„მცდელობა არ დააკლოთ სიტუაციის გამოსწორებას“ … | Jolo.ge


„მცდელობა არ დააკლოთ სიტუაციის გამოსწორებას“ …

„მცდელობა არ დააკლოთ სიტუაციის გამოსწორებას“ …

თუ რამეზე დარდობთ ან განიცდით, არაუშავს, თქვენს ემოციას დრო და სხვა მოვლენები აუცილებლად ჩააცხრობს. 

გინდათ თუ არ გინდათ, მოსახდენი მაინც მოხდება, კარგიც და ცუდიც.
გსურთ თუ არ გსურთ, შეგუება მოგიწევთ მოვლენებთან. თუმცა გულხელდაკრეფილი არ უნდა იყოთ. მცდელობა არ დააკლოთ სიტუაციის გამოსწორებას.
არასოდეს არ იჩქაროთ, მოვლენებს არ გაუსწროთ, ბევრი იფიქრეთ და გონივრულად მიიღეთ გადაწყვეტილება.

აბა გაიხსენეთ, შარშან, ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს რაზე ბრაზობდით ან რას დარდობდით?
დარწმუნებული ვარ ზუსტად არცკი გახსოვთ (შეიძლება ერთს ან ორს ახსოვდეს) მალე ისიც არ გემახსოვრებათ რაზე დახარჯეთ ემოცია და რა გტანჯავდათ დღეს.

უარყოფითი ემოცია მავნებელია, როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე წარმატებისთვის.
უარყოფითი ემოცია არის ტალახი, რომლიც გიბინძურებთ სასიცოცხლო ენერგეტიკულ ველს და აურას. აუცილებელია იმედიანი, პოზიტიური განწყობა, ფიქრი სიკეთეზე და კარგ ამბებზე. ფიქრი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დრო ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს. სხვა შემთხვევაში, ყველა თქვენი დაგეგმილი საქმე უარყოფითად წარიმართება.

გამძლეობას გისურვებთ, პოზიტიურ განწყობას, სურვილების შესრულებას და წარმატებას.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(244)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

3 მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოთ სანამ ახალგაზრდა ხართ!

ფსიქოლოგი ჯეფრი ჯენსენ არნეტი თავის ნაშრომში 3 ძირითად და უმთავრეს მიზანს გამოყოფს, რომელიც ადამიანმა ახალგაზრდობაში უნდა მოიპოვოს. ესენია: 1. საკუთარ


როგორ გამოვაღვიძოთ შინაგანი ძალა?

იმისთვის, რომ ცხოვრებაში რამე შედეგიანს მივაღწიოთ, საჭიროა შინაგანი ძალის გამოღვიძება. არსებობს ძალიან მაგარი და შედეგიანი 6 საფეხურიანი სისტემა, რომელიც შინაგანი


„ნუ გაჩერდებით, უბრალოდ იარეთ და თან დატკბით ამ ყველაფრით“…

როდესაც ძალიან სწრაფად გარბიხართ წარმატებისკენ ან ცდილობთ მაინც სწრაფად გაქცევას, ამ დროს ვერ ამჩნევთ აყვავებულ ჭერამს, ვერ გრძნობთ ცხელი ყავის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<