„მახსოვს ვუთხარი: გპირდები, მალე, უწინდელივით იკეკლუცებ დიდი სარკის წინ“… | Jolo.ge


„მახსოვს ვუთხარი: გპირდები, მალე, უწინდელივით იკეკლუცებ დიდი სარკის წინ“…

„მახსოვს ვუთხარი: გპირდები, მალე, უწინდელივით იკეკლუცებ დიდი სარკის წინ“…

„7 თვის წინ, პირად შეტყობინებაში წერილი მივიღე…
უცნობი გოგონა (მაია ედიშერაშვილი) თავის მეგობარ გოგონაზე მიყვებოდა ისტორიას, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო სიცოცხლისთვის იბრძოდა, ოჯახს კი არ ჰქონდა შესაძლებლობა მისი, უცხოეთის ძვირადღირებულ კლინიკებში მკურნალობის.
წერილი იმდენად ემოციური იყო, გამიჭირდა უცრემლოდ მისი წაკითხვა…
მე მამა ვარ… და ერთი წამით, საკუთარი თავი წარმოვიდგინე მისი მშობლების ადგილზე…
ხელიდან გეცლება შენი სიყვარულის ნაყოფი… მზად ხარ სიცოცხლეც კი გასწაირო მისი სიცოცხლის გადსარჩენად, მაგრამ იცი, რომ ნებისმიერი შეწირული მსხვერპლი ამაოა…
ამაოა გარდა ერთისა…
და სწორედ ეს ერთი არ გაგაჩნია…
ფული!!!

მოკლედ ვუპასუხე: პატრა ცირა გადარჩება-მეთქი.
შეიძლება დაუჯერებელიც იყო მისთვის ჩემი სამ სიტყვიანი ფრაზა, მაგრამ ვიცოდი, სიტყვასაც შეეძლო იმედის სხივის დაბდება…
გოგონა საფრანეგთში ჩამოვიყვანეთ სამკურნალოდ…
მახსოვს ვუთხარი: გპირდები, რომ შენ მალე, უწინდელივით იკეკლუცებ დიდი სარკის წინ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, შენს ქორწილში უნდა მათამადო-მეთქი 🙂
ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ ვესუბრე ტელეფონზე…
იცით რას ნიშნავს ბედნიერი ხმის გაგონება?
«მე ჯანმრთელი ვარ». «მე უკვე კოლეჯში სიარული დავიწყე».
«მე ბედნიერი ვარ». «დამთავრდა აუტანელი ტკივილები და ტანჯვა».

პირობა, პირობაა ცირა. მე შენს ქორწილში თამადა ვიქნები და აუცილებლად გისურვებ სიყვარულით სავსე გულის და ბედნიერი ღიმილის დამგზავრებას საუკუნოდ <3

პ.ს. მაკო ედიშერაშვილი.
დიდი მადლობა შენ! მადლობა უანგარო მეგობრობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ პატრა ცირას ბედნიერების თუნდაც სულ უმნიშვნლო ნაწილად მაქციე.

ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით“.

სულა სულაშვილი

 

ნანახია:(2031)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დაგვირეკეთ მსურველებმა, მოგიაროთ, მოგეფეროთ და გაგაყოჩაღოთ“- ნათია ფანჯიკიძე

„მეგობრებო, საქართველოში ჯგუფურ თერაპიებში მონაწილეობას ბევრი ერიდება, ჰგონიათ, რომ ჯგუფის წინაშე რაიმე საიდუმლოს მოყოლა, ან ზედმეტი გულახდილობა მოუწევთ. სინამდვილეში, ჯგუფური


გსურს გახადო წარმატებული შენი ბიზნესი ?!

«ჟოლოს» შემოქმედებითი ჯგუფი გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას, როგორც თქვენი ბიზნეს-საქმიანობის, ასევე საკუთარი თავის წარმოსაჩენად. სარეკლამო მომსახურებაში შედის:   ✅ სტატია, ✅


„რელიგია არ არის, კოჭებამდე კაბებით სიარული და მოკლე კაბიანების დაუმთავრებელი განკითხა“…

„რელიგია არ არის, შენ წირვას ისმენდე და გულში შენს მეზობელს განიკითხავდე, რომელიც ჯერ კიდევ ლოგინში ტრიალებს“ — წერს პეტრე კოლხი.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*