წერილი ჟოზეფინას

“მე აღარ მიყვარხარ! _ პირიქით! მე მძულხარ შენ. შენ ხარ ყველაზე საშინელი, სულელი და გულუბრყვილო ქალი ვისაც კი ვიცნობ. შენ


ნიკო ლორთქიფანიძე — „მონა“

ჯვარედინ გზაზე ისმის: – გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყად თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ


სიყვარულის 9 სახეობა

ლონდონელმა ფსიქოლოგებმა სიყვარულის ბუნება გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ მამაკაცსა და ქალს შორის შესაძლოა 9 სახის სიყვარული არსებობდეს. 1) მოწიფული სიყვარული:


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*