„მე და ღმერთს გვეცოდინება“ | Jolo.ge


„მე და ღმერთს გვეცოდინება“

„მე და ღმერთს გვეცოდინება“

ერთხელ ერთი კაცი უცხო ტაძარს ეწვია,სადაც მოქანდაკე ღმერთის კერპს აქანდაკებდა. კაცმა შეამჩნია,რომ იქვე ზუსტად იგივე ქანდაკება იდგა, რომელზეც მოქანდაკე მუშაობდა.

– რაში გჭირდებათ ორი ერთნაირი კერპი? – იკითხა გაკვირვებით კაცმა.
 
– პირველის კეთებისას მცირე შეცდომა დავუშვი და ამის გამო ვაკეთებ ახალს,– უპასუხა მოქანდაკემ კაცს.
კაცმა გულდაგულ დაათვალიერა კერპი, თუმცა რაკი ვერანაირი დაზიანება ვერ აღმოაჩინა კვლავ იკითხა:
-შეგიძლიათ მითხრათ სად არის დაზიანებული?
 
– ქანდაკების ცხვირზე პატარა განაკაწრია – აუღელვებლად უპასუხა მოქანდაკემ კაცს.
–  სად უნდა დადგათ ქანდაკება? – დაინტერესდა კაცი.
 
– ტაძრის ერთ–ერთ სვეტზე, დაახლოებით 20 ნაბიჯით მაღლა – უპასუხა მოქანდაკემ.
— და თუ ასე შორს აპირებთ დადგმას, ნამდვილად ვერავინ შეამჩევს ასეთ უმნიშვნელო წვრილმანს და, შესაბამისად, არავის ეცოდინება მის შესახებ, – ირონიული ღიმილით თქვა კაცმა.
მოქანდაკემ დროებით შეწყვიტა მუშაობა, შეხედა კაცს და ღიმილით უპასუხა:
“მე და ღმერთს გვეცოდინება!”
 
იყავით მართალი საკუთარ თავთან… განვითარებისა და სრულყოფის სურვილი ადამიანისთვის თვითმიზანი უნდა იყოს და არა სხვისთვის თავის მოწონების საშუალება.

ნანახია:(520)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

თუ გინდათ, რომ გქონდეთ მეტი …

რა აქვთ წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს საერთო? გეტყვით, — ორივეს სძულს იმის გაკეთება რაც წარმატებისთვის არის საჭირო, მაგრამ წარმატებულები მაინც


წარმატებული ადამიანის 10 წესი მსოფლიოს ფსიქოლოგებისგან

1. გააღვივე შენში განწყობა, რომელიც სავსე იქნება იმ საქმისადმი სიყვარულით, რითაც დაკავებული ხარ, არ დაივიწყო, რომ ეს შენი არჩევანია! 2.


ორი იღბლიანი დღე სამყაროსგან — «მოვიზიდოთ წარმატება»

მეგობრებო, ჩვენს პლანეტაზე არსებული სირთულეების შემდეგ სამყარო წარმატებულ დღეებს გვჩუქნის, — 25-26 აპრილი. ამჯერად, ვარსკვლავების განლაგებიდან გამომდინარე წინ 2 იღბლიანი დღე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<