„მდიდრებს საკუთარი თავის სჯერათ, ღარიბებისაგან განსხვავებით“… | Jolo.ge


„მდიდრებს საკუთარი თავის სჯერათ, ღარიბებისაგან განსხვავებით“…

„მდიდრებს საკუთარი თავის სჯერათ, ღარიბებისაგან განსხვავებით“…

ამონარიდი ამერიკელი მულტი მილიონერის, ჰარვ ვეკერის წიგნიდან: «იფიქრე როგორც მილიონერმა»

💰 ============= <> ============= 💰

ოდესმე მოგისმენიათ ამგვარი დარიგება: „იარე სკოლაში, მიიღე კარგი ნიშნები, იშოვე კარგი სამუშაო და სტაბილური ხელფასი, გააკეთე საკრედიტო ბარათი, იმუშავე გულმოდგინედ… და ბედნიერად იცხოვრებ»? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მინდა, ამის თაობაზე წერილობითი გარანტია მომცეს ვინმემ. სამწუხაროდ, ეს ბრძნული რჩევა აღებულია «ზღაპრების წიგნიდან», ტომი პირველი და კეთილი ჯადოქრის ისტორიას მოსდევს.

მე ამ მტკიცებულებულებას საკამათოდ არ ვხდი. არ მინდა, დრო დავხარჯო. თქვენ უჩემოდაც შეგიძლიათ იმსჯელოთ საკუთარი და სხვისი გამოცდილებიდან გამომდინარე. მე კი მინდა იმაზე ვისაუბრო, თუ რა იმალება «სტაბილური ხელფასის» მიღმა. მუდმივ ანაზღაურებაში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ იქამდე, სანამ ეს იმის გამომუშავების საშუალებას არ გართმევს, რამდენსაც იმსახურებ…

ღარიბებს ფიქსირებული ხელფასის ან საათობრივი ანაზღაურების მიღება ურჩევნიათ. მათთვის აუცილებელია «იმედი», რომ თვიდან თვემდე, დანიშნულ დროს მოჭრილ ხელფასს მიიღებენ. ამ დროს, ვერ აცნობიერებენ, რომ ამ იმედს თავისი ფასი აქვს და ეს ფასი — მატერიალური კეთილდღეობაა.

ცხოვრება, რომლის საფუძველშიც ამგვარი იმედი დევს — შიშზე აგებული ცხოვრებაა. სინამდვილეში, თქვენ ფიქრობთ: «მე მეშინია, რომ საკუთარი ჭკუით ვერაფერს ვიშოვი და ამიტომაც იმ შემოსავალს დავჯერდები, რომელიც არსებობისთვის მეყოფა, ან იმდენს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო».

მდიდრებს ურჩევნიათ, ფული საკუთარი შრომის შედეგების მიხედვით მიიღონ — მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც. შეძლებული ადამიანი, როგორც წესი, ამა თუ იმ ფორმით იმაზე საკუთრების უფლებას ფლობს, რითიც არის დაკავებული. მისი შემოსავალია მისი მოგება. მდიდრები მოგებიდან საკომისიო შემოსავლისთვის ან მოგების პროცენტისთვის მუშაობენ. მაღალი სახელფასო ანაზღაურების ნაცვლად, ისინი უპირატესობას საფონდო ოპერაციებს ან მოგების წილს ანიჭებენ. დააკვირდით, რომ მათ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში, არავინ არანაირ გარანტიებს არ აძლევს. როგორც ვამბობდი, ფინანსურ სამყაროში ანაზღაურება რისკის ტოლფასია.

მდიდრებს საკუთარი თავის სჯერათ. ღარიბებისაგან განსხვავებით, ისინი დარწმუნებულნი არიან თავიანთ მნიშვნელოვანებაში და იმაში, რომ საკუთარი თავის «გაყიდვა» შეუძლიათ. ღარიბებს კი ეს რწმუნებულება არ აქვთ და სწორედ ამ მიზეზით სჭირდებათ გარანტიები.

© ჰარვ ეკერი

💰 ============= <> ============= 💰

თუ მოგეწონათ პოსტი, მეგობრებსაც გაუზიარეთ!

თქვენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT

გიორგი თვალაძე

ნანახია:(295)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შენ გჯერა „ჯადოსნური სასწაულების“?

– შენ გჯერა ჯადოსნობის? – ჰკითხა სიცოცხლემ – არა,  – უპასუხა ადამიანმა, რომელიც ყიდდა ტკბილეულს – ბავშვი ხომ არა ვარ,


როდესაც რაღაც არ გამოდის …

როდესაც რაღაც არ გამოდის, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მიდგომა, გზა, არჩევანი, აზროვნება, ხედვა, რაკურსი, დამოკიდებულება, ქმედება… და აუცილებლად შეიცვლება შედეგიც 🙂


ეშმაკიც აიძულე, ილოცოს – გურჯიევის რჩევები ქალიშვილს

გურჯიევი გიორგიალბათ, ყველას გსმენიათ ცნობილი მისტიკოსის, ეზოთერიკოსის, ოკულტისტისა და სულიერი მასწავლებლის – გიორგი გურჯიევის შესახებ. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*