მათთვის, ვინც დაიღალა შინაგანი ქაოსით | Jolo.ge


მათთვის, ვინც დაიღალა შინაგანი ქაოსით

მათთვის, ვინც დაიღალა შინაგანი ქაოსით

როდესაც ნიჟარაში ხვდება უცხო სხეული, იქ მცხოვრები მოლუსკი იძაბება და ღიზიანდება, რადგან უცხო სხეული მისი სათუთი და რბილი ქსოვილის დაზიანებას იწყებს.

მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ, მოლუსკი ნებდება, ის მთელი სხეულით შემოეხვევა ამ უცხო სხეულს და შედეგად ულამაზეს მარგალიტად აქცევს მას.

ჩვენს ცხოვრებაშიც ზუსტად ასე ხდება… განუსაზღვრელობა და სიახლის შიში, უცხო სხეულებივით იჭრებიან ჩვენში, რაც ჩვენს დაძაბვას, გაღიზიანებას და დეპრესიას იწვევს. უცხო სხეული უცხოა და ჩვენს არსში შემოდის… ჩვენ ვერ ვგუობთ მას და გვგონია, რომ სიტუაცია გამოუვალია.

რატომ ვფიქრობთ ასე? იმიტომ რომ პირველად აღმოვჩნდით მსგავს სიტუაციაში და ჩვენს მეხსიერებაში არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებული გამოცდილება. ჩვენში არ არსებობს შაბლონური პასუხი და რეცეპტი, თუ როგორ მოვიქცეთ…

ჰოდა, ჩნდება ემოციონალური ვაკუუმი, ე.წ. «ორმო». ჩვენი მოლოდინი და რეალობა აცდნენ ერთმანეთს… როდესაც მოლოდინი და რეალობა კონფლიქტში შედიან, ჩვენს პერსონალურ საზღვრებს კი ფართო ნაპრალები აქვს, ჩვენ ვიჯერებთ [უფრო ხშირად კი ძალად ვაჯერებთ თავს], რომ გამოსავალი არ არსებობს.

მსგავს სიტუაციებში, ჩვენ ხელიდან ვუშვებთ ყველაზე გამაოგნებელ გაკვეთილებს და შესაძლებლობებს, რომლებსაც მთელი ჩვენი ცხოვრების შეცვლა და გალამაზება ძალუძთ, მაგრამ ჩვენ არ ვიღებთ მათ. ჩვენ არ ვიღებთ უცხო სხეულს და როგორც კეთროვანს ისე გავურბივართ.

ჩვენ გვძინავს, ღრმა ძილით გვძინავს… და ამ ძილში, ჩვენი სასთუმალის როლში, ჩვენივე წარსული-გამოცდილება, აწმყო-შაბლონური მოლოდინები და მომავალი-შეშინებული ილუზიები გვევლინებიან.

რაშია გამოსავალი? სინამდვილეში, ისევე როგორც ყველაფერი გენიალური, ეს გამოსავალიც ძალიან, ძალიან უბრალოა. ჩვენ უნდა მივიღოთ სიახლე [უცხო სხეული], შემოვეხვიოთ მას და ულამაზეს მარგალიტად ვაქციოთ!

 ავტორი: გიორგი თვალაძე

 

წყარო: http://inteleqtika.com/

ნანახია:(805)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თქვენ გაქვთ გამოსავალი და თქვენმა გონებამ იცის, რა არის ეს“ — დაემშვიდობეთ ონლაინ სესხებს

ონლაინ სესხების ფსიქოლოგიაა როგორ „გავაზარმაცოთ“ ტვინი როგორ და, როგორც კი ფული დაგჭირდებათ, იმის ნაცვლად, რომ  დაძაბოთ გონება — იფიქროთ შემოსავლების


„იმისათვის, რომ შემოსავალი გაიორმაგოთ“ — რობინ შარმა

• იმისთვის კი არ გიხდიან, რომ უბრალოდ იმუშაოთ. თქვენ გიხდიან იმისთვის, რომ გასცდეთ კომფორტის ზონას, შეეგებოთ ახალ გამოწვევებს და შეეჭიდოთ


შიში წარუმატებლობის წინაშე

ჯეკ კენფილდს თავის ერთ–ერთ წიგნში მოყავს შედეგები გამოკითხვისა, რომელიც ჩაატარეს  ღრმად მოხუცებულ, ავადმყოფ ადამიანებთან. ისინი პასუხობენ კითხვაზე: „რას შეცვლიდით თქვენს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<