«მაუგლი» თეატრის სცენაზე | Jolo.ge


«მაუგლი» თეატრის სცენაზე

«მაუგლი» თეატრის სცენაზე

მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიდი პრემიერისთვის ემზადებიან. პირველად ქართულ სცენაზე მიუზიკლი «მაუგლი» დაიდგმება. დადგმის რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე და მსოფლიოს კინო ეკრანებზე კიპლინგის ცნობილი ნაწარმოების ერთობლივი პრემიერაა. უკვე ას წელზე მეტია ჯუნგლებში, მგლების ოჯახში გაზრდილი ბიჭის ამბავი ყველა თაობის მკითხველისა თუ მაყურებლისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ისტორიაა. კიპლინგის ცნობილ ისტორიას თეატრის სცენაზე ორმოცდახუთზე მეტი მსახიობი გააცოცხლებს. პატარა მაუგლის როლის შემსრულებელი საგანგებო ქასტინგის შედეგად შეირჩა. მუსიკა მიუზიკლისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ დაწერა. ჯუნგლების სამყაროს მრავალფეროვნების უკეთ შესაგრძნობად, ორიგინალური კოსტუმებითა და დეკორაციით წარმოდგენა სცენის საზღვრებს სცდება და დარბაზის მთელ სივრცეს იპყრობს. პერსონაჟებს სრული გარდასახვა, ველური სამყაროს რთული კანონების გათავისება და სცენაზე სიმღერის ცოცხლად შესრულება უწევთ. თხუტმეტი აპრილიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი ამ უჩვეულო სანახაობის საყურებლად გეპატიჟებათ.

ნანახია:(72)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
imedi

Related Articles

სოფიკო ჭიაურელის იუბილე თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში

დღეს, 21 მააისს, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში,ყველასთვის საყვარელი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 76 წლის იუბილე აღინიშნა.


ჩეხოვის »თოლია» და ახალგაზრდა რეჟისორი

ჩეხოვის განსხვავებული „თოლია“, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის თავისებური ხედვა და სპექტაკლი ვაშლების თანხლებით… პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. ხორავას თეატრის სცენაზე მდგომ მსახიობებს მაყურებელი


ქართული ლექსები შვეიცარიიდან

თავდაპირველად „შარჟებს“ წერდა. ამით ხალისობდა და მეგობრებსაც ამხიარულებდა. ამას სერიოზულად არც აღიქვამდა, უბრალოდ გართობა იყო და მეტი არაფერი… მერე კი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*