მე ბედნიერი ვიქნები მანამ, სანამ ცოცხალი ვიქნები

by admin | 24 июля, 2018 10:18

კაცობრიობას ბევრი ამბავი და გვარი შემორჩა.

მილოარდობით წიგნი დაიწერა, მილიარდობით შეგონება გვიბოძეს. ჩვენ ისევ ვერაფერი გავიგეთ.

ტყუილზე, სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული საქმე და შემოქმედება დროს ვერ უძლებს, ან ჩანასახში კვდება.

თუ შენი საქმე სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ არის, მაშინ
შენ ტყულად წვალობ, ტყუილად იტანჯები და ტყუილად ისწრაფი დიდებისკენ.

მე ბევრჯერ ვიზეიმე ადამიანების წარმატება და გამარჯვება.
მე ბევრი ვიზრუნე ადამიანების ბედნიერებისთვის.
მე ბევრჯერ დავთმე საკუთარი დრო და სიამოვნება სხვისი სიხარულისთვის.
მე ბევრჯერ გადავდგი ნაბიჯი უკან, სხვა რომ წინ წასულიყო.

ბევრმა მკითხა: იტყუები თუ მართლა ბედნიერი ხარო. დამაფიქრა ამ კითხვამ, თურმე არსებობს ეჭვი, რომ ადამიანი შეიძლება იტყუებოდეს, რომ ის ბედნიერია.

მე მართლა ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია ადამიანები გავაბედნიერო.
მე მართლა ბედნიერი ვარ იმით, რომ შემიძლია სიყვარული და პატიება.
მე მართლა ბედნიერი ვარ იმით, რომ კიდევ ერთი დღე დამიღამდა და ცოცხალი ვარ. ხვალ ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ დილა გამითენდება და კიდევ ერთ დღეს მაჩუქებს განგება.

მე ბედნიერი ვიქნები მანამ, სანამ ცოცხალი ვიქნები.

მე ამ წამსაც ბედნიერი ვარ, ჩემს ნააზრევს რომ გიზიარებთ და მჯერა, თქვენც ბედნიერი იქნებით.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(139)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/me-bednieri-viqnebi-manam-sanam-cocxali-viqnebi/