„მე და ღმერთს გვეცოდინება“

by admin | Декабрь 14, 2016 12:31

ერთხელ ერთი კაცი უცხო ტაძარს ეწვია,სადაც მოქანდაკე ღმერთის კერპს აქანდაკებდა. კაცმა შეამჩნია,რომ იქვე ზუსტად იგივე ქანდაკება იდგა, რომელზეც მოქანდაკე მუშაობდა.

– რაში გჭირდებათ ორი ერთნაირი კერპი? – იკითხა გაკვირვებით კაცმა.
 
– პირველის კეთებისას მცირე შეცდომა დავუშვი და ამის გამო ვაკეთებ ახალს,– უპასუხა მოქანდაკემ კაცს.
კაცმა გულდაგულ დაათვალიერა კერპი, თუმცა რაკი ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოაჩინა კვლავ იკითხა:
-შეგიძლიათ მითხრათ სად არის დაზიანებული?
 
– ქანდაკების ცხვირზე პატარა განაკაწრია – აუღელვებლად უპასუხა მოქანდაკემ კაცს.
–  სად უნდა დადგათ ქანდაკება? – დაინტერესდა კაცი.
 
– ტაძრის ერთ–ერთ სვეტზე, დაახლოებით 20 ნაბიჯით მაღლა – უპასუხა მოქანდაკემ.
— და თუ ასე შორს აპირებთ დადგმას, ნამდვილად ვერავინ შეამჩევს ასეთ უმნიშვნელო წვრილმანს და, შესაბამისად, არავის ეცოდინება მის შესახებ, – ირონიული ღიმილით თქვა კაცმა.
მოქანდაკემ დროებით შეწყვიტა მუშაობა, შეხედა კაცს და ღიმილით უპასუხა:
“მე და ღმერთს გვეცოდინება!”
 
იყავით მართალი საკუთარ თავთან… განვითარებისა და სრულყოფის სურვილი ადამიანისთვის თვითმიზანი უნდა იყოს და არა სხვისთვის თავის მოწონების საშუალება.

ნანახია:(515)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/me-da-gmerts-gvecodineba/