„მე აღარ მჯერა თქვენი ჩივილებისა და წუწუნების თანამემამულენო“, – ემიგრანტის წერილი | Jolo.ge
Something went wrong with the connection!


„მე აღარ მჯერა თქვენი ჩივილებისა და წუწუნების თანამემამულენო“, – ემიგრანტის წერილი

„მე აღარ მჯერა თქვენი ჩივილებისა და წუწუნების თანამემამულენო“, – ემიგრანტის წერილი

„ისინი თავად არ სცემენ პატივს საკუთარ თავს – სხვა რაღატომ სცემს მათ პატივს?“ – წერს სოციალურ ქსელში უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტი და საქართველოში ყოფნის ერთ დღეს იხსენებს. 

“საზღვარგარეთ ვცხოვრობ. ერთხელ ქმართან ერთად ჩავედი სამშობლოში, დედასთან. შევკრიბე ნათესავები და პიკნიკზე წავედით, მწვადების შესაწვავად. გადავწყვიტეთ, იქვე, დედაჩემის სახლთან ახლოს, ტბის პირას მდელოზე დავმსხდარიყავით. მთელი ბავშვობა მიყვარდა აქ სეირნობა და ტბაში ბანაობა.

ადგილზე რომ მივედით, პირველი შოკი იქ დამემართა. მდელო აღარ ჰგავდა არაფერს – ზოგიერთი ადგილი გადამწვარ-გადახრუკული იყო, ზოგან – ნაგვით, პლასტმასის ბოთლებით და ათასგვარი ნარჩენით სავსე, ძლივს ვიპოვეთ ასე თუ ისე სუფთა ადგილი დასაჯდომად. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი.

ცეცხლი გავაჩაღეთ, მწვადი გემრიელი გამოვიდა, თუმცა გარშემო გამეფებული სიბინძურე და გადახრიოკებული მდელო ძალიან მთრგუნავდა… ტბაც კი ამღვრეული იყო სიბინძურისგან. შიგნით შესვლა და ბანაობა ვერ გავბედე.
თავიდანვე ვუბრძანე ახლობლებს, ნაგავი არ დაეყარათ ბალახსა და ბუჩქებში,

სპეციალურად წავიღე პარკები მათ ჩასაწყობად. თვითონვე შევამოწმე, რომ ჩვენს მერე იქ ნაგავი არ დარჩენილიყო. მენანებოდა ეს მდელო და ხმამაღლა გამოვხატავდი აღშფოთებას იმათი მისამართით, ვინც გააუბედურა ეს ადგილი, სადაც თავადვე ისვენებს. მდელოდან ას მეტრში დგას ნაგვის ურნები და ნუთუ ძნელია იქამდე ნაგვის მიტანა?
უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ აღმოვაჩინე, ნაგვით სავსე პაკეტი არავის ეჭირა ხელში. ყველას სათითაოდ ვკითხე. დედამ მხრები აიჩეჩა – უკვე გადავაგდეთო. “რას ჰქვია გადააგდეთ? სად?” – “იქით, ბუჩქებისკენ გადავაგდეთ. ყველა იქ აგდებს და ჩვენ რა, გამორჩეულები ვართ?”
ძალიან შევიკავე თავი, რომ არ შემეგინა. იქიდან ნაგვის ამოღება უკვე შეუძლებელი იყო – ხევთან იყო გაჩხერილი, სხვა უამრავ ნაგავს შორის.
გავაცნობიერე ერთი დიდი ჭეშმარიტება: ისინი იმსახურებენ იმას, როგორც ცხოვრობენ. იმსახურებენ ამ დაბზარულ ასფალტს, უნათურო ლამპიონებს, ჭუჭყიან ქუჩებს, მყრალ მდინარეებს, დანაშაულებრივ ხელისუფლებას, დაბალ ხელფასებს და პენსიებს.
მათ თვითონ კიდიათ ფეხებზე თავიანთი თავი, მაშ მთავრობას რატომ არ უნდა ეკიდოს? ისინი თავად არ სცემენ პატივს საკუთარ თავს – სხვა რაღატომ სცემს მათ პატივს?
მთავრობა არ ანაგვიანებს ქუჩებს და არც ბავშვების სათამაშო მოედნებს ანგრევს. პრეზიდენტი არ იპარავს ნათურებს და სადენებს. მე აღარ მჯერა თქვენი ჩივილების და წუწუნების. თანამემამულენო, თქვენ თვითონ შეიქმენით ეს ჯოჯოხეთი და თქვენვე უნდა იცხოვროთ იქ. შეიცვალეთ თვითონ და მერე მოითხოვეთ სხვაგვარი დამოკიდებულება თქვენ მიმართ”.
qalaqi

ნანახია:(94)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Tags assigned to this article:
ემიგრანტი

Related Articles

15 ქართველი მხატვარი ნიუ-იორკის დიდ საგამოფენო სივრცეში

ვინ არის საქართველოდან წასული ემიგრანტი, რომელიც უცხოეთში ქართველების წარმოჩენაზე ზრუნავს და ნიუ -იუორკის პრესტიჟულ გალერეაში ნიჭიერ ქართველ ხელოვანთა გამოფენას აწყობს?


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ქართველი ემიგრანტის უთბილესი “ყვავილების ქვეყანა”

იტალიაში მცხოვრები ქართელი ემიგრანტის მიერ შესრულებული “ყვავილების ქვეყანა” გულგრილს არ დაგტოვებთ. ნახეთ, როგორ მღერის ეს შესანიშნავი ქალბატონი იტალიელ ბებოსთან ერთად.


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

მონანიება ემიგრაციაში – მამა და „წითელი აკორდეონი“

სოციალურ ქსელში ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ემიგრანტის, მაია სასწარაფოშვილის (Maia Sastsraposhvili Ioreli Zalataja) წერილს წავაწყდი და ძალიან მომინდა ეს ამაღელვებელი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*