„მე ამას ვაცნობიერებ, ან ვიტანჯები. სულ ესაა“… | Jolo.ge


„მე ამას ვაცნობიერებ, ან ვიტანჯები. სულ ესაა“…

„მე ამას ვაცნობიერებ, ან ვიტანჯები. სულ ესაა“…

«თუ ჩემი ერთ-ერთი შვილი მეტყოდა, „კარგი დედა არ ხარ,“ მე გულწრფელად ვუპასუხებდი, „იცი, საყვარელო, მე ამას ვხედავ. მე მთელი მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, მიჭირს ფიზიკურად შენთან და შენს შვილებთან ჰოფნა. გმადლობ, რომ ამაზე ყურადღება გამამახვილებინე. რას მთავაზობ?“ მე და ჩემს შვილს ყველაფერი საერთი გვაქვს. ისინი მეუბნებიან იმას, რაც ჯერ მე არ გამიცნობიერებია. მე საკუთარ თავში ვიყურები, რომ ვნახო თუ ისინი მართლები არიან, და სხვათაშორის, ყოველთვის იყვნენ. სიმართლის პოვნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ღრმად ჩავიხედები საკუთარ თავში.

მე შემიძლია გარეთ გამოვიდე და მათ და მათ აზრებს ჩემს შესახებ თავს დავესხა იმ მიზნით, რომ მათი გონება შევცვალო და ჩემი გაუცნობიერებლობა შევინარჩუნო, ან გარეთ გამოვიდე და სხვა სიმართლე მოვძებნო, რომელიც გამათავისუფლებს. ამიტომ ვამბობ, ყველა ომი ფურცელს ეკუთვნის. გამოკვლევას ჩემს შიგნით არსებულ პასუხებამდე მივყავარ.

და როდესაც ჩემი შვილები მეუბნებიან, „არაჩვეულებრივი დედა ხარ,“ ჩემში ღრმად ვიხედები და მეც ვპოულობ ხოლმე ამას. არ მჭირდება გარეთ გავიდე და ვუთხრა „ოჰ, მადლობა, მადლობა, მადლობა“ და ვიცხოვრო ამის მტკიცებაში. უბრალოდ შემიძლია ჩემს თავში ჩავიხედო და ვნახო, რომ „მე არაჩვეულებრივი დედა ვარ.“ და შემდეგ არ მჭრდება ეს მიმოვფანტო იმის კეთებით, რომ მადლობის თქმა დავიმსახურო.

მე შემიძლია ჩემს ორივე ვაჟიშვილთან ერთად ვიჯდე, უსიტყვოდ, ლოყებზე ჩამოსული სიხარულის ცრემლებით. სიყვარული იმდენად დიდია, რომ შეიძლება მასში მოკვდე — საკუთარი „მესგან“ მოკვდე და მაში სრულიდან შთაინთქა. ეს არის ის, ვინც ხარ და შენი ყველა ნაწილი მისკენ მიისწრაფვის.

ძალიან მარტივია. ჩემი ვაჟები ყოველთვის მართლები არიან.
ჩემი ქალიშვილი ყოველთვის მართალია. ჩემი მეგობრები ყოველთვის მართლები არიან. მე ამას ვაცნობიერებ, ან ვიტანჯები. სულ ესაა. მე ვარ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, რომ ვარ. და ყველაფერი, რისგანაც თავის დაცვა მსურს, ხელს მიშლის რეალიზებაში.» — ბაირონ ქეითი, ნაწყვეტი წიგნიდან «გიყვარდეს ის, რაც არის»

ბაირონ ქეითის «სამუშაო» პრაქტიკაში → შემოგვიერთდი ↓

https://tinibasilaia.wordpress.com/…/%E1%83%A9%E1%8…/online/

ნანახია:(525)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ მოვუსმინოთ გულისყურით?

თქვენ თუ შეძლებთ დაეუფლოთ ამ უნარს, რაც ცალსახად სწავლადია, მაშინ მშობლებს  და მეგობრებს უფრო მეტად ეყვარებით,  მეუღლესაც და შვილებსაც,  მეზობლებს


გამარჯვებაზე მეტს ზოგჯერ წაგება გასწავლის! — თამარ კანაშვილი

წლების წინ ნასწავლი გაკვეთილი. ერთ-ერთ ორგანიზაციაში კონფერენციის წამყვანს არჩევდნენ. გასაუბრების შემდეგ…ისე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ კონფერენციის წამყვანად მე ამარჩევდნენ. მოვემზადე,


იყავი ძლიერი და გააკეთე არჩევანი ყოველ წამს… ეს ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ …

უზომოდ მომინდა დამეწერა… რომ… ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ მას… რომ ადამიანმა საკუთარ თავს თავად შეუქმნა პრობლემები, ისევ და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*