„მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი“ — რიჩარდ ბრენსონი | Jolo.ge


„მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი“ — რიჩარდ ბრენსონი

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი“ — რიჩარდ ბრენსონი

„გამარჯობა, მე ვარ რიჩარდ ბრენსონი, კომპანია Virgin Atlantic-ის მფლობელი. ყველა ოპერატორი დაკავებულია, მაგრამ თუ 18 წამში თქვენს ზარს არავინ უპასუხა მე 450 ფუნტის ფასდაკლებას გაგიკეთებთ. მაშ ასე 18,17,16,15,14…..” 

კლიენტი უსმენს და ოცნებობს, რომ ოპერატორმა დროულად არ უპასუხოს.

ეს პატარა ხრიკი რიჩარდ ბრენსონმა მოიფიქრა, რომელიც 10 წლის მანძილზე ცდილობდა Virgin ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად გადაეკეთებინა. ამ მიზანს მან მიაღწია და დღეს Virgin-ი მსოფლიოს უმსხვილესი მრავალპროფილიანი კომპანიაა.

1)  თუ თქვენ მეწარმე ხართ და შეცდომებს არ უშვებთ – ე.ი. მეწარმე არ ყოფილხართ.

2) არ იბრძოლოთ იმისთვის, რაც არ მოგწონთ.

3) ბიზნესს როგორც გართობას ისე ვუყურებ, ზოგჯერ მავიწყდება, რომ სამსახურში ვარ.

4) ჩემი სიამაყე არასდროს მიშლიდა ხელს შეცდომების აღიარებაში.

5) მიყვარს, როდესაც ცუდი მომსახურეობაა, მაგრამ მაზოხისტიც არ გეგონოთ, უბრალოდ ყველაზე კარგი იდეა ყველაზე ცუდი მომსახურეობის დროს მოდის.

6) სხვისი აზრის მოსმენა – ეს ის არის, რის გამოც 40 წელია ბიზნესში ვარ.

7) არსადაა ადგილი კონსერვატორული ფიქრებისთვის, ის სუსტს გხდით და ხშირ შემთხვევაში გკლავთ.

8) მე დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვა “არ შეიძლება” შეჩერების მიზეზი არ უნდა გახდეს.

9) ჩემთვის დიდი ბიზნესი სიამაყის წყაროა, ჭკვიანი ადამიანების გაერთიანება და რაღაც კარგის გაკეთების მიზეზი.

10) არ შეგეშინდეთ რისკზე წასვლის.

11) უკეთესია ნაკლებს შეპირდეთ და მეტი გააკეთოთ.

12) ჩემთვის ყველაზე საშინელებაა, როდესაც თანამშრომელი დამსაქმებლის მაგიერ ბოდიშს იხდის.

13)  ბიზნესში, როგორც ცხოვრებაში საჭიროა ბევრი სიკეთე აკეთო.

14) ისევ და ისევ ცოცხალი კონტაქტი მირჩევნია, ვიდრე წერილებით ლაპარაკი.

15)  ჩემი ყველაზე დიდი დამსახურებაა ის, რომ ვცდილობ ადამიანებს თავი დამოუკიდებლად ვაგრძნობინო.

16) მთელი ჩემი ცხოვრებაა კაბინეტებს გავურბივარ და ვცდილობ სახლში, აგარაკზე და მსგავს ადგილებში ვიმუშაო.

17) დაიმახსოვრეთ, ჯერ არავის უწუწუნია იმაზე, რომ ოფისში ცოტა დრო გაატარა.

18) მე მაშინაც ბიზნესმენი ვარ, როცა საშინაო ტანსაცმლით დავდივარ და რა თქმა უნდა ძვირადღირებული ოფიციალური ტანსაცმელი უფრო ჭკვიანს ვერ გამომაჩენს.

19) ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ზოგჯერ ხელები შავ სამუშაოზე უნდა გაისვაროს.

20) მიეცით თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია თქვენს თანამშრომლებს, უმიზეზოდ თანამშრომლები არასდროს რეკავენ.

21) წარუმატებლობა უარყოფითი გამოცდილება ვერასდროს იქნება.

22) წარმატება თვითონ არ მოდის,  მასზე 24 საათი მუშაობენ.

23) მე არასდროს ვამბობ “ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ არ ვიცი”, ყოველთვის ვცდილობ გამომივიდეს და ვერცერთი სულელური წესი გაჩერების მიზეზი ვერ გახდება.

24) როგორც კი  საქმე სიხარულს აღარ მანიჭებს, ვფიქრობ როგორ შევცვალო, განვაახლო ყველაფერი.

25) ჩემი ლოზუნგია: “იცხოვრე მხიარულად და ფული ყოველთვის მოვა!”

26) ცხოვრებაში ყოველთვის ან რაღაცას კარგავ, ან რაღაცას პოულობ. იყავი ბენდიერი, როცა რაიმეს მოიგებ, მაგრამ არასდროს დაგწყდეს გული წაგებაზე. წარსულს ვერ შეცვლი სამაგიეროდ წარსულის მაგალითით ისწავლი.

27) ყოველი ხელშეკრულების გაფორმებისას დაიცავით თანმიმდევრობა, არ ეცადოთ წინ გაასწროთ რომელიმე პუნქტს.

28) მთავარი რის მიღწევასაც ვცდილობ – საკუთარი სიტყვის შესრულებაა.

29) ბიზნესში ეთიკა ცარიელი სიტყვა არასდროს ყოფილა, მასში ყველაფერია.

30) ბიზნესი ადამიანის კეთილდღეობისთვის მოქმედებს, თუ სხვაგვარადაა, მაშინ ეს ბიზნესი არ ყოფილა.

31) დაუმეგობრით თქვენს კონკურენტებს (მტრებს). ეს საუკეთესო წესია ბიზნესისთვის და ცხოვრებისთვის.

32) წარმატება, რომელიც ერთხელ მოდის მთელი ცხოვრება არ გრძელდება.

33)  მოექეცით ადამიანებს ისე, როგორც ექცევით საკუთარ თავს.

34) ნამდვილი ლიდერის თვისებაა ზუსტად აუხსნა შენს გვერდით მყოფს რატომ გადაწყდა ყველაფერი ისე, როგორც გადაწყდა.

35) ფული წარმატების ცუდი საზომია, უფრო უარესი პოპულარობა.

36) თუ შემეკითხებით რისი მწამს ყველაზე მეტად, მარტივად გიპასუხებთ – ჩემი ოჯახის.

37)  მე ბედნიერი ადამიანი ვარ, ყოველთვის ვიცინი, მიყვარს ცხოვრება და ადამიანები და ყოველთვის ვეთანხმები იმ ფრაზას, რომ ღიმილი სულს ამდიდრებს.

38) ჩემი ისტორია ჩემია და ჩემი სტრატეგია ყველაზე ვერ იმუშავებს.

39) არ გავჩერდები, სანამ საბოლოოდ არ დავეცემი.

40) მე დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი.

ნანახია:(565)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ ვაქციოთ შიში ჩვენს მოკავშირედ

შიში ეს არის ერთგვარი გრძნობა, რომელიც ჩამონტაჟებულია ადამიანის ტვინში იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანი საფრთხეებისგან. ის შეგვიძლია შევადაროთ კანს, რომელიც ფარავს


„მე ამას ვაცნობიერებ, ან ვიტანჯები. სულ ესაა“…

«თუ ჩემი ერთ-ერთი შვილი მეტყოდა, „კარგი დედა არ ხარ,“ მე გულწრფელად ვუპასუხებდი, „იცი, საყვარელო, მე ამას ვხედავ. მე მთელი მსოფლიოს


7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ დაკავებული ხართ „თქვენი საქმით“

ჩვენ ყველა პუნქტს ვეთანხმებით, განსაკუთრებით კი ბოლოს! თქვენ? 1.  ეს საქმე შეგიძლიათ აკეთოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი გარემოებებში, იმის მიუხედავად, თუ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*